რომელი დისკები არ უნდა გამოიყენოთ კუთხესახეხ მანქანაში: გამოცდილების რჩევები

კუთხესახეხი მანქანა საკმაოდ სასარგებლო ხელსაწყოა, რომლის დახმარებით მრავალფეროვანი ამოცანების შესრულებას შეძლებთ, თუ სწორ დისკს გამოიყენებთ. ინსტრუმენტის და სახარჯავი მასალის არასწორი გამოყენების, ასევე უსაფრთხოების ტექნიკის პირდაპირი დარღვევის შემთხვევაში, კუთხესახეხი მანქანა პრობლემების წყარო გახდება, ასევე შეიძლება გარშემომყოფების სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს.

არსებობს კუთხესახეხი მანქანის დისკების კატეგორია, რომელთაც ხელოსნების უმეტესობამ სჯობს თავი აარიდოს. კლასიკურ დაკბილულ დისკებს ვგულისხმობთ. მათ ხშირად 115 და 125 მმ ზომები აქვთ. ასეთ დისკზე კბილების რაოდენობა 24-დან 36-მდეა, რაც მრგვალი ხერხის პირებს სრულად შეესაბამება. ერთი შეხედვით, რა პრობლემა შეიძლება იყოს, თუ ხელსაწყოები თავისი არსით და გამოყენებული სახარჯავი მასალებით მსგავსია?

პრობლემა არა დისკებში, არამედ თავად ხელსაწყოებშია. კუთხესახეხი მანქანა მუშაობისას საშუალოდ წუთში 11 ათას ბრუნს აკეთებს. ბევრია თუ ცოტა? ყველაფერი შედარებითია. მრგვალი ხერხი საშუალოდ 3-ჯერ, ზოგჯერ 4-ჯერ ნაკლებ ბრუნს აკეთებს. ამასთან, კუთხესახეხი მანქანის სიმძლავრე ასეთი ბრუნვის რაოდენობით ზოგიერთ მასალასთან სამუშაოდ საკმარისი არაა.

თუ კუთხესახეხი მანქანის დაკბილული დისკი მაქსიმალურ ბრუნზე მუშაობისას რაიმეს გამოედება, სავარაუდოდ, ეს მის დეფორმაციას ან ხელოსნის ხელიდან ხელსაწყოს გავარდნას გამოიწვევს. ერთიც და მეორეც ინდივიდუალური დაცვის შემთხვევაშიც შეიძლება ცუდად დასრულდეს. ყველაფერი იმიტომ, რომ დაკბილული დისკის გამოყენება ნებისმიერ კუთხესახეხ მანქანაში არ შეიძლება. ეს უნდა იყოს „სპეციალური“ ხელსაწყო წუთში ბრუნვების რეგულირების ფუნქციით. ასეთი დისკის გამოყენება მხოლოდ მაშინ შეიძლება, თუ კუთხესახეხ მანქანაში ბრუნვების რაოდენობა მრგვალი ხერხის რეჟიმზეა გადართული.