უგემოვნო ნივთები, რომლებიც ახალ სამზარეულოსაც საბჭოურად აქცევს

ლამაზი თანამედროვე სამზარეულო აუცილებლად ძვირი არ ჯდება, სამაგიეროდ ყოველთვის წვრილმანებამდე გათვლით გამოირჩევა. რაიმე შეუფერებელი დეტალის დამატება საკმარისია, რომ იდეალური სურათი წაიშალოს და სასიამოვნო შესახედი აღარ იყოს.

Novate გიამბობთ, რომელი წვრილმანები ხდის სამზარეულოს ინტერიერს იაფფასიანს და უგემოვნოს, თუნდაც მის მოწყობაზე დიდი თანხა დახარჯოთ. სპეციალისტები ამ შეცდომების თავიდან აცილებას გირჩევთ. შესაძლოა, სჯობს მათ აზრს მოუსმინოთ?

ლამაზი თანამედროვე სამზარეულო

1. ჟალუზი

ეს ელემენტი შენობის ოფისში გონივრულად გამოიყურება და აქ შესაფერის ატმოსფეროს ქმნის. რა საჭიროა ჟალუზით სამზარეულოს ფანჯრის დაფარვა? ფანჯარა ხომ სამზარეულოში ერთადერთი ნათელი ლაქა, სინათლის საუკეთესო წყაროა.

სწორედ ამიტომ, სამზარეულოს ფანჯარა დანარჩენი სივრცის მსგავსად სწორად უნდა გააფორმოთ. უფერული ჟალუზის დაკიდება და იმის იმედი, რომ ეს გადაწყვეტილება ინტერიერს არ გააფუჭებს, გულუბრყვილოა. ჟალუზი მყუდრო ატმოსფეროს შექმნაში ვერ დაგეხმარებათ.

2. ზედმეტი სადენი

როზეტების ადგილის და რაოდენობის საკითხს პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოთ. თუ სადმე არასწორად გათვლით, დამაგრძელებლის და სამბუდიანი მაშტოებელი ჩანგლის გამოყენებას გვერდს ვერ აუვლით. ზედმეტი სადენები ყველაზე თანამედროვე სამზარეულოს გარეგნობას და ფუნქციასაც აუარესებს. ნებისმიერი სტუმარი ასეთ უწესრიგობას ყურადღებას მიაქცევს. ნაკლებ სილამაზეს და კომფორტს, მაგრამ ბევრად მეტ უსარგებლო არეულობას მიიღებთ.

3. ფოტოშპალერი

ასეთი ვარიანტი ძალიან იაფი და მარტივია, რომ უპირატესობა მიანიჭოთ. აღსანიშნავია, რომ ახლა მოდაშია, მაგალითად, სამზარეულოში დასასხმელი იატაკი 3D ეფექტით. ამ შემთხვევაში ფერადი ნახატები შთამბეჭდავად გამოიყურება, თუმცა ჩვეულებრივი ფოტონაბეჭდი პალმებით ან ხილით უკვე უიმედოდ მოძველდა.

4. ბევრი პლასტმასი

პლასტმასი ნებისმიერ ინტერიერს იაფფასიანს ხდის. იმედი არ გქონდეთ, რომ სამზარეულოს სივრცე ბევრი პლასტმასით თანამედროვე და მოდური გახდება. სწორედ ამიტომ, ჭურჭელი, ფანჯრის რაფა, პლინტუსი, კარნიზი და ყვავილების ქოთანი სჯობს პლასტმასის არ იყოს.

5. მაგნიტები

მაცივარზე მაგნიტები შეგიძლიათ ყოველ მეორე ბინაში ნახოთ. რა სარგებელი აქვს? ეს ნივთები სუფთა და მოვლილ სამზარეულოში მხოლოდ არეულობას ქმნის. უმეტეს შემთხვევაში სულელურად და უგემოვნოდ გამოიყურება.

რედაქციის რჩევა

რა თქმა უნდა, თითოეულ მფლობელს საკუთარი წარმოდგენა აქვს, როგორი უნდა იყოს იდეალური სამზარეულო. ზემოთ ჩამოთვლილი ელემენტები დღესაც ყველაზე თანამედროვე ბინებში გვხდება. ასეთი წვრილმანები სამზარეულოზე შთაბეჭდილებას სერიოზულად აუარესებს. მათი მოშორება მარტივია, მაგრამ შედეგი ამად ღირს.