3 მეთოდი ჭიშკრის დასაყენებლად, რომ ორივე საგდული იდეალურად თანაბრად იყოს

ჭიშკარი არა მხოლოდ დაცვის ფუნქციას ასრულებს, არამედ ესთეტიკის კუთხით დიდ როლს თამაშობს. არავის მოეწონება, თუ ეზოში უახლესი სახლი დგას, ხოლო ჭიშკრის საგდულები ერთმანეთის მიმართ ირიბად კიდია. რამდენიმე თვის წინ ჩვენთანაც ასე იყო, სანამ ჭიშკარს არ მივხედე. აი, ასე გამოიყურებოდა ჩვენი ძველი ჭიშკარი:

როცა ახალი ჭიშკრის ჩამოკიდება გადავწყვიტე, ლოგიკური კითხვები გახნდა: „როგორ დავკიდო საგდულები ისე, რომ ერთმანეთთან მიმართებაში იდეალურად თანაბრად იყოს? როდის და როგორ უნდა შევადუღო ანჯამები? ანჯამების ჩამოკიდებისას რამდენიმე მილიმეტრიანი ცდომილება ჭიშკრიდან 1 სმ–ზე მეტ გადახრას იწვევს.

ბევრ ხელოსანს რჩევა ვკითხე, სანამ ჭიშკრის მომზადებას დავიწყებდი და მონტაჟის სამი მეთოდი დავთვალე. პირველი ვარიანტი ყველაზე გავრცელებულია, მაგრამ ნაკლებად უსაფრთხო, რადგან გადახრის რისკი არსებობს. კეთდება ასე:

მეთოდი №1 – ორი იდენტური ჭიშკარი მზადდება და ღიობში ისმება. ღიობში საგდულის მდებარეობა სოლებით რეგულირდება. ჭიშკარი დონეზე ისმება, მოწმდება, რომ საგდულები შერეული არაა და ანჯამები დუღდება. რისკი იმაში მდგომარეობს, რომ ორივე საგდული რეგულირების პროცესში საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს და ჭიშკრის თითოეული ნაწილის მცირე გადანაცვლება ანჯამებზე ჩამოკიდებისთანავე გადახრას გამოიწვევს. მეორე მომენტი იმაში მდგომარეობს, რომ ზოგჯერ ანჯამები მთელ საგდულს თავისკენ წევს. ეს ჭიშკრის გამრუდების ერთ–ერთი მიზეზია.

მეთოდი №2 – მეორე მეთოდი პირველზე უფრო საიმედოა და გულისხმობს შემდეგს: აქაც, ორივე საგდული ღიობში ისმება, ოღონდ დარეგულირების შემდეგ მათი შედუღება ზესადებით ხდება, ამრიგად მათ შორის ლუფტი გამორიცხულია. ჰორიზონტალური და ვერტიკალური დონეების შემოწმების შემდეგ ანჯამებს ადუღებენ, შემდეგ ლითონის ზესადები იჭრება და შედუღების ნაკერებში იხეხება. მინუსი იმაში მდგომარეობს, რომ საჭიროა დამატებით ზესადების გამოჭრა, შედუღება, შემდეგ ზედმეტის გადაჭრა, ადგილის გაპრიალება, განმეორებით გადაღებვა. სამაგიეროდ, ჭიშკარი იდეალურად თანაბრად ჩამოკიდებულია.

მეთოდი №3 – მესამე მეთოდი ყველაზე მეტად მომეწონა, სწორედ ეს გამოვიყენე. მარტივი გამოსაყენებელია და თან ორივე საგდული იდეალურად ჩამოკიდებულია.საგდულები ცალ–ცალკე არ მზადდება, არამედ ღიობის ზომის მიხედვით ერთიანი ჩარჩო იკერება:

ამ შემთხვევაში საზომი რულეტით მანძილის გაზომვა უფრო ადვილია და ცდომილების ალბათობაც მცირდება. ღიობის ზომის მიხედვით ერთი დიდი ჭიშკარი კეთდება, შემდეგ ცენტრი ინიშნება და მთელი ჩარჩო ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. მაგრამ ჯერ არ იჭრება.ჩარჩოს დაყენების შემდეგ ანჯამების შედუღება ხდება:

ანჯამებზე მთავარი შედუღების დასრულების შემდეგ ჩარჩო ორ ნაწილად იჭრება.

როგორც ხედავთ, უფრო ნაკლები მოძრაობით ხარისხიანი მონტაჟი გამოდის. როგორც კი, ჩარჩო ორად გავყავი, თითოეული საგდული ანჯამებიდან ჩამოვხსენი და შევღებე.

აი, ასეთი მარტივი, მაგრამ ძალიან საიმედო ჭიშკარი გამოვიდა.

პ.ს. ჩარჩო 2,5 დღის განმავლობაში მარტომ შევადუღე და დავაყენე – ეს მეთოდის სიმარტივეს კიდევ ერთხელ ადასტურებს. კიდევ 2 დღე შეღებვაზე, დაფებით დაფარვასა და ურდულის დადებაზე დავხარჯე. საგდულები ცალ–ცალკე რომ გამეკეთებინა, ერთმნიშვნელოვნად უფრო მეტი დრო დამჭირდებოდა!