5 გაჯეტი, რომელიც ავტომოყვარულებისთვის შესანიშნავი საახალწლო საჩუქარი გახდება

ალბათ, ყველას გვიჭირს საახალწლო საჩუქრის შერჩევა. არავის გვსურს, რომ განვმეორდეთ ან რაღაც ბანალური ვაჩუქოთ. ამ შემთხვევაში დაგეხმარებათ გაჯეტების ბაზარი, რომელიც უკვე არა ერთი წელია ნახტომებით იზრდება. ტექნოლოგიური სიახლეები გამოადგება მათაც, ვინც საჩუქარს ავტომოყვარულებისთვის არჩევს: არა მხოლოდ ტრენდული, არამედ პრაქტიკული სასარგებლო საჩუქარი გამოვა. Novate გთავაზობთ 5 გაჯეტს, რომელიც ავტომობილების მოყვარულებს ნამდვილად გაახარებს.

1. უკანა ხედვის სარკე ეკრანით

შესანიშნავი დანამატი უკანა ხედვის კამერით, განსაკუთრებით მაშინ, თუ დამატებითი ეკრანის დაყენება არ გსურთ. სარკე ჩაშენებული დისპლეით სალონში ადგილს ზოგავს, ინტერიერს პრაქტიკულად არ ცვლის და მძღოლს საშუალებას აძლევს, რომ ზედმეტი მოძრაობის გარეშე ჩანაწერი ნახოს – საკმარისია, ზემოთ აიხედოთ.

2. მობილურის დამჭერი უსადენო დატენვის ფუნქციით

ალბათ, ახლა ვერ იპოვით ავტომობილის მფლობელს, რომელსაც ხელთ სმარტფონი არ აქვს. ოღონდ ყველა ვერ ახერხებს მის მაქსიმალურად კომფორტულად მოთავსებას. ამ პრობლემას თანამედროვე გაჯეტების ბაზარი აგვარებს: საკმარისია შეიძინოთ მობილურის დამჭერი უსადენო დამუხტვის მოწყობილობით. ასეთი საჩუქარი მძღოლს საშუალებს მისცემს, რომ ტელეფონი გვერდით ჰქონდეს და თან დამუხტოს. ხანგრძლივი მგზავრობისას ნერვიულობა არ მოგიწევთ, რომ გაჯეტი ყველაზე შეუფერებელ მომენტში დაჯდება.

3. კომპაქტური გამშვები–დამტენი მოწყობილობა

ზოგჯერ ავტომობილის ძრავის ჩართვას რიგი პრობლემები ახლავს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ახალი აკუმულატორი არ გაქვთ ან ცივი ამინდია. ამ შემთხვევაში პორტარული გამშვები–დამტენი მოწყობილობა გამოგადგებათ. ის ორ ფუნქციას ასრულებს: არა მხოლოდ ავტომობილის ჩართვაში დაგეხმარებათ, არამედ შესაძლებლობა გაქვთ გამოიყენოთ, როგორც ჩვეულებრივი გარე აკუმულატორი ელექტრონიკისთვის.

4. დამტენი მოწყობილობა

არ დაგავიწყდეთ ჩვეულებრივი დამტენი მოწყობილობაც, როგორც პოტენციური საახალწლო საჩუქარი ავტომოყვარულებისთვის. მით უფრო, თანამედროვე გაჯეტები უფრო ფუნქციურია, ასევე სწრაფი დამუხტვის ფუნქცია აქვთ. მსგავსი მოდიფიკაცია გამოადგება მათ, ვინც სტანდარტულ, სადენიან დამტენ მოწყობილობას თან დაატარებს.

5. პორტატული მტვერსასრუტი

ავტომობილში სისუფთავის შენარჩუნება მნიშვნელოვანი პირობაა. ჭუჭყის მოსაშორებლად სამრეცხაოში წაყვანა მოგიწევთ, მაგრამ სალონის მოწესრიგება უფრო მარტივი ამოცანაა. განსაკუთრებით მაშინ, თუ ხელთ კომპაქტური პორტატული მტვერსასრუტი გაქვთ. ასეთი საჩუქრით სამრეცხაოში სალონის წმენდაზე ფულს დაზოგავთ და ნაკლებ დროს დახარჯავთ, რადგან თანამედროვე გაჯეტები პატარა, მაგრამ ძლიერია.