მარჯვე მესაკუთრეებმა „ხრუშჩოვის“ ბინაში ციცქნა სამზარეულოს გადაკეთება მოახერხეს

ყველა ადამიანი დიდ ბინაში ან მდიდრულ აგარაკზე ვერ ცხოვრობს, სადაც სამზარეულო უფრო დიდია, ვიდრე უმეტესობა ჩვენგანის მთელი საცხოვრებელი ფართი. თუმცა ყველაფერი ცუდად არაა, თუ საკუთარი ჭერი გაქვთ, თუნდაც ძალიან პატარა იყოს. პრაქტიკა აჩვენებს, რომ ბინის მარჯვე მფლობელები 5 მ² ფართობის სამზარეულოშიც მყუდრო და თანამედროვე სივრცის მოწყობას ახერხებენ.

თუ პატარა ბინა სივრცით და ახალი რემონტით არ გახარებთ, გიწევთ არჩევანის გაკეთება: ან მუდმივად უწესრიგობაში ცხოვრება ან ტრანსფორმაციის შესაფერისი ვარიანტის შერჩევა, რადგან მხოლოდ „კოსმეტიკით“ ვეღარ გამოძვრებით. „საშინელი ხრუშჩოვის“ ახალმა მფლობელებმა მეორე გზა აირჩიეს. ახალგაზრდებმა, რომლებიც სამშენებლო და დიზაინერული პროფესიებისგან შორს იყვნენ, წარმოუდგენლად ბევრი საიტი დაათვალიერეს და მინიატურული სამზარეულოს გადაკეთება გადაწყვიტეს. „სამზარეულო ჩემთვის სახლის მთავარი ადგილია. თუ, რა თქმა უნდა, დივანს და საწოლს არ ჩავთვლით. კერძების მომზადება მიყვარს და მხოლოდ 5 მ² ოთახში ყველაფრის დაგეგმვა მიჭირდა, ლამაზი და ფუნქციური სივრცე მსურდა“ – ამბობს სოფია, ბინის მფლობელი.

რით დაიწყო ყველაფერი: მათ არსებული სივრცე გაანალიზეს, საინტერესო იდეები და შთამბეჭდავი დეტალები შეარჩიეს და საქმეს შეუდგნენ. სამზარეულოს სრულად გადასაკეთებლად 70-იანი წლების ავეჯი და ტექნიკა, ასევე კერამიკის ფილები, ბათქაში, იატაკი და საცხოვრებელი ზონისგან გამყოფი კედელი მოიშორეს. ხის ფანჯრის ჩარჩო მეტალოპლასტმასის ფანჯრით ჩაანაცვლეს, წყლის და კანალიზაციის მილები, გათბობის ბატარეა გამოცვალეს. თითოეული ძველი ტექნიკა ათწლეულები გამოიყენებოდა და მათი დატოვება გონივრული არ იყო. საინჟინრო კომუნიკაციები გარეგნულ იერს აფუჭებდა, ამიტომ თაბაშირ–მუყაოთი დამალეს, რომლის შემდეგ პატარა შვერილი დარჩა, მაგრამ კედლის მთავარი ნაწილი იდეალურად სწორი და თავისუფალი იყო.

ოთახის იდეალურად გაწმენდის შემდეგ სარემონტო სამუშაოები დაიწყეს, რომელიც დიდ ხარჯებს და დროს მოითხოვდა, რადგან საკუთარი ხელით გარემონტება გადაწყვიტეს. პირველ რიგში, კედელი და ჭერი გაასწორეს, იატაკი თავიდან მოჭიმეს, რომ კაფელის ფილები დაეგოთ.

სამზარეულოს ოთახი ძალიან პატარაა, ამიტომ ექსპერიმენტებს თავი აარიდეს და მინიმალიზმს და სკანდინავიურ სტილს უპირატესობა მიანიჭეს. თეთრ–ნაცრისფერი ტონები კონტრასტულ იატაკის საფარს აზავებს, რომელიც ორიგინალურად გამოიყურება, თუ სწორად მოაწყობთ და ძლიერ არ გაგიტაცებთ. ამით გარდასახვა დასრულდა, რომ ფერების ფეიერვერკი არ მოეწყოთ.სამზარეულოს წინსაფრად „ღორის“ მოდელის თეთრი ფილები გამოიყენეს, რომელიც ეფექტურად გამოიყურება და დიდხანს არ მოგბეზრდებათ, რადგან უსიამოვნებას და გაღიზიანებას არ იწვევს.

