კომპაქტური სახლი 23 მ² ფართობით კომფორტს და ბუნებაში განმარტოებას გთავაზობთ

პატარა სახლები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება, ასეთ სახლებზე მოთხოვნა კოვიდის პანდემიის დროს განსაკუთრებით გაიზარდა. ბევრი ქალაქელი საკუთარ/ნაქირავებ ბინაში ჩაკეტილი აღმოჩნდა. ისინი ბუნებაში კომფორტულ პირობებში აღმოჩენაზე, დასვენებასა და დისტანციურად მუშაობაზე ოცნებობენ. როგორც კეთილმოწყობილი მინი–სახლების ცნობილი მწარმოებელი ამბობს, მათმა ახალმა მოდელმა ბოლო წლებში გაყიდვების რეკორდი დაამყარა და კომპანიის ვებგვერდი უწყვეტი შეკვეთებით გაჭედა.

კომპაქტური სახლების სახით ალტერნატიული საცხოვრებელი საშუალებას იძლევა, რომ კოვიდის პირობებში სახლის ქონის პრობლემები მოაგვაროთ და ხმაურიან და დამხუთველ ქალაქს მოშორდეთ. ამ მიზეზით ბევრ ქვეყანაში პოპულარულია სწრაფად ასაშენებელი მინი სახლები დემოკრატიული ფასებით, რის გამოც მზა პროდუქციაზე დეფიციტი შეიქმნა. ბევრი კომპანია, რომლებიც მსგავსი ობიექტების პროექტირებით და მშენებლობით არის დაკავებული, ჩივის, რომ იმდენი შეკვეთა აქვთ, რომ ასეთ მოცულობით სამუშაოს ვეღარ უმკლავდებიან.

Novate–ს ინფორმაციით ასეთ კომპანიებს შორისა New Frontier Design (ადრე ერქვა New Frontier Tiny Homes) და Liberation Tiny Homes, რომლებიც კომფორტულ და ეკონომიკურ მოდელს The Luna („მთვარე“) უშვებენ. კომპანია Liberation Tiny Homes–ის გენერალური დირექტორის თქმით, The Luna მოდელის სახლებზე მოთხოვნები პანდემიის დაწყებიდან 5-ჯერ გაიზარდა, რამაც შეკვეთების ზრდის გამო საიტის გათიშვა გამოიწვია“.

თუ პოპულარული მოდელის თავისებურებებზე ვსაუბრობთ, ესაა მოცულობა მარტივი გეომეტრიით, გლუვი შავი გოფრირებული ფოლადით დაფარული. ობიექტის საერთო დიზაინი სახურავის ასიმეტრიული ხაზებით და მასშტაბური შემინვით ხასიათდება, რომელიც გარშემო ლანდშაფტს შლის. ეს პრიორიტეტია მათთვის, ვინც ბუნებასთან სიახლოვის შესაძლებლობას აფასებს.

პატარა ფართობის მიუხედავად ყველა აუცილებელი საცხოვრებელი ზონაა გათვალისწინებული. 23 მ² ფართობზე მყუდრო მისაღები პანორამული ფანჯრით მოაწყვეს. მინიატურულია, მაგრამ აქვს მოდური რბილი დივანი, ელეგანტური მრგვალი მაგიდა, რომელიც ჟურნალის მაგიდად ან დილის ყავისთვის ან რომანტიკული ვახშმისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ.

რომანტიკული ვახშმის, სადილის ან საუზმის მოსამზადებლად მოწყობილია თანამედროვე სამზარეულო, სადაც მდებარეობს სამზარეულოს ავეჯი, საჭრელი ზედაპირი, ინდუქციური ქურა, ნიჟარა, მიკროტალღური ღუმელი, მაცივარი საყინულის კამერით, სარეცხი მანქანა საშრობით, რამდენიმე ღია თარო დანა–ჩანგლისთვის.

მფლობელებს თანამედროვე ადამიანისთვის ნაცნობი კომფორტი რომ არ მოკლებოდათ, პატარა სახლს სრულფასოვანი სააბაზანო ოთახი აქვს. ბიოუნიტაზი, ნიჟარა ტუმბოთი, ფართო საშხაპე, ღია სტელაჟი ნივთების, სარეცხი და კოსმეტიკური საშუალებების შესანახად – ეს ყველაფერი საკმარისია, რომ ბუნებაში განმარტოებით კომფორტულად იცხოვროთ.შეზღუდული სივრცის გათვალისწინებით ამ მოდელს მხოლოდ ერთი საძინებელი აქვს, რომელზეც მოხვედრა კიბით შეიძლება. კიბეს სათავსოები აქვს ჩაშენებული. თავად საძინებელი ტიპიური სხვენია დაბალი ჭერით, სადაც ორადგილიანი საწოლი და კომოდი ეტევა. საძინებელი სახლის სიღრმეში მდებარეობს, ამიტომ მის გასანათებლად და სუფთა ჰაერის ნაკადისთვის მანსარდის ფანჯარაა გათვალისწინებული. მანსარდის ფანჯარა შეგიძლიათ გააღოთ, სუფთა ჰაერით, ჩიტების ჭიკჭიკით ან ღამით ვარსკვლავებით მოჭედილი ცით დატკბეთ.

შენიშვნა: მოდელი The Luna ორღერძიან მისაბმელზე ეწყობა და შეგიძლიათ მობილურ სახლად გამოიყენოთ, გზაზე თან წაიღოთ ან ნებისმიერ რთულად მისადგომ ადგილზე მიიტანოთ. განსაკუთრებული გათბობის სისტემით მთელი წელი და ნებისმიერ კლიმატურ ზონაში (ალასკაზეც) საცხოვრებლად გამოსადეგია. კომპაქტური სახლების ღირებულება (ავეჯი, ტექნიკა და აღჭურვილობა) 95 ათასი დოლარიდან იწყება. თუ მფლობელი ინტელექტუალური და ენერგოეფექტური სისტემების დანერგვას მოისურვებს, თანხის დამატება მოუწევს.