ხორვატული სპიდომეტრი და ინდური ნული: 9 გამოგონება, რომელთა წარმომავლობის ადგილმა შეიძლება გაგაოცოთ

ჩვენ ყოველდღიურად ათობით გამოგონებას ვიყენებთ და მათ წარმომავლობაზე თითქმის არასდროს ვფიქრობთ. ხშირად მართლაც საინტერესო ისტორია აქვთ, თან არა მხოლოდ იმით, თუ როგორ შეიქმნა, არამედ იმით, თუ სად მოხდა ეს. Novate გთავაზობთ 9 გამოგონებას, რომელთა წარმომავლობის ადგილმა ნამდვილად შეიძლება გაგაოცოთ.

1. USB ფლეშ–მეხსიერება

დღეს ფლეშ–მეხსიერებას მთელ მსოფლიოში იყენებენ, მისი დაბადების ადგილი ბრაზილია იყო. სწორედ იქ მდებარეობდა კომპანია M-Systems, რომლის სპეციალისტებმა ამირ ბანმა, დოვ მორანმა და ორან ოგდანმა ინფორმაციის შესანახად მცირე ზომის პორტატული მოწყობილობა გამოიგონეს. გამოგონების პატენტი 1999 წელს მიიღეს, ხოლო 1 წლის შემდეგ პირველი USB ფლეშ–მეხსიერება მაღაზიებში გამოჩნდა. მათი მოცულობა მხოლოდ 8 მბ იყო და 50 დოლარი ღირდა.

2. რიცხვი ნული

ერთი შეხედვით, ნული მხოლოდ რიცხვია, რომელიც არაფერს ნიშნავს, თუმცა რამდენად მნიშვნელოვანია არითმეტიკისა და მათემატიკისთვის. ჩვენთვის ჩვეული გაგებით, ანუ ათობითი, ინდოეთში გამოიგონეს: Novate–ს ინფორმაციით, პირველად ადგილობრივ ისტორიულ წყაროებში ჩვ.წ. 876 წელს გამოჩნდა. სამართლიანობისთვის უნდა ითქას, რომ ნულის გაგება უფრო ადრეც იყო ცნობილი, თუმცა სხვა ვარიანტებში. ცნობილია, რომ ძველი ბაბილონის მაცხოვრებლები სამოცჯერად ნულს იყენებდნენ, ხოლო ძველ ეგვიპტეში მისთვის საკუთარი იეროგლიფი ჰქონდათ.

3. საგზაო მოძრაობის ფოტოფიქსაცია

დღეს საგზაო მოძრაობის ვიდეოდაკვირვება და ფოტოფიქსაცია გზაზე მონიტორინგის პროცესის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ერთ–ერთი მეთოდია. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში იყენებენ. პირველად ვიდეოკამერები, რომელიც გზაზე მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბებას აფიქსირებდა, ნიდერლანდებში გამოჩნდა. გამოგონება კომპანია Gatsometer BV–ის სპეციალისტების იდეაა.

4. IMAX სისტემა

ცოტამ თუ იცის, რომ კანადაში შეიქმნა ფართო ფორმატის კინემატოგრაფიული სისტემა, რომელიც ახლა პლანეტის ყველა კუთხეში ცნობილია. ის კომპანია IMAX Corporation-ის სპეციალისტებმა ჯერ კიდევ 1970 წელს შექმნეს. წინა სისტემისგან ინოვაციური აღჭურვილობით და ფართო ეკრანით გამოირჩევა: სწორედ IMAX–მა ეკრანი დარბაზის სიგრძეზე გრძელი გახადა.

5. სათვალე

კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით მხედველობის გაუარესება ბევრ ადამიანს აწუხებდა. მას სხვადასხვა მეთოდით ებრძოდნენ. დღეს ყველაზე ცნობილი და ფართოდ გამოყენებული ვარიანტია სათვალე, რომელიც მე-13 საუკუნის ბოლოს გამოჩნდა. გამოგონება იტალიელს, სალვინო დ–არმატეს ეკუთვნის, რომელიც პროფესიით მინის მწარმოებელი იყო და შორსმხედველობით იტანჯებოდა.

