დიდ ბრიტანეთში მე-18 საუკუნის ბეღელზე მინაშენი საუკეთესო სახლად აღიარეს

ბრიტანეთის არქიტექტორთა სამეფო ინსტიტუტმა (RIBA) ნომინაციაში „2021 წლის საუკეთესო სახლი“ გამარჯვებული გამოავლინა. პრესტიჟული ჯილდო მიენიჭა არქიტექტურულ პროექტს, რომელიც გამოირჩევა სამხატვრო გალერიის საოცარი ინტეგრაციით ძველ საფერმო სახლში მინაშენით, რომელიც მდიდრულ სააგარაკო სასახლედ გადაკეთდა. ბრიტანულ არქიტექტურულ სტუდიას 10 წელი დასჭირდა ქვის შენობის გადასაკეთებლად, რომელიც მე-18 საუკუნეში ბეღელად გამოიყენებოდა. დიდი ბრიტანეთის ჟიურის რჩეულმა წევრებმა მათი ძალისხმევა სათანადოდ დააჯილდოვა.

დეკემბრის დადგომისას ყველა სფეროში შეჯამებას იწყებენ და არქიტექტურული მიღწევები გამონაკლისი არაა. მაგალითად, ბრიტანეთის არქიტექტორთა სამეფო ინსტიტუტმა (RIBA) ნომინაციაში „წლის საუკეთესო სახლი“ ფავორიტი უკვე შეარჩია. რჩეული გახდა ნამდვილად უნიკალური პროექტი, რომელიც გლოსტერშირის საგრაფოში ქვის ბეღელის რეკონსტრუქციას და შთამბეჭდავი თანამედროვე მინაშენის კომბინაციას წარმოადგენს. პროექტი შეიმუშავა და განახორციელა სტუდიამ Alison Brooks Architects, რომელმაც დიდ ბრიტანეთში საარქიტექტურო სფეროში უმაღლესი და ყველაზე პრესტიჟული ჯილდო აიღო.

ჟიური აღიარებს, რომ ისინი მოისყიდა ძველი შენობის გაფართოების არაორდინალურმა გადაწყვეტილებამ, რომლითაც მე-18 საუკუნის ბეღელი მინაშენით მდიდრულ რეზიდენციას იქცა, რომელსაც კერძო სამხატარო გალერეა აქვს. „ეს გეომეტრიული დიზიანი ძველს ახალთან გონივრულად აკავშირებს  – თითქმის 300 წელზე მეტი ხნით გაყოფილ ორ არქიტექტურას აერთიანებს“ – ამბობს საიმონ ოლფორდი, ბრიტანეთის არქიტექტორთა სამეფო ინსტიტუტის (RIBA) პრეზიდენტი.

10 წლის წინ, ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერმა წყვილმა სტუდიას Alison Brooks Architects-ს მიმართა, რომ მის სპეციალისტებს ძველი საფერმო სახლი გადაეკეთებინათ. თავდაპირველად, პირველი მფლობელისთვის ბეღელის როლს ასრულებდა, დროთა განმავლობაში საცხოვრებელ შენობად გადაკეთდა, ხოლო ახალ მფლობელებს საკუთარი საგამოფენო სივრცეს ქონა სურდათ, დამატებით თანამედროვე საცხოვრებელი. ცოლ–ქმარი არა მხოლოდ კოლექციონერებით არის გატაცებული, არამედ სოფელში დასვენებით – ეს ისაა, რა თანამედროვე ხალხს სჭირდება.კვლევების და განხილვის შემდეგ გადაწყდა ქვის სახლზე მინაშენის დამატება და არა ცალკე ობიექტის აშენება. ამ გადაწყვეტილებამ პროექტის ავტორებს დიდება მოუტანა, რაც საიმონ ოლფორდმა დაუყონებლივ აღნიშნა: „ეს არქიტექტურული ფორმის სიყვარულის უჩვეულო ნაშრომია. თითოეული დეტალი საგულდაგულოდ მოფიქრებული და დახვეწილად დასრულებულია. შედეგად ნამდვილად საოცარი სახლი გამოვიდა, რომელიც მის უნიკალურ გარემოს ხაზს უსვამს“.

Novate–ს შენიშვნა: ელისონ ბრუქსი, სტუდიის Alison Brooks Architects დამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი თავის თაობის ერთ–ერთი წამყვანი არქიტექტორია. 1996 წელს საკუთარი პრაქტიკის დაფუძნებიდან დღემდე არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა გამორჩეული ნამუშევრებისთვის, რომლებმაც არაერთხელ მიიღეს პრესტიჟული ჯილდო „კონცეპტუალური სიმკაცრის, სკულპტურული ხარისხისა და ორიგინალური დეტალებისთვის“. ელისონ ბრუქსის არქიტექტურული მიდგომა ფართო კულტურულ კვლევას ეყრდნობა, ამასთან თითოეული პროექტი ადგილის, საზოგადოების და ლანდშაფტის კონკრეტულ რეაქციას გამოხატავს.

