ექსპერტების დასკვნა: ღირს თუ არა 2022 წელს მშენებლობის დაწყება

დღეს საცხოვრებლის თვითღირებულების ზრდის ტემპი ინფლაციის მაჩვენებელს აჭარბებს. RBI Group–ის ეკონომიკის დირექტორის, სერგეი კაისტრიუკოვის თქმით, 2021 წელს ყველა სახის უძრავი ქონების მშენებლობის თვითღირებულება 18-20%–ით გაიზარდა. ამავდროულად, მიმდინარე წელს ინფლაცია მხოლოდ 8% იყო. საშუალოდ მშენებლობის ღირებულება ყოველ წელს 5-6%–ით იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2022 წელს ეს მაჩვენებელი გაიზრდება და 8-10% გახდება.

რატომ არ მოახდინეს გავლენა მსხვილმა დეველოპერებმა დაბალსართულიან მშენებლობაზე ფასების შემცირებაზე – ადამიანებს, რომლებიც ბინიდან კერძო სახლში გადასვლას გეგმავდნენ, მსხვილი დეველოპერების იმედი ჰქონდათ, რომელთაც, მათი აზრით, ინდივიდუალური საცხოვრებელი მშენებლობა უნდა დაეკავებინათ, სწრაფი ტემპით განევითარებინათ და მასობრივი მშენებლობის წყალობით კერძო სახლებზე ფასები შეემცირებინათ. ასე არ მოხდა: ბევრი კომპანია ამ ბაზარს შიშით უყურებს.RACK-ის გენერალური დირექტორი, ნიკოლ ალექსეენკო განმარტავს, რომ უძრავი ქონების ბაზარზე მსხვილი მოთამაშეები სწრაფ, ლიკვიდურ და მომგებიან პროექტებს უპირატესობას ანიჭებენ, რომელიც დაბალსართულიანი და კოტეჯის შენობების მშენებლობა არაა. დეველოპერისთვის ეს რთული და ძვირადღირებულია, რადგან საინჟინრო და საგზაო ქსელები დიდი თანხა ჯდება, ხოლო დაბალსართულიანი მშენებლობის მოგება მწირია. გარეუბანში საცხოვრებლის შეძენის მსურველებს მხოლოდ საკუთარი ძალების იმედი უნდა ჰქონდეთ.

აქაც ყველაფერი მარტივად არაა. მსხვილი კომპანიების ეკონომისტები და ანალიტიკოსები თვლიან, რომ სამშენებლო მასალების ფასები, როგორიც 2020 წელს იყო, სამუდამოდ ისტორიას დარჩა. ახლა სტაბილური გაძვირების ტენდენცია მიდის და კოვიდზე სრულ გამარჯვებამდე ასე გაგრძელდება. ასევე მოსალოდნელია ზოგიერთი სამშენებლო მასალის დეფიციტი, რაც ფასზე ნეგატიურად აისახება. მოკლედ, ანალიტიკოსები 2022 წლის პროგნოზებში სიხარულს მიზეზს არ გვაძლევენ.

რას გვირჩევენ ექსპერტები? – ასეთი უნუგეშო პროგნოზის შემთხვეევაშიც სპეციალისტები უკეთესი დროის ლოდინს არ გირჩევენ. მათი თქმით, მარტივი დრო სამშენებლო ინდუსტრიაში წარსულს ჩაბარდა. სამშენებლო მასალებსა და სამშენებლო მომსახურებაზე ფასების ზრდა გრძელდება. გამოდის, რომ რაც უფრო გადადებთ მშენებლობას, მით უფრო ძვირი დაგიჯდებათ! რთული დროა, მაგრამ დროის ფაქტორი კერძო მშენებლის სასიკეთოდ არ მუშაობს, რადგან ფასები იზრდება, ხოლო მოსახლეობის შემოსავლები – არა.

ექსპერტების რჩევა: თუ 2022 წელს მშენებლობის დაწყებას გეგმავთ, მასალები ზამთარში შეიძინეთ და ღირებულებას +20% დაუმატეთ. ასე უსიამოვნო სიურპრიზებს თავიდან აიცილებთ, თუ რაიმე მიზეზი ფასები კიდევ უფრო გაიზრდება.