მისაღები ოთახის 6 ნივთი, რომელზეც თანხის დაზოგვით ინტერიერი არ დაზარალდება

იაფი რემონტი უფრო უტოპიაა, ვიდრე რეალობა. სურვილის შემთხვევაში ზოგიერთ ნივთზე თანხის დაზოგვა ნამდვილად შეიძლება, რომ საბოლოო ხარჯი შთამბჭედავი არ გამოვიდეს. Novate გიამბობთ, რომელი ნივთების გარეშე შეგიძლიათ მისაღებ ოთახში მშვიდად იცხოვროთ, თუ მის მოსაწყობად ფინანსები არ გყოფნით.

1. ხალიჩა

ბევრი თვლის, რომ ხალიჩა მტვრის შემგროვებელია, რომელიც სახლის დალაგებისას პრობლემებს მხოლოდ ამატებს. პერიოდულად, გაწმენდა ან ქიმწმენდაში წაღება სჭირდება, რომ პირვანდელი სილამაზე დაუბრუნდეს. ეს ზედმეტი ხარჯია. თუ ამ მოსაზრებას ემხრობით, ხალიჩაზე ფული თამამად დაზოგეთ – მისი არ ქონა ბინის ინტერიერს სერიოზულად არ დააზიანებს.თუ თვლით, რომ ხალიჩა ინტერიერის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც სიმყუდროვეს ქმნის და ფეხებს სიცივისგან იცავს, დიზაინერები დიდ ბაზრობაზე წასვლას ან განცხადებების საიტების გადახედვას გირჩევთ. აქ პატარა ნაქსოვი ბეწვის ხალიჩა შეგიძლიათ იპოვოთ. ხალიჩის გაცვეთილი ნაწილების დასაფარად სხვა ვინტაჟური ნივთები გამოიყენეთ, მაგალითად, ლარნაკი, ტორშერი, რამდენიმე წიგნი თაროზე და ა.შ.კიდევ ერთი ვარიანტი – ბებისეული ხალიჩა იპოვეთ ან ხელზე იყიდეთ. ახლა ბევრი ადამიანი საბჭოურ ხალიჩას ყიდის, რადგან უკვე მოძველებულად თვლის, თუმცა ხარისხით თანამედროვე ნაწარმს აღემატება. თუ მაღაზიაში ხალიჩის საყიდლად წახვედით, ბამბის ნაქსოვ მოდელს ყურადღება მიაქციეთ. ლაკონურად და მარტივად გამოიყურება, მაგრამ ნებისმიერ ინტერიერს ჰარმონიას მატებს. ხალიჩა ფარდის ან მსხვილი ავეჯის, მაგალითად, დივნის ფერში შეარჩიეთ. რაც შეეხება სინთეტიკურ ნაწარმს გრძელი ბეწვით, საუკეთესო იდეა არაა. უმეტესად, ასეთი ხალიჩა გარემოს აფუჭებს, თან მოსავლელად რთულია.

2. პლედი და ბალიშები

პლედი და ბალიშები ინტერიერს სიმყუდროვეს ნამდვილად მატებს, მას უფრო ჰარმონიულს ხდის, თუმცა აუცილებელი ელემენტები არაა. უფრო დეკორატიულ ფუნქციას ასრულებს, ვიდრე პრაქტიკულს. გამძლე მასალის ძვირადღირებული ტექსტილის შეძენას აზრი არ აქვს, თუ მისაღებ ოთახში აქცენტების და ფერების შეცვლა გიყვართ. მისაღებ ოთახში პლედი და ბალიშები ნაკლებად გამოიყენება, ამიტომ დროის გასატარებლად ბიუჯეტური ვარიანტებიც გამოგადგებათ. ხელსაქმის მოყვარულებს განსაკუთრებით გაუმართლათ. მათ შეუძლიათ ბალიშისპირები და პლედი მოქსოვონ – ამას რთული მოწყობილობები არ სჭირდება.

3. კარადა მინის კარებით

ადრე ასეთ კარადას თითქმის ყველა სახლში შეხვდებოდით. მის თაროებზე წიგნის კოლექციები, ლამაზი სერვიზი, ბროლის ჭურჭელი და სხვა ნივთები თავს იწონებდა. მსგავსი კარადა თანამედროვე ინტერიერს იშვიათად ეთავსება და საერთო კონცეფციიდან ამოვარდნილია. მაგალითად, სკანდინავიურ სტილს უფრო ღია ხის თაროები უხდება, რომელზეც შეგიძლიათ ლიტერატურა ან ლამაზი ჭურჭელი შეინახოთ, ხოლო მინიმალისტურ გარემოში კედლის ფერი დასაკიდი კომოდი იდეალურად ჯდება.ლაკონური ღია  სტელაჟი, რომელიც კარადაზე ნაკლებ ადგილს იკავებს, დეკორატიული წვრილმანების შესანახად გამოგადგებათ. თუ დახურული შენახვის სისტემის მომხრე ხართ, მოდური ყუთები ან კალათები შეარჩიეთ, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ სტელაჟზე იდეალურად გამოიყურება.