6. სპიდომეტრი

მოძრაობის სიჩქარის კონტროლი ავტომობილის და სხვა სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხო მართვის მნიშვნელოვანი ნაწილია. ცოტამ თუ იცის, რომ მთელ მსოფლიოში ამის უპრობლემოდ გაკეთების შესაძლებლობას უნდა უმადლოდნენ იოსილ ბელუშიჩს, მე-19 საუკუნის ბოლოს მცხოვრებ ხორვატიელ გამომგონებელს. 1888 წელს მსოფლიოში პირველი სპიდომეტრი გამოიგონა, რომლის პატენტსაც „ველოსიმეტრი“ უწოდა. 1 წლის შემდეგ პარიზის მსოფლიო გამოფენაზე წარმოადგინა, საიდანაც გაჯეტმა მთელ პლანეტაზე ტრიუმფარული მსვლელობა დაიწყო.

7. მოლოტოვის კოქტეილი

სამართლიანობისთვის უნდა დავაზუსტოთ, რომ აალებადი ნარევით სავსე ჭურჭელს ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში იყენებდნენ, თუმცა ჩვენთვის ცნობილმა გარეგნობამ სახელი ცოტა ხნის წინ მიიღო – გასული საუკუნის 30-იან წლებში. „მოლოტოვის კოქტეილს“ სახელი სსრკ–ს საგარეო საქმეთა მინისტრის ვ.მ. მოლოტოვის საპატივცემულოდ დაარქვეს, თუმცა გამოიგონეს არა საბჭოთა კავშირის მოქალაქეებმა, არამედ 1939-40 წლებში ბრძოლის ველზე მოწინააღმდეგებმა, ფინელებმა.საინტერესო ფაქტი: ამ აალებადი ყუმბარის უმარტივესი ვარიანტის გაჩენის სხვა ვერსიაც არსებობს. ითვლება, რომ „მოლოტოვის კოქტეილს“ ასე ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს უწოდეს – სსრკ რესპუბლიკურ მთავრობას მხარს უჭერდა, ხოლო ეს უკანასკნელი მსოფლიო სოციალიზმის ცენტრს სახალხო კომისართა საბჭოს მაშინდელი თავჯდომარის სახელს უკავშირებდა.

8. ტუალეტის ქაღალდი

დღეს ტუალეტის ქაღალდის რულონი ყველა სახლში გვხდება. პირველად ნამდვილი ფუფუნების ნივთი იყო. ეს ჩინეთში მოხდა: Novate–ს ინფორმაციით პირველი დოკუმენტი, სადაც ტუალეტის ქაღალდია ნახსენები, 589 წლით თარიღდება. მაშინ იმპერიის რიგითმა მაცხოვრებლებმა მის შესახებ არ იცოდნენ, რადგან ძალიან იშვიათი და ძვირადღირებული იყო, მხოლოდ იმპერატორის სასახლეში იყენებდნენ.

9. ფერადი ტელევიზორი

ტელევიზია მთელი რიგი გამომგონებლების ნაყოფიერი შრომის შედეგია, თითოეულმა მის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანა. ამ ევოლუციის ერთ–ერთი მთავარი ფიგურა აღმოჩნდა ჯონ ბრედი, შოტლანდიელი ინჟინერი, რომელსაც ამ ტექნოლოგიაში ორი მნიშვნელოვანი აღმოჩენა ეკუთვნის. პირველი მექანიკური სატელევიზიო სისტემა და შორ მანძილზე შავ–თეთრი გამოსახულების გადაცემა სწორედ მას ეკუთვნის. მეორე გამოგონება: მსოფლიოში პირველი ფერადი გადამცემი, რაც 1928 წლის 3 ივლისს მოხდა.