კანადური სახრახნისი: როდის გაჩნდა და რატომ მიიჩნევენ საუკეთესოდ

სამაგრების პირველი შლიცი, რომელიც კაცობრიობამ გამოიგონა, ბრტყელი იყო. ახლა ასეთი სახრახნისი ჯვარედინასთან ერთად თითქმის ყველას სახლში აქვს. როგორც მინიმუმ, სწორი შლიცი მე-15 საუკუნიდან გამოიყენება. ამასთან ბევრი სხვაც არსებობს. მაგალითად, კვადრატული კანადური შლიცი. Novate გიამბობთ, რისთვის არის საჭირო და რატომ თვლის ბევრი ადამიანი მას მსოფლიოში საუკეთესოდ.

სინამდვილეში, სახრახნისების შლიცების ბევრი ვარიანტი არსებობს. მე–19 საუკუნეში ინდუსტრიული რევოლუციის ფონზე დამატებითი ფორმების შექმნა აუცილებელი გახდა. აღმოჩნდა, რომ სწორი შლიცის მქონე მოწყობილობა სხვადასხვა მანქანისთვის შესაფერისი არაა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ავიაციის განვითარებამ ცეცხლში ნავთი დაამატა. აღმოჩნდა, რომ „სწორი“ რთულ ტექნიკაში საიმედო სამაგრების შესაქმენლად საერთოდ არ გამოდგება. 1860-იან და 1910-იან წლებში ევროპის და აშშ–ს ინჟინრებმა ახალი ტიპის სახრახნისის გამოგონება დაიწყეს.

1909 წელს პიტერ რობერტსონმა, კანადელმა კონსტრუქტორ–ენთუზიასტმა მხოლოდ 2 საათიანი ბრეინშტორმინგით შექმნა უახლესი სახრახნისის შლიცი „სრიალის გარეშე“, რომელსაც კვადრატის ფორმა მისცა. რობერტსონმა თავის გამოგონებაზე პატენტი მიიღო, თუმცა საქმე სერიულ წარმოებამდე არ მისულა. ამბობენ, რომ რობერტსონისგან კვადრატულ შლიცზე უფლების ყიდვა ჰენრი ფორდს სურდა, თუმცა ორი კონსტრუქტორი ფასზე თუ ერთ აზრზე ვერ შეთანხმდნენ, რის შემდეგაც ფორდმა ყველაფერი გააკეთა, რომ კვადრატულ შლიცს დღის სინათლე არ ენახა. სინამდვილეში, ეს მხოლოდ ლეგენდაა.

მიზეზი, რის გამოც გასული საუკუნის დასაწყისში კვადრატულ შლიცს არ იყენებდნენ, მარტივი და პრაგმატულია. ასეთი მოწყობილობის წარმოება მაშინდელი ტექნოლოგიების განვითარების დონეზე ძალიან რთული და ძვირადღირებული იყო. სწორედ ამიტომ, ყველა ამერიკელმა მრეწველმა რობერტსონს ხელი საზეიმოდ ჩამოართვა, გამოგონებისთვის შეაქო და ასე 100 წლის შემდეგ შემოვლა სთხოვა. დღეს სიტუაცია შეიცვალა. ახლა ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, რომ ასეთი შლიცის სახრახნისი უპრობლემოდ შეიქმნას. გარდა ამისა, კანადელის გამოგონებას პატენტის ვადა გაუვიდა, ამიტომ კვადრატულ შლიცს აწარმოებს ყველა, ვისაც არ ეზარება. დღეს ცნობილია სახელით Scrulox.

სინამდვილეში, კანადური ნივთი საკმაოდ ვიწრო პროფილისაა. კვადრატული შლიცის მქონე ნივთი მხოლოდ რბილი მასალებზე, მაგალითად, ხეზე სამუშაოდ გამოდგება. ამავდროულად რობერტსონის გამოგონების მნიშვნელოვანი ღირსებაა ის, რომ „კვადრატი“ სახრახნისის წვერს კარგად ეკვრის და მასთან მუშაობა ერთი ხელითაც შესაძლებელია.