2 ქიმიკატი, რომელიც საკანალიზაციო მილში ყინულს მარტივად გაალღობს

თუ საკანალიზაციო სისტემა საკმარისად დახრილი არაა (2 სმ-ზე ნაკლები 1 მეტრზე) ან ნაკლებ სიღრმეზეა, -15 გრადუსზე, სავარაუდოდ, გაიყინება. საკანალიზაციო მილების გალღობის მრავალი მეთოდი არსებობს, მაგრამ Novate ქიმიური ნივთიერებების გამოყენებას გირჩევთ. ეს უმარტივესი და ნაკლებად შრომატევადი მეთოდია.

ქიმიური გალღობის უპირატესობა – მილების გალღობა ყოველთვის რაიმე საშუალების გამოყენებას გულისხმობს. ეს შეიძლება იყოს გვარლზე მიმაგრებული მილი, რომელშიც ცხელი წყალი გადის, გათბობის კაბელი ან საქვაბე, რომელიც პირდაპირ ყინულის საცობში მდებარეობს. ეს ყველაფერი საკმაოდ შტომატევადი პროცესია.ქიმიური გალღობისას მხოლოდ მილთან წვდომა გჭირდებათ – სხვა ყველაფერს რეაგენტი თავად გააკეთებს. უბრალოდ მილში უნდა ჩაასხათ და მოიცადოთ. ასე ჭუჭს და სუნს თავიდან აიცილებთ!

1–ელი მეთოდი: გოგირდის მჟავა – ეს მეთოდი მხოლოდ პლასტმასის საკანალიზაციო მილებში შეგიძლიათ გამოიყენოთ. დაგჭირდებათ გოგირდის მჟავა (2-2,5 ლ), სოდა (1 შეფუთვა), დამცავი საშუალება (ხელთათმანი, სათვალე). მხოლოდ კონცენტრირებული გოგირდის მჟავა გჭირდებათ. ეს ქიმიური ნივთიერება დეფიციტური არაა და სამშენებლო ქიმიის მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ.

რა თქმა უნდა, გოგირდის მჟავა ყველა სახლში სანელებლების თაროზე არ დევს. თუ ზამთარში საკანალიზაციო სისტემის გაყინვის საფრთხე არსებობს, წინასწარ შეიძინეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში ცხოვრების გამარტივება შეძლოთ. ეს რჩევა სამომავლოდ.

რა გავაკეთოთ? – პირველ რიგში, მილთან წვდომა უზრუნველყავით. შემდეგ მილში 400 მლ მჟავა ჩაასხით. ნახევარი საათით მოიცადეთ. თუ საცობი არ დაიშალა, კიდევ 300 მლ რეაგენტი ჩაასხით. თუ ყინულის საცობი დიდია, ყოველ 30 წუთში 300 მლ მჟავა ჩაასხით. ასე სრულ გალღობამდე გააგრძელეთ.გოგირდის მჟავა ჩამდინარე წყალთან შერევისას სითბოს გამოყოფს, რომელიც ყინულის საცობის გასალღობად გამოიყენება. ქიმიკატი წყალზე მძიმეა და მუდმივი ჩასხმისას სითბოს გამოყოფით ყინულის საცობს მიუახლოვდება.

მე–2 მეთოდი: კაუსტიკური სოდა – ყინულის საცობის მოშორებაში კაუსტიკური სოდა დაგეხმარებათ. მილების გასალღობად 3 კგ დაგჭირდებათ. აქაც, როგორც პირველ შემთხვევაში, დაგჭირდებათ დამცავი საშუალებები: სათვალე, ხელთათმანი და რესპირატორი (თუ არ გაქვთ, სქელი სახვევი გამოგადგებათ, რომელიც პირს და ცხვირს ფარავს).

როგორ გავალღოთ? – პირველ რიგში, 10 ლ წყალი 90-95 გრადუსამდე შეათბეთ. როცა წყალი დუღილს დაიწყებს, მილში კაუსტიკური სოდა ჩაყარეთ, რაიმე ჯოხით ან მავთულით 0,7-1 მ დაშორებაზე ჩააწექით და იმწამსვე ცხელი წყალი ჩაასხით.ამ ოპერაციის შესრულებისას დიდი სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან მილიდან ორთქლი ამოვა, რომელიც თვალსა და სასუნთქ ორგანოებში არ უნდა მოგხვდეთ!კაუსტიკური სოდა წყალთან რეაქციისას სითბოს გამოყოფს. ამ რაოდენობის წყალი და სოდა საკმარისია, რომ 1 მ ყინულის საცობი მოიშოროთ.