ეფექტური და იაფი საჟღენთით ბეტონის იატაკს მტვერს ვაშორებ

ბეტონის იატაკი გამოყენების პროცესში მექანიკურ და ქიმიურ ზემოქმედებას განიცდის. შედეგად, ბეტონის ზედა ფენა ირღვევა, სხვადასხვა ნაწილებად იყოფა. დამატებით, ბეტონის ფორებში მდებარეობს ცემენტის ნაწილები, რომლებიც ხსნარის მომზადებისას წყალთან რეაქციაში არ შევიდა. ეს ყველაფერი პოტენციური მტვერია, რომელიც ჰაერში ადის, ნივთებზე ილექება და ფილტვებში ხვდება. ამ უსიამოვნო მოვლენის მოშორება მარტივად შეიძლება და Novate ეფექტურ მეთოდს გიზიარებთ.

მეთოდის მნიშვნელობა

სპეციალური საჟღენთი დაგეხმარებათ, ბეტონის იატაკის ზედა ფენას მტვერი მოაშოროთ. თხევადი ნარევი ბეტონის ფორებსა და მიკრობზარებში აღწევს. გამაგრებისას ნაწილებს ერთმანეთს აკავშირებს და სტრუქტურას აძლიერებს. ზედაპირზე თხელ და გამძლე პოლიმერულ ფირს ქმნის.

ფირს ჰიდროიზოლაციის თვისებები აქვს, მასალაში სითხეს არ ატარებს, ასევე დამცავი თვისებები – იატაკზე აბრაზიულ დატვირთვას ამცირებს. შედეგად, მტვრის წარმოქმნა პრაქტიკულად მთლიანად მცირდება და ბეტონის იატაკის გამოყენების ვადა იზრდება.

ბეტონის იატაკზე მტვრის მოსაშორებელი საჟღენთის მომზადება

საჟღენთის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი მასალები:

  • 5 ლ ბენზინი (AI–95)
  • 1.5 ლ ქსილენი
  • დაახლოებით 0,4 მ³ პენოპლასტი

შესაფერის ჭურჭელში (სასურველია, ლითონის ჭურჭელი თავსახურით) ბენზინი ჩაასხით და მცირე ულუფებით პენოპლასტი გახსენით. ნარევს მუდმივად აურიეთ. შედეგად, გამოვა თეთრი სქელი მასა, რომელიც შპალერის წებოს ნარევს ჰგავს.

1.2 ქსილენი დაუმატეთ, კარგად აურიეთ, თავსახური დაახურეთ და 20 წუთით გააჩერეთ. მზა ნარევი კონსისტენიით ლაქის მსგავსია. თუ სქელი გამოვა, ცოტა ქსილენი დაუმატეთ და საჭირო კონსისტენციამდე დაიყვანეთ. საჟღენთი მზადაა, შეგიძლიათ წაუსვათ!

საჟღენთის წასმა ბეტონზე

სანამ ბეტონის ზედაპირს საჟღენთს წაუსვამთ, ჯერ გაწმინდეთ და მტვერი მოაშორეთ. საუკეთესო ვარიანტი: სამშენებლო მტვერსასრუტი გამოიყენეთ. თუ არ გაქვთ, იატაკი სველი ცოცხით კარგად დაგვით და მთლიანად გააშრეთ. თუ იატაკზე ზეთის ან სხვა ცხიმის ლაქებია, გამხსნელით ან ბენზინით დაამუშავეთ. საჟღენთი ფუნჯით ან ლილვაკით ერთ ფენად წაუსვით.

საჟღენთის სრულად გაშრობის დრო – 10-12 საათი. სჯობს იატაკი რამდენიმე დღე გააჩეროთ. პროცესის დროს და საჟღენთის გაშრობისას შენობის განიავება არ დაგავიწყდეთ. გახსოვდეთ: მის ნარევში ტოქსიკური ნივთიერებები შედის!