სამზარეულოს ავეჯის ფასადი თეთრ პრიალა ფერშია შესრულებული, რაც სივრცეს ვიზუალურად ადიდებს. ფაქტი, რომ ჭერს ეყრდნობა და კედლის მსგავსი ფერი აქვს, უხილავს და ჰაეროვანს ხდის. ასეთ „გაშლას“ ხელს უწყობს კარადის კარებზე სახელურების არ ქონა და ზედა ნაწილში ჩაშენებული კარადა, სადაც დიდი ორკამერიანი მაცივარია დამალული.

ერთადერთი, რასაც Novate–ს რედაქცია მათ ურჩევდა, მსგავსი სტილი ავეჯის ქვედა ნაწილშიც გამოეყენებინათ, რადგან მასიური ხელები ტუმბოსა და გამოსაწევ უჯრებზე მოძრაობას ართულებს. სამწუხაროდ, ასე არა მხოლოდ გამოყენებას ამარტივებს, არამედ შეიძლება სხეულზე უსიამოვნო კვალი (ჩალურჯება) დატოვოს, რომლის თავიდან არიდება პატარა ოთახში რთულია.

სამუშაო ზედაპირიც საინტერესოდ გაფორმებულია. ფანჯრის რაფის სიმაღლე იატაკის ტუმბოს სიმაღლეს შეესაბამებოდა (ასეთი რამ იშვიათობაა), ამიტომ ამის არ გამოყენება ცოდვა იყო. მათ სამუშაო ზედაპირი დააგრძელეს ისე, რომ U ფორმის კონსტრუქცია გამოვიდა. ამრიგად, სამუშაო ზედაპირის ფართობი გაზარდეს, რომელიც ბარის დახლად თავისუფლად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასეთი სივრცე უფრო რაციონალურია, რადგან დღის სინათლით კარგად განათებულია (კერძის მზადებისას მნიშვნელოვანია), თან ფანჯრიდან ქალაქის ლამაზი პეიზაჟები იშლება.

თავად სამუშაო ზედაპირის მასალა და ფერიც  მოსაწონია, რადგან ღია ფერის ხე სივრცეს ყოველთვის სითბოს და სახლის სიმყუდროვეს მატებს. კრეატიულმა ცოლ–ქმარმა მოიფიქრა, როგორ დააკავშირონ სამუშაო ზონა იატაკის საფარს. მათ კონტრასტული ფერის გაზქურა, შემრევი და მართკუთხა ნიჟარა აირჩიეს, ასე რომ ინტერიერში ჰარმონია და ესთეტიკა დაცულია.

სამზარეულოს პატარა ფართობის მიუხედავად სასადილო ზონის ადგილიც დარჩა, თუმცა მხოლოდ ორი ადამიანისთვის (ფუმფულა მეგობარი არ ითვლება, მისთვის საუკეთესო ადგილი ყოველთვის მოიძებნება), მაგრამ ახალ შეუღლებული წყვილისთვის ჯერჯერობით საკმარისი. 80 სმ დიამეტრის ახალი სასადილო მაგიდა IKEA–ში შეიძინეს, სადაც „ფასი–ხარისხის“ იდეალური კომბინაციის ვარიანტები შეგიძლიათ იპოვოთ. შეძენილ ნივთს არანაირი ჩახლართული ფორმები და პომპეზურობა არ აქვს. ლაკონური მრგვალი მაგიდა სამუშაო ზედაპირის მსგავსი ხის თხელ ფეხებზე და ასეთივე სკამები ინტერიერის დიზაინს იდეალურად ავსებს და გრანდიოზული რემონტის ელეგანტური წერტილია, რომელიც ახალგამომცხვარ მესაკუთრეებს გაახარებს, ჩვენთვის კი შთამაგონებელი იდეა გახდება.