ტრანსფორმაციის მთელი პროცესი 4 ეტაპად დაიყო. პირველ ეტაპზე საფერმო სახლი გადააკეთეს, რომელიც ადრე თივის და საქონლის საკვების შესანახი ბეღელი იყო. შენობა ფართო საგამოფენო დარბაზად რომ გადაეკეთებინათ, ნაწილობრივ სამივე სართულის გაერთიანება მოუწიათ. სააგარაკო სასახლეს რეკონსტრუქციის დასრულების შემდეგ House on the Hill („სახლი მთაზე“) უწოდეს. მფლობელები გაახარეს ფართო საგამოფენო ტერიტორიით, სადაც 100-ზე მეტი ხელოვნების ნიმუში მდებარეობს (უპირატესად ინდური და აფრიკული ქანდაკებები და არტეფაქტები). აქვე მოაწყვეს მეზონინი და სასტუმრო ოთახები, რომლებიც დახვეწილი და უჩვეულო ხელოვნების ნიმუშებით სავსეა.

პროექტის მეორე და მესამე ეტაპი მოიცავდა დასავლეთის ფრთის აშენებას, რომელიც 300 მ² ფართობის მინაშენს წარმოადგენს და საფერმო სახლთან ახლოს მდებარეობს. შენობის ეს ნაწილი დახვეწილად მოდელირებულია, რომ ბორცვიან ლანდშაფტს მიმდებარე მდელოთი ეხმიანებოდეს, თან უძველეს ობიექტთან კონტრასტს არ ქმნის.

საცხოვრებელი სივრცე მთლიანად მინაშენშია გადატანილი და კრეატიული ოჯახის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს. მთავარ რეზიდენციას, რომელიც ძველი სახლის ფართობს თითქმის 2–ჯერ აღემატება, ორი სართული აქვს, ნაწილობრივ მიმდებარე ბორცვში ინტეგრირებულია, რომ სივრცე არ შეზღუდოს.

პირველ სართულს ღია დაგეგმარება აქვს და საერთო ზონებად დაყოფილია. ფართო მისაღები და სასადილო ოთახები სამზარეულოს გარშემო მდებარეობს და როგორც ცენტრალურ, ასევე უკანა ფასადზე მასშტაბური შემინვის წყალობით ბუნებრივი სინათლით სავსეა. თუ ამას დაუმატებთ მანსარდის ფანჯარას და რამდენიმე მინის გამოსაწევ კარებს, რომელიც ღია ტერასაზე გადის, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მფლობელები მიმდებარე პეიზაჟებით და ხეობის Wye სილამაზით ტკბობას თითქმის მთელი წელი სახლის ნებისმიერი კუთხიდან შეძლებენ.

მეორე სართულზე ასვლა კიბით შეიძლება, თან ასვლა/ჩამოსვლა დაუვიწყარი იქნება (განსაკუთრებით სტუმრებისვის), რადგან პატარა სკულპტურებით გალერეა მოაწყვეს. თუ ზედა სართულზე ახვალთ, გამოძინებას, მუშაობას შეძლებთ, რადგან პროექტით გათვალისწინებულია ორი საძინებელი ინდივიდუალური სააბაზანო ოთახებით და კაბინეტებით. მეორე სართულზე მდებარეობს დიდი ტერასა მინის პანელებით დაფარული, რომ მფლობელებმა არა მხოლოდ პეიზაჟებით, არამედ ვარსკვლავებით მოჭედილი ცის დათვალიერებაც შეძლონ.

აღსანიშნავია, რომ სახლმა ენერგოეფექტურობის უმაღლესი სერთიფიკატი მიიღო, მაგრამ მის მეორე ეტაპს ურჩევს (D კლასი). სახლმა ცენტრალური კომუნიკაციებისგან მაქსიმალური დამოუკიდებლობა რომ მიიღოს, გათვალისწინებულია: ჰაერის გათბობის და აღდგენის სისტემები, წვიმის და ჩამდინარე წყლის შეგროვების და გაწმენდის სისტემები, მზის პანელები, საცხოვრებელ რეზიდენციაზე მასშტაბური მწვანე სახურავი, მაქსიმალური შემინვა, მათ შორის სახურავზე სინათლის ლუქები.

პროექტის მეოთხე ეტაპი გადასასვლელების და შიდა ეზოების განახლებას მოიცავს. აქ მდებარეობს უცხო თვალისგან დამალული დასასვენებელი ზონა აუზით, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იან წლებში წინა მფლობელებმა ააშენეს. გარდა ამისა, სამშენებლო–სარესტავრაციო მუშაობისას ხეხილი და საოცარი ცოცხალი ღობეები, ყვავილების ახალი მდელოები გააშენეს, საფეხმავლო ბილიკები დააგეს და თანდათან მთელი ტერიტორია მოაწყვეს.