ბევრი ფიქრობს, რომ გრუნტზე იატაკის დაგება მარტივია. მშენებლების შეცდომები

კერძო სახლში იატაკის დაგების ბევრი ვარიანტი არსებობს, მათ შორის გრუნტზე იატაკი უკანასკნელ ადგილს არ იკავებს. მსგავსი ტექნოლოგია ერთ–ერთი იაფი ვარიანტია და გამოიყენება სახლებში, სადაც სარდაფი ან ცოკოლის სართული არაა.ბევრი ვარაუდობს, რომ გრუნტზე იატაკის დაგება მარტივია. წინ და უკან სიარული საჭირო არაა, ინტერნეტი ისტორიებით და ფოტოებით სავსეა, როცა საძირკვლის ამოთხრისას ამოღებულ შავ მიწას სახლში ყრიან. შედეგად, ზემოდან ქვიშას აყრიან, ტკეპნიან, ჰიდროიზოლაციას აფენენ და შემდეგ უკვე იატაკს ჭიმავენ. ეს ტექნოლოგიას ძირეულად ეწინააღმდეგება!იატაკი გრუნტზე რთული მრავალფენიანი კონსტრუქციაა, რომელიც მფლობელის ცოდნას და მშენებლების გაკონტროლებას მოითხოვს. იატაკის ძირის არასწორი მომზადება დიდ პრობლემებს იწვევს. ჩემმა მეგობრებმა, სამშენებლო საკითხების ცოდნის მიუხედავად, საკუთარ თავზე გამოცადეს, რომ ძირის სწორი მომზადებაც სრულყოფილი არაა. სწორ მომზადებაში იგულისხმება ისეთი მომზადება, როცა იატაკი მრავალწლიანი გამოყენების შემდეგ არ ჩაიწევს.მას შემდეგ, რაც სახლის ცოკოლი მომზადდა და ზამთრისთვის დაკონსერვდა, დაზამთრებამდე იატაკის ძირის ორგანიზება გადაწყდა. სახლის შიგნით 35-40 სმ სისქის ნაყოფიერი მიწის ფენა ამოიღეს და ამით ნაკვეთზე შავი მიწის დონე ოდნავ გაზარდეს. შემდეგ მასში ქვიშა–ხრეშის ნარევი ჩაყარეს და ჩატკეპნეს. შემდეგ ქვიშის ფენები დაუმატეს. თითოეული ფენა მინიმუმ 15 სმ, ორმხრივი ჩატკეპნით. სულ ასეთი 5 ფენა გამოვიდა და ასე მთელი ზამთარი გაატარა. უფრო მეტიც, სანამ სახლი შენდებოდა (3 წელი), ძირი უცვლელი იყო. შემდეგ ყველაფერი სტანდარტულად – ჰიდროიზოლაცია, დამათბუნებელი, კიდევ ერთი ჰიდროზოლაციის ფირი, ბადე, არმატურა, თბილი იატაკი და მოჭიმვა.

3 წელი გავიდა და ფიქრობდნენ, რომ იატაკი გრუნტზე აღარსად წავა და არ ჩაიწევს. მაგრამ არა. 1 თვის წინ იატაკის დაწევა შეამჩნიეს.

როგორ შეამჩნიეს? – ლამინატსა და პლინტუსს შორის ღრეჩო გამოჩნდა, რადგან ლამინატი მოჭიმულ იატაკზე არის დაგებული, ხოლო პლინტუსი კედელზეა მიმაგრებული. გრუნტზე იატაკი სწორედ ასეთ წყობას ითვალისწინებს, რომ იატაკი შენობის კედელს არავითარ შემთხვევაში დაუკავშირდეს. გრუნტზე იატაკი დამოუკიდებელი კონსტრუქციაა.ერთ ოთახში იატაკი 3 მმ–ით დაიწია.

მეორე ოთახში იატაკი უკვე ამ დონეზეა დაწეული.

არის შემთხვევები, როცა პლინტუსი ჰაერში კიდია და ლამინატს 1-2 სმ–ით არის დაშორებული. მსგავსი პრობლემები ჩნდება მაშინ, როცა ქვიშის და ხრეშის ნაცვლად იატაკის ძირში შავმიწას ყრის ან უბრალოდ ფენები ცუდად ჩატკეპნილია. მილიმეტრები საშიში არაა, მაგრამ როცა რამდენიმე სანტიმეტრით იწევს, იატაკში გამავალი ყველა კომუნიკაცია იშლება.ამ სახლის შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ იატაკის ძირი არასწორად მომზადდა. ყველაფერი ტექნოლოგიის მიხედვით იყო შესრულებული. არავინ ჩქრობდა, იატაკის ძირში გრუნტი ჩაიტკეპნა, შემდეგ ღია ცის ქვეშ 2 წელი იყო, კიდევ 1 წელი გადახურულ შენობაში გაატარა და მხოლოდ 3 წლის შემდეგ იატაკი დააგეს. აქ, ინჟინრები ერთ აზრამდე მიდიან, რომ საფუძველი სათანადოდ ჩატკეპნილი არ იყო.სწორედ ამიტომ, მოგვიანებით სინანული რომ არ მოგიწიოთ, ხელოსნებს ყურადღება კარგად უნდა მიაქციოთ. საერთოდ, ნებისმიერი გრუნტი კიდევ რამდენიმე წელში თავისით დაიტკეპნება, თუნდაც მექანიზებული მეთოდით დატკეპნილი იყოს.