7 სუპერ სასარგებლო გადაწყვეტილება სახლისთვის, რომელზეც რატომღაც იშვიათად ვფიქრობთ

სახლის კომფორტულად მოწყობა ისეთი რთული არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. უბრალოდ ზოგიერთ საკითხებში რთულ გადაწყვეტილებებს ვეძებთ, არადა სწორი პასუხი ზედაპირზე დევს. Novate გიამბობთ, როგორ გახადოთ ბინა მაქსიმალურად კომფორტული და თან მინიმალური თანხა დახარჯოთ.

1. კავები გირლანდებისთვის

ახალი წელი ახლოვდება და დროა ბინა ფიფქებით, გირლანდებით გააფორმოთ, რომ სადღესასწაულო განწყობა შექმნათ. ტრადიციულად, მოციმციმე ნათურებს ფანჯრებზე ვკიდებთ. ძაფის გამოყენება რომ არ მოგიწიოთ და კედლები პატარა ლურსმნებით ან ორმხრივი სკოჩით არ გააფუჭოთ, ჩვეულებრივი კავები გამოიყენეთ. გამოგადგებათ, თუ ბინაში გაქვთ ნიშა შიგნით ლითონის კარნიზით, რომელზეც ფარდა მოძრაობს. კარნიზს პატარა კავები მიამაგრეთ და არ შეგეშინდეთ, რომ ყველა დაინახავს. კავებზე საახალწლო გირლანდები ჩამოკიდეთ. არა მხოლოდ ლამაზი, არამედ პრაქტიკული გამოვა.

2. ბატარეის თერმორეგულატორი

ბოლო დროს ზამთარი ხანმოკლე ყინვებით გვახარებს, მაგრამ ბინაში მაქსიმალურად კომფორტული მიკროკლიმატის შენარჩუნება მაინც გვსურს, რომ სვიტერში, შარვალსა და ზემოდან ხალათში გახვევა არ მოგვიწიოს. პირიქითაც შეიძლება იყოს – ფანჯრის გაღება გასანივებლად, როცა იანვარში მოულოდნელად თბება და ბინაში სიცხის გამო ყოფნა შეუძლებელია.ასეთი სიტუაციებისთვის გათბობის ბატარეებზე ყველა ოთახში თერმორეგულატორი დააყენეთ. მათ სითბოს ნაკადის საკონტროლოდ იყენებენ. მისი დახმარებით კომფორტული ტემპერატურის შერჩევას მოახერხებთ და თან თანხას დაზოგავთ, თუ ბინაში მრიცხველი ან გათბობის ქვაბია. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლით ცალკეული ბატარეა ქსელიდან გამორთოთ და თერმორეგულატორი ჩამკეტ სარქველად გამოიყენოთ.მოსახერხებელი რომ იყოს, ისეთი მოწყობილობა აირჩიეთ, რომლის მართვა ტელეფონიდან შეიძლება. შემდეგი გადაწყვეტილება პრაქტიკულია: ღამით ტემპერატურა დაწიეთ, რომ ჯანსაღად და ძლიერად დაიძინოთ, დილით ისე დააყენეთ, რომ ბინაში თავი კომფორტულად იგრძნოთ.

3. სარკმელი კარში კატებისთვის

საინტერესო ხრიკი, რომელსაც შინაური ცხოველების მფლობელები დააფასებენ. თუ უჯრა სააბაზანო ოთახში ან საკუჭნაოში დევს, აუცილებელი არაა კარი ყოველთვის ღიად დატოვოთ და სხვებს ამ ოთახის ატმოსფერო აჩვენოთ. უბრალოდ კარის ქვედა ნაწილში ნახვრეტი გააკეთეთ და ფარდით დაფარეთ ან სპეციალური კარი გააკეთეთ, რომ კატამ საჭირო ოთახში თავისუფლად შესვლა შეძლოს. არსებობს რამდენიმე ვარიანტი:

  • საძრომი – ოთახშორისი ვარიანტია, რომელიც კარის არ ქონის შემთხვევაში პატარა კარის ან სარკმლის სახით კეთდება. ზედა ნაწილს განსაკუთრებული ქსოვილით ფარავენ, რომელიც გავლისას ცხოველს ზედმეტ ბეწვს აშორებს.
  • სარკმელი – კარში გამავალი სარქველის სახით, რომელიც სახსრებზე დამაგრებულია და ნებისმიერ მხარეს თავისუფლად იღება. საკმარისია, კატამ ან ძაღლმა პირით ტიხარს შეეხოს, რომ კარი გაიღება.

