5 მითი ბურღის შესახებ, რომელიც მეტის დახარჯვას გვაიძულებს

ყველას სურს, რომ ხელთ საუკეთესო, საიმედო და დროში გამოცდილი ინსტრუმენტი ჰქონდეს. ამ მიზეზით ბევრი მოქალაქე ისეთი მნიშვნელოვანი ნივთის შეძენისას, როგორიცაა ბურღი, უკიდურესობაში ვარდება. ღირს თუ არა საბურღ ხელსაწყოში ზედმეტი თანხის გადახდა? Novate რამდენიმე გავრცელებული მითის გაქარწყლებას ეცდება.

1. კობალტის ბურღი საუკეთესოა

არსებობს მოსაზრება, რომ კობალტის ბურღი “HSS-Co” მსოფლიოში საუკეთესოა. მსგავსი მტკიცებულება აზრს მოკლებული არაა და ნახევრად სიმართლეა. საქმე იმაშია, რომ უფრო საიმედო და გამძლე ბურღიც არსებობს. საუბარია საცმებზე ვოლფრამის და მოლიბდენის დამატებით. ოღონდ ასეთი ბურღი ძვირი ღირს: 1 ბურღი 40 ლარზე მეტი. ბურღი კობალტის შემცველობით სხვადასხვანაირი არსებობს და ბურღის სიჩქარის 20-40%–ით ზრდას იძლევა. ღირს თუ არა თითქმის სამჯერ მეტის გახდა, თქვენ გადაწყვიტეთ.

2. ტიტანის ბურღი საუკეთესოა

დოლის რაკარუკი: ტიტანის ბურღი არ არსებობს. არსებობს ჩვეულებრივი ფოლადის ბურღი ტიტანის დამტვერვით. როგორც წესი, სწრაფადმჭრელი ფოლადისგან “HSS” ამზადებენ, შემდეგ ტიტანის ოქსიდით “TiN” ფარავენ. ასეთი ბურღის გამოცნობა დამახასიათებელი მოყვითალო ფერით შეიძლება. ამ თავისებურების გამო ტიტანის ბურღის გაყალბება ხშირად უყვართ, ყალბ ყვითელ „ნადებს“ ამატებენ. ასეთ ბურღს საკუთარი ღირსებები აქვს, მაგრამ მსოფლიოში საუკეთესო ნამდვილი არაა. ჩვეულებრივ ბურღზე 2-3-ჯერ ძვირი ღირს.

3. ტიტანის ბურღი დიდხანს გემსახურებათ და სწრაფად ბურღავს

ტიტანის ბურღს ჯადოსნური თვისებები, როგორიცაა მომსახურების ვადის გაზრდა და ბურღვის სიჩქარის ზრდა, არ ახასიათებს. გახსოვდეთ, რომ ეს „სპეციალური ბურღია, რომელიც, ძირითადად, ჩარხებზე სამუშაოდ არის საჭირო ან თუ ბურღვისას გამაგრილებელი სითხის გამოყენება აუცილებელია. ყველაფერი, რასაც ტიტანის დამტვერვა აკეთებს – ბურღის გადახურებისგან დაცვა. ყველაზე ირონიულია ის, რომ დროთა განმავლობაში ტიტანის ოქსიდის საფარი ცვდება, რის შემდეგაც HSS-TiN უბრალო ფოლადის ბურღი ხდება.

4. ნაკრების ბურღი ბლისტერის ბურღზე ცუდია

მორიგი ნახევარ სიმართლე. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ხელოსანი რომელ ნაკრებს ყიდულობს. თუ მთელ ნაკრებს ერთი კარგი ბურღის საფასურად ყიდულობთ, მოგვიანებით არ გაგიკვირდეთ, რომ ბურღები პლასტილინისგან არის დამზადებული. თუ ხარისხიანი ბურღების ძვირადღირებული ნაკრები შეიძინეთ, ერთჯერადი ბლისტერისგან არაფრით განსხვავებული იქნება. 130 ლარიანი ნაკრები თამამად შეგიძლიათ შეიძინოთ, თუ მეორე დონის მწარმოებლების მიერ დამზადებული არაა.

5. იაფი ბურღი ყოველთვის ცუდია

საკუთარ თავს ჰკითხეთ: რა საჭიროა ძვირადღირებული ბურღი სახლში ან აგარაკზე სამუშაოდ? რის გაკეთებას აპირებთ და რამდენად ხშირად? ძვირადღირებული ბურღის შეძენა მხოლოდ იმისთვის, რომ წელიწადში ერთხელ ხელში დაიჭიროთ, რაციონალური იდეა არაა. ბევრი მწარმოებელი საკმაოდ კარგი ხარისხის ცალკეულ ბურღს ან მთელ ნაკრებს ბიუჯეტურ ფასად აწარმოებს. თუ მეზობლების გასახარად მთელი დღე არ ბურღავთ, პროფესიონალური ბურღი არ გჭირდებათ.