წითელი, შავი და ნაცრისფერი გოფრი ელექტროგაყვანილობისთვის: რა განსხვავებაა მათ შორის ფერების გარდა

ალბათ, შეგინიშნავთ, რომ სამშენებლო მაღაზიაში ელექტროგაყვანილობისთვის სხვადასხვა სახის გოფრი იყიდება. პირველი, რაც თვალში გვხდება, სამშენებლო მილების სხვადასხვა ფერია. გოფრი შეიძლება იყოს შავი, ნაცრისფერი და წითელი. იბადება კითხვა: აქვს თუ არა სხვადასხვა ფერის სამშენებლო მასალას პრინციპული განსხვავება თუ არჩევანი უბრალოდ მწარმოებლის სტილისტური გადაწყვეტილებაა? Novate ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ეცდება.

სხვადასხვა ფერის გოფრი არა მხოლოდ გარეგნობით, არამედ თვისებებით გამოირჩევა, რომელიც მასალის შეძენისას უნდა გაითვალისწინოთ. გოფრის ფერი მოდური გადაწყვეტილება და შემთხვევითობა არაა, არამედ მაჩვენებელი, თუ სად შეიძლება კონკრეტული მილის გამოყენება. აი, რით განსხვავდება გოფრირებული მილები.

ნაცრისფერი გოფრი. პოლივინილ ქლორიდისგან (PVC) მზადდება, რის გამოც ულტრაიისფერი სხივების საშინლად ეშინია. ამის გამო მასალა ჰაერზე თავის თვისებებს და ხარისხს კარგავს. ნაცრისფერი გოფრი მზეზე სწრაფად იშლება. მასალა დნება, მაგრამ არ იწვის. ამასთან დაკავშირებით, ნაცრისფერი გოფრირებული მილი შეგიძლიათ შენობის შიგნით ელექტროგაყვანილობისთვის გამოიყენოთ.

შავი გოფრი. დაბალი წნევის პოლიეთილენისგან (HDPE) მზადდება, ამიტომ ულტრაიისფერი გამოსხივება და ტემპერატურის ცვლილებები არ აშინებს, მჟავის ზემოქმედების მიმართ მაღალი სიმტკიცე ახასიათებს. მთავარი პრობლემა – კარგად იწვის. სწორედ ამიტომ, შავი გოფრის გამოყენება შენობის შიგნით კატეგორიულად აკრძალულია. გამონაკლისი: ბეტონის ჩამოსხმისას მოჭიმვა. სხვა შემთხვევაში შავი გოფრი მხოლოდ ქუჩაში გაყვანილობისთვის გამოიყენება.

წითელი გოფრი. მსგავსი დაბალი წნევის პოლიეთილენისგან (HDPE) მზადდება, მაგრამ ორი ან მეტი ფენა აქვს, რომ მექანიკურ ზემოქმედებას გაუძლოს. ასეთ გოფრს მზის არ ეშინია და თავის თვისებებს არ კარგავს, მხოლოდ რამდენიმე წელში წითელი ზედა ფენა მთლიანად მოშორდება. ასეთი გოფრი მიწაში კომუნიკაციების გასაყვანად გამოიყენება.

არსებობს სხვა სახის გოფრი? დიახ, არსებობს. ბაზარზე შეგხვდებათ HDPE-ს ნარინჯისფერი გოფრი და პოლიპროპილენის ცისფერი გოფრი. უმეტესად ორივე ჩინეთიდან ჩამოაქვთ, რადგან იქ უფრო ხშირად და ფართოდ გამოიყენება. როგორ წესი, ნარინჯისფერი გოფრი მკაცრად ხანძარსაწინააღმდეგო ან სამეთვალყურეო სიგნალიზაციის სისტემაში კომუნიკაციის გასაყვანად გამოიყენება. ცისფერი გოფრი უნივერსალურია და თავისი თვისებებიდან გამომდინარე როგორც შენობაში, ასევე გარეთ შეიძლება გამოყენებულ იქნას.