ციცქნა სახლი 14,5 მ² ფართობით, რომელშიც კომფორტული ცხოვრებისთვის ყველაფერია

ნულიდან სახლის აშენება ყოველთვის პრობლემას წარმოადგენს. როცა ეს მინიატურულ საცხოვრებელს ეხება, საქმე უფრო რთულდება. თუ საკითხს შემოქმედებითად მიუდგებით და სივრცეს მაქსიმალურად გამოიყენებთ, შესანიშნავ შედეგს მიიღებთ. ასე გააკეთეს ფრანგმა დიზაინერებმა, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ პატარა სახლი შეიძლება მყუდრო და მოდური იყოს.

პატარა საცხოვრებელი სივრცის მოწყობისას მაქსიმალურად ბევრი ფანჯრის გამოყენება სივრცეს უფრო ფართოს და ნათელს ხდის. ამ ხრიკს ფრანგული კომპანია Baluchon ხშირად იყენებს. კომპანია ციცქნა მობილური სახლების დიზაინსა და აწყობაზე მუშაობს. გამონაკლისს არ წარმოდგენს ახლახანს დასრულებული პროექტი, სახელად The ia Orana, რაც ტაიტურად „კეთილ დილას“ ნიშნავს. სახლს ასეთი უცნაური სახელი კლიენტმა ბარბარამ დაარქვა, რომელიც ამ საოცარი კუნძულით მოგზაურობის შედეგ ჯერ კიდევ შთაბეჭდილების ქვეშაა.

Novate–ს შენიშვნა: კომპანია Baluchon ყველა ზომის შთამბეჭდავ სახლებს ქმნის, დაწყებული ბაზური ნაკრებით „თავად გააკეთეთ“ და დასრულებული პროექტით „გასაღების ჩაბარებით“. ნებისმიერი ვარიანტის არჩევისას მფლობელისთვის მყუდრო და საიმედო სახლი გახდება, რომელიც უპირატესად ნატურალური მასალებით, სამშენებლო სტანდარტებით და „მწვანე“ ტექნოლოგიით არის შექმნილი. გარდა ამისა, განსაკუთრებული სტილით, შეიძლება ითქვას თანამედროვე ხიბლით, კომფორტით, სიმყუდროვით და ფართის თითოეული მილიმეტრის გონივრული გამოყენებით გამოირჩევა.

ახალი რეზიდენცია მობილური სახლების ბაზარზე ერთ–ერთი ყველაზე პატარაა, მაგრამ ეს მთავარი უპირატესობაა, რადგან მისაბმელით ბუქსირების დასაშვებ ნორმებს არ აჭარბებს, რაც ცხოვრებას და მფლობელის გადაადგილებას ამარტივებს. The ia Orana–ს ზომები: სიგანე 2,4 მ, სიგრძე – 6 მ და სიმაღლე – 3 მ. საცხოვრებელი ბლოკი ორღერძიან მისაბმელზეა დამონტაჟებული, რომელიც მსუბუქ ავტომობილსაც შეგიძლიათ მიაბათ. მობილური სახლების უმეტესობასთან შედარებით პატარაა, მაგრამ ვიწროდ და ციცქნად არ გამოიყურება. ამას ხელს უწყობს უხვი შემინვა, რომელიც ინტერიერსა და გარე სამყაროს შორის საზღვრებს შლის, და არსებული ფართის ოპტიმიზაცია.

წინა მოდელების მსგავსად სახლის ჩარჩო ნაძვის ხისგან არის დამზადებული, ფასადი წითელი კედლის საიდინგით არის მოპირკეთებული, რომელიც სითხისა და ულტრაიისფერი სხივებისგან დასაცავად სპეციალური საჟღენთით არის დამუშავებული. საცხოვრებლის გამოყენებას მთელი წელი საფრანგეთის ალპებში აპირებენ, ამიტომ ბეწვის, სელის და კანაფის იზოლაცია გამოიყენეს, სახურავის საფარი და რამდენიმე გარე უჯრა ალუმინისგან გააკეთეს. კედლის შიდა ნაწილი მუხის და ნაძვის ნატურალური ხისგან არის გაფორმებული, იატაკი თერმოდამუშავებული ფიჭვისგან არის დამზადებული.

მობილური სახლი დანარჩენი ვარიანტებისგან გამოირჩევა იმით, რომ მინის კარი აქვს. ამ ელემენტის მასშტაბი მისაღებ ოთახს ღია ზონად აქცევს, რომელიც შეგიძლიათ ხის პოდიუმით გააფართოვოთ და დასასვენებელი ტერასა მოაწყოთ.

