ბეტონის სწორად მორწყვის მეთოდი ცივ ამინდში, რომ მაქსიმალური სიმტკიცე მოიპოვოს

ახალდაგებულ ბეტონს მოვლა სჭირდება – ფირით დაფარვა და წყლით მორწყვა. ეს ყველამ იცის, მაგრამ ყველამ არ იცის, თუ რა პერიოდულობით და რამდენი წყალი უნდა დაასხათ ბეტონის ფენას, რომ სტრუქტურა არ დაზიანდეს. Novate გიამბობთ, როგორ იზრუნოთ მოჭიმულ ბეტონის იატაკზე წლის ცივ სეზონზე, როცა სიცხე და მცხუნვარე მზე არაა.

რატომ სჭირდება ახალდაგებულ ბეტონს მოვლა

ბეტონი არ შრება, არამედ მწიფდება. ამ პროცესისთვის მასში საკმარისი სითხე უნდა იყოს. ბეტონის სრულად მომწიფების ვადა: ჩამოსხმის მომენტიდან 28 დღე. პირველი 14 დღის განმავლობაში სიმტკიცის 80%–ს იძენს. ეს პროცესი მაქსიმალურად ეფექტურად რომ წარიმართოს, ბეტონის საფარი პირველი ორი კვირა საკმარისი ტენიანობით უნდა უზრუნველყოთ. თუ ამას არ გააკეთებთ, ბეტონში ბზარები გაჩნდება, რაც სიმტკიცის დაკარგვას, დარღვევას და კონსტრუქციის ჩაწევას გამოიწვევს.

ჩამოსხმულ ბეტონზე სწორად ზრუნვა ცივ ამინდში

საქმე ეხება ბეტონს, რომელსაც 8-15 გრადუსის მქონე შენობაში ასხამენ. ჩვეულებრივ, ეს ხდება გათბობის არ მქონე ობიექტებში, სადაც ბეტონის სამუშაოები (იატაკის მოჭიმვა, კიბეების ჩამოსხმა და ა.შ.) წლის ცივ დროს ხდება.

ბეტონის იატაკის მოვლა მოიცავს 2 ოპერაციას:

  • პოლიეთილენის ფირით დაფარვა;
  • პერიოდულად ბეტონის დატენიანება;

ახალდაგებული ბეტონის მოვლის ალგორითმი:

ბეტონის ჩასხმიდან 15-20 საათის შემდეგ იატაკს პარკი დააფარეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ საფარში ნახვრეტები არ იყოს, საიდანაც სითხე აორთქლებას შეძლებს.

ჩამოსხმიდან 3 დღის შემდეგ უხვად, მაგრამ ამასთან ზომიერად მორწყეთ: 1,5 ლ წყალი 1 მ² ზედაპირზე. მორწყვის შემდეგ ფირი დააფარეთ.

კიდევ 3 დღის შემდეგ ბეტონის მორწყვა გაიმეორეთ: 1,5 წყალი 1 მ² ზედაპირზე. კვლავ ფირი დააფარეთ. განმეორებითი დატენიანებიდან მხოლოდ 7 დღის შემდეგ შეგიძლიათ ფირი მოაშოროთ.

ამ ტექნოლოგიის გამოყენებით ბეტონი სწორად მომწიფდება და მაქსიმალურ სიმტკიცეს შეიძენს, ხოლო სტრუქტურაში ბზარები არ იქნება.