4. ჟურნალის მაგიდა

მისაღებ ოთახში ამ ელემენტს აუცილებელ ნაწილად თვლიან, თუმცა ასე არაა. განსაკუთრებით მაშინ, თუ ტელევიზორის წინ არ საუზმობთ და სამზარეულოში ჭამთ, სვამთ და სტუმრებს იღებთ. სწორედ ამიტომ, ჟურნალის მაგიდაზე უარი თამამად თქვით. ასე უფრო საჭირო ნივთებისთვის, მაგალითად, წიგნების სტელაჟის ან სავარძლის ადგილი გათავისუფლდება. თუ თვლით, რომ მის გარეშე არ შეიძლება, ბიუჯეტური მოდელი შეარჩიეთ. მაღაზიებში ლაკონური მოდელების ფართო არჩევანს იპოვით.

5. კედლის დეკორი

კედლის დეკორზე მთლიანად უარის თქმა არ ღირს – მის გარეშე კედლები ცარიელი და მოსაწყენი ჩანს, ხოლო ინტერიერი – მკრთალი. ამასთან, მხატვართან ძვირადღირებული ნახატის შეკვეთაც არ ღირს. კარგი იდეა – დიდ ბაზრობაზე ან ვინტაჟურ მაღაზიებში წადით, სადაც ლამაზ და ატმოსფერულ პოსტერებს იპოვით. ინტერნეტში შეგიძლიათ თქვენი ინტერიერის შესაფერისი ფოტოები იპოვოთ, ამობეჭდოთ, ჩარჩოში ჩასვათ და კედელზე დაკიდოთ. თუ ფერწერით გატაცებული ხართ, აბსტრაქტული ნახატი დახატეთ და დივნის ზემოთ დაკიდეთ. მსგავსი ნივთები მისაღებ ოთახს ჩაფიქრებულს ხდის, თან დეკორზე თანხის დაზოგვაში გეხმარებათ.

6. ავეჯი

თუ ძველი ავეჯი გაქვთ, რომლის შეკეთება შეიძლება, საქმეს თამამად შეუდექით. მოსაწყენი კომოდიც შეიძლება ინტერიერის ხიბლი გახდეს, თუ დიზაინს განაახლებთ და ახალ ფერში შეღებავთ. ასეთი ხრიკი ნებისმიერ ავეჯზე შეგიძლიათ გამოიყენოთ, დაწყებული სკამით და დამთავრებული კარადით.რაც შეეხება რბილ ავეჯს, მასზეც შეგიძლიათ დაზოგოთ, უბრალოდ ახალი საფარი გადააკარით. ახალი გადასაკრავით ყველა დეფექტს დამალავთ. თუ გადასაკრავი კარგ მდგომარეობაშია, დივანი ან სავარძელი პლედით, კონტრასტული ბალიშებით ან ნებისმიერი სხვა შესაფერისი დეკორით გააფორმეთ.თუ მშობლის ან ბებიის ნაქონ ხრუშჩოვის ბინაში საცხოვრებლად გადადით, სადაც საბჭური ავეჯი დგას, გადაგდებამდე ყურადღებით დაათვალიერეთ. გასული საუკუნის 80-იან წლებში წარმოებული ინტერიერის ნივთები თითქმის ანტიკვარია და რეტრო–შიკის გამო ფასობს. თუ მაგიდა, სკამი, კომოდი, კარადა კარგ მდგომარეობაშია, მათთვის შესაფერისი თანამედროვე ფონი შექმენით და სკანდი სტილის გარემოთი დატკბით.

7. სასთუმალი

თუ თქვენი მისაღები და საძინებელი ოთახები გაერთიანებულია, საწოლზე ფული დაზოგეთ. ძვირადღირებული მოდელი დიზაინერული სასთუმლით არ შეიძინოთ – სჯობს საკუთარი ხელით, მაგალითად, უბრალო დაფებისგან გააკეთოთ. საფეხურიანად, ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად, დიდი ან პატარა ნაჭრებით დააწყვეთ. სასთუმლის შესაქმნელად ლამინატის ნარჩენები, ძველი პარკეტი და კარიც გამოგადგებათ. ამ ზონაში ნებისმიერი ნივთი ლამაზად, მოდურად და ორიგინალურად გამოიყურება, ამიტომ ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ.