ჩაყარეთ თოვლი სათბურში, თუ ნაადრევი და მდიდარი მოსავალი გსურთ

ზამთარი საერთოდ არ ნიშნავს, რომ მებაღის ხანგრძლივი არდადეგები დაიწყო. ამ დროს მათ მრავალი საქმე აქვთ და მათგან ერთ–ერთი სათბურის კვლების მოვლაა. Novate გიამბობთ, რატომ უნდა დაფაროთ სათბურის მიწა ხელოვნური თოვლით აუცილებლად.

რა საჭიროა თოვლი სათბურში – ერთი შეხედვით, გიჟური აგროტექნიკური ხრიკია, მაგრამ ნამდვილად მუშაობს და ბევრი სარგებელი მოაქვს. მის გამოყენებას როგორც გამოცდილი მებოსტნეები, ასევე დიპლომიანი აგრონომები გვირჩევენ. მოდით გავარკვიოთ, რა უპირატესობა აქვს ხელოვნურ ნამქერს სათბურში.

  • სათბურში, რომელიც არ თბება, ძლიერი ყინვებისას მიწა მაინც გაიყინება. გამოდის, მასში ბევრი მიკროორგანიზმი დაიღუპება, რომელთაგან ზოგიერთი მცენარისთვის სასარგებლოა. ყინვისგან შეიძლება მიწის ნაყოფიერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წვიმის ჭიები დაზიანდეს. ყინვა მიწის ზედა ფენას ასტერილებს. ნამქერი კვლებზე მოქმედებს როგორც დამათბუნებელი და მიწას გაყინვის საშუალებას არ აძლევს, ამით მიწის მიკროფლორას ინარჩუნებს.
  • სათბურის კვლების თოვლით დაფარვის კიდევ ერთი მიზეზი მჟავე–ტუტე ბალანსის აღდგენაა. როგორც წესი, სათბურს ონკანის წყლით რწყავენ. ის ხისტია და დროთა განმავლობაში მიწას მარილით ამდიდრებს, ანუ აფუჭებს. ბალანსის აღსადგენად პერიოდულად გამდნარი თოვლით ან წვიმის წყლით უნდა მორწყათ. გამდნარი თოვლი მიწაში მჟავე–ტუტე ბალანსის დარეგულირებას ხელს უწყობს, ეს გაზაფხულზე დარგვის წინ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
  • თბილი ამინდის დაწყებისას გამდნარი თოვლი მიწას შესანიშნავად ატენიანებს, რაც მცენარისთვის სასარგებლოა. თოვლის წყალი თანდათან მიწაში ჩადის და 1,5 მ სიღრმეზე ატენიანებს, ასე ერთგვარი „ცოცხალი“ წყლის მარაგს ქმნის.
  • თოვლი სასუქია! პროფესორი ვერნარდსკიც ყურადღებას ამახვილებს მცენარისთვის სასარგებლო ქიმიურ ნაერთებზე, რომელთაც თოვლი შეიცავს: ქლორიდები, სულფატები, ნახშირწყალბადები, აზოტის და ფოსფორის ნაერთები. თითოეული მათგანი ნერგებზე, ასევე მათ ზრდა–განვითარებასა და მოსავლიანობაზე დადებითად მოქმედებს.
  • ზამთარში თოვლით მიწის გამოკვება ნიშნავს ჯანმრთელ და ნაყოფიერ მიწას, რომელიც ნაადრევ აღმონაცენს, გაძლიერებულ ზრდას და მდიდარ მოსავალს სტიმულირებს.

რამდენი თოვლი გჭირდებათ სათბურში

ერთ კვალზე 30-50 სმ ფხვიერი თოვლის მასა დაგჭირდებათ. თოვლი არ დატკეპნოთ! სათბურის კარი ღია დატოვეთ, რომ მზიან ამინდში თოვლის ნაადრევად გალღობა არ დაუშვათ. იდეალურია, თუ გაზაფხულამდე შეინარჩუნებთ.