მიწოდებაზე თუ დაბრუნებაზე: სად უფრო სწორია ტუმბოს დაყენება

სანტექნიკოსებს და სახლის მფლობელებს შორის კამათის და დაპირისპირების ერთ–ერთი ხშირი მიზეზია, თუ სად უნდა დამონტაჟდეს საცირკულაციო ტუმბო. არსებობს მხოლოდ ორი ვარიანტი: მოწყობილობა შეიძლება წყლის მიწოდებაზე ან დაბრუნებაზე დამონტაჟდეს. Novate შეეცდება გაარკვიოს, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მთელი სისტემა საცირკულაციო ტუმბოთი.

ნამდვილად მონტაჟდება საცირკულაციო ტუმბო მხოლოდ ქვაბის შესასვლელის წინ (დაბრუნების ხაზზე)?

ხშირად შეიძლება გაიგოთ, რომ ტუმბო მხოლოდ ქვაბის შესასვლელის წინ უნდა დამონტაჟდეს. სანტექნიკოსები ამ მეთოდს „დაბრუნებას“ უწოდებენ. ამ თეზისის მომხრეებს საკუთარი პოზიციის დასაცავად 3 ძირითადი არგუმენტი მოჰყავთ. თითოეული მათგანი სიმართლის მარცვალს მოკლებული არაა. თუ ქვემოთ მოცემულ არგუმენტებს არ ჩათვლით, შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეგექმნათ, რომ მნიშვნელობა არ აქვს, სად დააყენებთ ტუმბოს. პრაქტიკაში, ყველაფერი ასეთი მარტივი არაა და საკუთარი მომენტები აქვს.

1–ლი არგუმენტი: ტუმბო დაბალ ტემპერატურაზე უნდა მუშაობდეს, რომ რესურსი არ დახარჯოს და დიდხანს იმუშაოს. საცირკულაციო ტუმბოები მინიმუმ 100° C–ზე არის გათვლილი. ასე რომ მოწყობილობა გასასვლელში 80° C–სა და 50° C–ს შორის სერიოზულ განსხვავებას ვერ იგრძნობს.

მე–2 არგუმენტი: ასეთი მონტაჟისას ტუმბოს ეფექტურობა იზრდება. ოღონდ დახურულ სისტემაში ტუმბოსთვის უწყვეტი ჭავლის პირობებში სითხის მიწოდებას და უკუგდებას შორის არანაირი განსხვავება არაა. ამრიგად, მოწყობილობა თავის ეფექტურობას მონტაჟის ადგილის მიხედვით არ ცვლის. ერთი ნამდვილად მნიშვნელოვანი „მაგრამ“ ასკვნის, რომ ტუმბო რადიატორის სისტემასა და ქვაბს შორის უნდა იყოს.

მე–3 არგუმენტი: ტუმბოს ფრთოვანა მეტ წყალს ტუმბავს, თუ წყალი უკვე ცივია. ეს ნამდვილად ასეა! ოღონდ პირველ პუნქტში დაბრუნებისას ტუმბო 50-80°C ტემპერატურებს შორის მნიშვნელოვან განსხვავებას ვერ იგრძნობს.

როცა ტუმბო მხოლოდ მიწოდებაზე ან მხოლოდ დაბრუნებაზე მონტაჟდება?

ტუმბო მხოლოდ მიწოდებაზე მონტაჟდება. ავტომატური გაზზე მომუშავე წყალგამაცხელებელი ასეთ სისტემაზე კარგად ვერ მუშაობს. პრობლემა იმაშია, რომ თუ ტუმბო მხოლოდ  წყალგამაცხელებელიდან წყალს ქაჩავს, ინსტალაციაში წნევის ჭარბი რაოდენობის გამო ავარიულ სარქველზე შეიძლება გაჟონვა მოხდეს. შედეგად, მთელ სისტემაში გაჟონვა მოხდება, როგორც კი ცირკულაცია დაიწყება.

ტუმბო მხოლოდ დაბრუნების ხაზზე. ნებისმიერი მყარი საწვავის ქვაბი, რომელიც ნახშირზე ან ხეზე მუშაობს, არარეგულარულ კატეგორიას მიეკუთვნება, ანუ სითბოს გადამზიდის გადახურების მაღალი რისკი აქვს. ამ ფენომენის გარდაუვალი შედეგი – სითხის შემავიწროებელი ორთქლის წარმოქნა. ასე ტუმბოს ფრთოვანა წყლის გაყვანას ვერ შეძლებს, ხოლო გადახურებული ორთქლი წნევას წვის კამერაში რადიკალურად გაზრდის. საუკეთესო შემთხვევაში ეს უსაფრთხოების ჯგუფის ამომუშავებას დაიწყებს. უარესს შემთხვევაში ქვაბს გახეთქავს. შესაბამისად, ტუმბო ქვაბის წინ გადახურებას შეაფერხებს და ქვაბს ავარიულ რეჟიმში მუშაობის დასრულების საშუალებას მისცემს.