15 რჩევა მათთვის, ვინც რემონტი დაიწყო: თვითხრახნის სწრაფად ჩახრახვნა, ფუნჯის დარბილება და ალებასტრის გაზავება

რემონტი ყოველთვის რაღაც რთულია, რომელიც შეგიძლიათ დაიწყოთ, მაგრამ არასდროს სრულდება. ნერვების დასაზოგად Novate რამდენიმე სასარგებლო ხრიკს გიზიარებთ, რომელთა დახმარებით საცხოვრებელი შენობის მოწყობას მარტივად შეძლებთ.

1. საჭირო ზომაზე გაბურღვა

თუ კედელში მკაცრად განსაზღვრული ზომის ხვრელი გჭირდებათ, ჯერ სამაგრის, მაგალითად, დიუბელის სიგრძე გაზომეთ. ახლა პერფორატორის ბურღზე ღია ფერის იზოლენტით ნიშანი გააკეთეთ. ასე პირველივე ჯერზე გახვრეტთ და მეზობლის კედელს არ დააზიანებთ.

2. დაბინძურების პრევენცია

კედლის გაბურღვა ყოველთვის რაღაც ჭუჭყიანი და მტვრიანი საქმეა, რომლის იატაკიდან მოშორება რთულია. ამის თავიდან ასაცილებლად, მომავალი ნახვრეტის ქვემოთ სქელი სტიკერი დააკარით და შუაზე გაკეცეთ. ასე მინი ნაგვის აქანდაზი გამოვა.

3. თვითხრახნის ჩახრახვნა

თვითხრახნი, განსაკუთრებით ის, რომელიც ლითონისთვისაა განკუთვნილი, ხის ზედაპირზე პრობლემურად შედის. ზოგჯერ ეს სასარგებლო მასალაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელთ სხვა სამაგრი არ გაქვთ. ამოცანის გასამარტივებლად თვითხრახნი წინასწარ გასაპნეთ.

4. ფილების სწორად დაჭრა

ფილების ისე დაჭრა, რომ ბზარები და ნამსხვრევები არ წარმოიქმნას, ერთ–ერთი რთული ამოცანაა. რამდენიმე ფილის განადგურება რომ არ მოგიწიოთ, წინასწარ რამდენიმე საათით წყალში დაასველეთ. ამის შემდეგ ჩვრით გაამშრალეთ და მონიშნულ ზონაში მინის საჭრელით გაჭერით.

5. ხელმისაწვდომი ლურსმანი

თუ ბევრი ნახვრეტის გაკეთება გიწევთ, ბასრი ლურსმნის კბილებით დაჭერა ან ჯიბეში ჩადება მოსახერხებელი არაა. ამისთვის პატარა ხრიკი გამოიყენეთ. ცხელი წებოთი ჩაქუჩის ტარს ბოლოში ძლიერი მაგნიტი მიაწებეთ და მასზე რამდენიმე ლურსმანი მოათავსეთ.

6. ბალონის საღებავით შეღებვა

საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ პატარა ნივთების ბალონის საღებავით შეღებვა კედლის, იატაკის და სხვა ინტერიერის ნივთის დაზიანებას იწვევს. საღებავის ლაქის მოშორება კი შეუძლებელია. ამის თავიდან ასაცილებლად მუყაოს ყუთი გამოიყენეთ. უბრალოდ ნივთი ყუთში ჩადეთ და შემდეგ თამამად შეღებეთ.

7. უჯრის დაცვა

თუ სახლის რამდენიმე ზედაპირის და სხვადასხვა ფერში შეღებვა გჭირდებათ, საჭირო არაა რამდენიმე უჯრა შეიძინოთ ან პირველი გარეცხვის შემდეგ გაშრობას დაელოდოთ. საკმარისია, რამდენიმე ფენა ფოლგა ან პარკი გადააკრათ, შემდეგ მოხსნათ და გადააგდოთ.

8. ზედმეტი საღებავი

ყველასთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა ფუნჯზე ზედმეტად ბევრი საღებავი რჩება. ყოველთვის ვერ ვახერხებთ ისე დაფერთხვას, რომ არ დავისვაროთ და გარშემო კედლებს შხეფები არ მოხვდეს. ამისთვის ქილაზე გამძლე რეზინი გაჭიმეთ და შემდეგი მისი დახმარებით ფუნჯს ზედმეტი სითხე მოაშორეთ.

9. ცემენტის გამაგრება

როცა საქმე მასშტაბურ სამუშაოს ეხება, სადაც ცემენტი ფიგურირებს, ზედაპირზე მისი გამძლეობის გაზრდა ზედმეტი არაა. ამ მიზნით გამოცდილი მშენებლები ხსნარს რამდენიმე კოვზ უბრალო შაქარს უმატებენ.

10. ალებასტრით მუშაობა

ალებასტრის გამოყენებისას ოპერატიულად უნდა იმუშავოთ, რადგან სწრაფად მაგრდება. ყოველთვის მყარი სახით არ გვჭირდება, ამიტომ გამაგრების პროცესის შესანელებლად უბრალო შინაურული რძით გააზავეთ.

11. ფუნჯის დარბილება

საღებავის ფუნჯი, განსაკუთრებით ის, რომელიც დიდი ხანია არ გამოგიყენებიათ და საკუჭნაოში ინახებოდა, დროთა განმავლობაში უხეშდება. მკაცრი ინსტრუმენტით შეღებვა ყოველთვის მოსახერხებელი არაა, ზოგჯერ ნაზი და დელიკატური მუშაობაა საჭირო. სწორედ ამიტომ, ფუნჯი 1–2 წუთით ცხელ ძმარში ჩადეთ.

12. შპალერში ბუშტების მოშორება

ყველასთვის ნაცნობია სიტუაცია, როცა შპალერში გაკვრის შემდეგ ბუშტები რჩება. ამის თავიდან ასაცილებლად ჰაერის ზედმეტი წყაროები უნდა მოიშოროთ. მაგალითად, ოთახში, სადაც შპალერი გააკარით, რამდენიმე დღე კარი დახურული დატოვეთ, ფანჯრებიც არ გააღოთ.

13. ჩამოცვენილი ფილების დამაგრება

ფილების ჩამოცვენა ხშირი მოვლენაა, განსაკუთრებით ცუდი დასამაგრებელი მასალების გამოყენების შემთხვევაში. ამის თავიდან ასაცილებლად ან უკვე ჩამოცვენილი ფილის დასამაგრებლად გამოიყენეთ თუთიის თეთრა, რომელიც ოლიფით არის გაწმენდილი. რა თქმა უნდა, ნარევი დიდხანს შრება, მაგრამ თავისი გამძლეობით გაგაოცებთ.

14. საღებავის სუნის მოშორება

კედლის და ნივთების შეღებვა საღებავის ქიმიური სუნის გამო სასიამოვნო პროცესი არაა. ამის თავიდან ასაცილებლად და სუნის სწრაფად გასაქრობად საღებავს რამდენიმე წვეთი ვანილის ან ციტრუსის ექსტრაქტი დაუმატეთ.

15. შენობის ვიზუალურად გაფართოება

თუ პატარა სივრცე გაქვთ და მობრუნებას ვერსად ახერხებთ, პატარა ხრიკი გამოიყენეთ. მაგალითად, კედლები ღია ფერის საღებავით, შპალერით ან სხვა მასალით დაფარეთ. და არა მხოლოდ კედლები, არამედ იატაკი და ჭერიც.