ყველაზე ციცქნა სახლში გათვალისწინებულია მყუდრო მისაღები, რომელიც ერთდროულად სასადილო ოთახი, ოფისი და სტუმრების საძინებელი ოთახია. მყუდრო და მოდური დივანი ფარული სათავსოებით, პატარა ჟურნალის მაგიდა, ჩაშენებული მუხის ტუმბო გვერდითა ფანჯრის ქვეშ და სამუშაო მაგიდა კუთეში – ეს ყველაფერი დასვენების, პეიზაჟებით ტკბობის და იზოლაციის პირობებში მუშაობის საშუალებას იძლევა.

მისაღები ოთახის გვერდით მდებარეობს სრულფასოვანი სამზარეულო მრავალფუნქციური ავეჯით, სადაც მოათავსეს: ნიჟარა, გაზქურა, სამუშაო ზონა, საყინულე, თაროები და გამოსაწევი უჯრები სამზარეულოს ჭურჭლის და დანა–ჩანგლის შესანახად. აქვე მდებარეობს სამდონიანი კარადა ქილების შესანახად, რომელიც საკუჭნაოდ შეგიძლიათ ჩათვალოთ. აქვე ჩააშენეს საინტერესო დეტალი, რომ დიასახლისმა ჭერამდე მდებარე კარადასთან მიწვდომა შეძლოს. იატაკის ტუმბოზე გამოსაწევი ორსაფეხურიანი კიბე დაამონტაჟეს.

ბარბარას სააბაზანო ოთახის მოწყობა ძალიან გაუხარდა. მას სურდა, რომ ეს ზონა მაქსიმალურად ფართო ყოფილიყო, ამიტომ კომპანიის სპეციალისტებმა საცხოვრებელი ზონა შეამცირეს. სივრცის გადიდების ხარჯზე, სააბაზანო ოთახში დააყენეს ნიჟარა ტუმბოთი, სრულფასოვანი სარეცხი მანქანა საშრობით, ბიოუნიტაზი და საშხაპე 1,6×0.8 მ. ვერტიკალური ზედაპირებიც გამოიყენეს, სადაც პირსახოცის საშრობი, ღია თაროები და დიდი სარკე მდებარეობს.

მიკროსახლის სიმაღლე მეორე დონის შექმნის საშუალებას იძლევა. სხვენში სრულად გამართვა შეუძლებელია, მაგრამ სივრცის ასეთი დაყოფა ყველაზე სწორი და გონივრული აღმოჩნდა. ფართობის გაზრდის ხარჯზე (საფარის პლატფორმის უჩვეულო გეომეტრიის ხარჯზე) ამ ზონაში საკმარისი ადგილი გამოჩნდა ორადგილიანი საწოლისთვის, ჩაშენებული სტელაჟისთვის, სადაც საყვარელი სათამაშოების, წიგნების ან ნივთების შენახვა შეიძლება. საწოლის ქვეშ გამოსაწევი უჯრები მდებარეობს, სადაც თეთრეული და სეზონური ტანსაცმელი შეგიძლიათ შეინახოთ. მეორე დონეზე დიდი ფანჯარა მდებარეობს, საიდანაც ლამაზი პეიზაჟების ყურება და დასვენების და ძილის დროს სუფთა ჰაერის სუნთქვა შეიძლება.აღსანიშნავია, რომ ახალი მოდელი ავტონომიური სისტემებით აღჭურვილია, თუმცა ცენტრალურ საინჟინრო კომუნიკაციებს მარტივად შეგიძლიათ დაუკავშიროთ. მფლობელი აპირებს მზის პანელებზე დატვირთვა შეამციროს და წყლის გასაცხელებლად და საჭმლის მოსამზადებლად პროპანის გაზი გამოიყენოს. ასევე დაამონტაჟეს გათბობის და ვენტილაციის სისტემები ორმაგი ნაკადით.

თუ მტკივნეულ საკითხს, ფასს შევეხებით, კომპანია Baluchon არ ააშკარავებს ახალი ციცქნა სახლის ღირებულებას, რომელიც უკვე აღმოსავლეთ საფრანგეთში, ზემო სავოიას მთებში მფლობელს ჩაბარდა. ვარაუდით შეიძლება ითქვას, რომ ბარბარას სახლი იაფი არ დაუჯდა, რადგან ამ კომპანიაში მობილური სახლი ძირითადი ნაკრებით 58 ათასი დოლარიდან იწყება, ხოლო სახლი „გასაღების ჩაბარებით“ მინიმუმ 93 ათასი დოლარი ჯდება.