მეორე ვარიანტი უკეთესია, რადგან დაბრკოლება აქვს და სააბაზანოდან სხვა ოთახში უცხო ხმების და სუნების გავრცელებას არ დაუშვებს.

4. თბილი ფანჯრის რაფა

თუ მოდური გადაწყვეტილების დანერგვას აპირებთ, როგორიცაა ნიჟარა ფანჯარასთან, გირჩევთ გათბობის ბატარეებზე უარი თქვათ. ასე ამ ზონაში სრულყოფილ სამზარეულოს კარადას მოათავსებთ ჭურჭლის და სხვა სამზარეულოს მოწყობილობის შესანახად. ალბათ, გაინტერესებთ, როგორ შეიძლება გათბეს ოთახი ბატარეის გარეშე. გამოსავალი არსებობს – თბილი ფანჯრის რაფა. მის ქვეშ თბილი იატაკისთვის განკუთვნილი მილი ჩასვით. ამ შემთხვევაში ფანჯრიდან 50 სმ ზონა საკმარისად დათბება. ასეთ გადაწყვეტილებას რამდენიმე უპირატესობა აქვს, კერძოდ, მინა არასდროს დაიორთქლება და თბილ ფანჯრის რაფაზე ყველაფრის გაშრობა მოსახერხებელია.

5. ჭურჭლის სარეცხი მანქანა ნიჟარის გვერდით

სამზარეულოსთვის ნიჟარის შემდეგ ჭურჭლის სარეცხი მანქანის დაყენება პრაქტიკული გამოსავალია. ჭურჭლის სარეცხ მანქანას ზეწოლით წყლის გადინება ახასიათებს, ამიტომ ნიჟარის ქვეშ საკანალიზაციო მილსაც რეცხავს. ეს ბლოკირების შესანიშნავი პრევენციაა, რომელიც სამზარეულოში ცხიმის და საჭმლის ნარჩენების გამო ხშირად ხდება.შენიშვნა: ჭურჭლის სარეცხი მანქანა საშუალებას გაძლევთ წყალი დაზოგოთ და სამზარეულოში ნაკლები დრო გაატაროთ, ამასთან შეგიძლიათ პატარა ზომის ნიჟარა გამოიყენოთ და ამით სამუშაო ზედაპირი გაიზრდება. გირჩევთ, თანხა არ დაზოგოთ და 60 სმ სიგანის ჭურჭლის სარეცხ მანქანას უპირატესობა მიანიჭეთ, რადგან 45 სმ სიგანის ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ქვაბები და ტაფები ვერ დაეტევა, რომელთაც გასარეცხად მეტი დრო სჭირდებათ.

6. აქსესუარები ნივთების შესანახად

ამ პუნქტს დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა საქმე სამზარეულოს ეხება. ამ ოთახში სრული წესრიგის დამყარება რთულია, რადგან ბევრი ჭურჭელი, საყოფაცხოვრებო ქიმია, სამზარეულოს აქსესუარები, პროდუქტები და ა.შ. ინახება. შედეგად, კარადაში ყველაფერი არეულია, ნივთები ერთმანეთზე აწყვია და აურზაური იქმნება. ამის თავიდან ასაცილებლად გამყოფები და სამზარეულოს სხვა აქსესუარები გამოიყენეთ, რომლითაც შენახვის სისტემას გაამარტივებთ. მაგალითად, უჯრებში დამჭერები დაამაგრეთ ქვაბების თავსახურების შესანახად, კარის შიდა ნაწილზე კავები პირსახოცისთვის, თაროებზე – თეფშების გამანაწილებელი და ა.შ. ასე წესრიგს დაამყარებთ და საჭირო ნივთს მარტივად მოძებნით.

7. სარკე, როგორც დეკორი

გასაგებია, რომ სარკე ინტერიერის ფუნქციური ნაწილია. საძინებელში, სააბაზანო ოთახსა და შემოსასვლელში მისი ქონა აუცილებელა. რას იტყვით სარკეზე, როგორც დეკორატიულ ელემენტზე? კედლის დეკორად გამოიყენეთ, რომ არა მხოლოდ ცარიელი ადგილი დაიკავოთ და ბინა დაამშვენოთ, არამედ პატარა ოთახის სივრცე ვიზუალურად გააფართოვოთ. კიდევ ერთი ვარიანტი: ვინტაჟური სარკით ან არასტანდარტული ფორმის საგნით კედელი გააფორმეთ. ასე საინტერესო აქცენტს მიიღებთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ სარკის ნაკრები სხვა დეკორის ნივთებით უნდა შეავსოთ, რომ ერთიანი კომპოზიცია მიიღოთ.