ძველი გაზქურიდან 20 წუთში შესანიშნავი შესაბოლი დანადგარი გავაკეთე

თუ ძველი გაზქურა ღუმელით გაქვთ, შესაბოლი დანადგარი გააკეთეთ. მაქსიმუმ 20 წუთს დახარჯავთ, მაგრამ მზა ახალ კერძს მიიღებთ და დელიკატესის შეძენაზე ფულს დაზოგავთ. ასეთი „მოწყობილობით“ მაღალი კლასის მზარეული გახდებით. Novate გიზიარებთ დეტალურ ინსტრუქციას, როგორ გადააკეთოთ გაზქურა შესაბოლ დანადგარად.

რატომ არის გაზქურა ღუმელით იდეალური ცხელი შებოლვისთვის?

გაზქურის ღუმელი თერმულად იზოლირებული კამერაა, რომელიც მაღალ ტემპერატურას უძლებს. მისი მუშაობის პრინციპი მარტივია:  ცეცხლის ალი კერძის მოსამზადებლად საჭირო სითბოს ქმნის, რომელიც შიგნით გროვდება და პროდუქტზე თბოზემოქმედებას ახდენს. ამასთან, ცეცხლის ალს პროდუქტთან პირდაპირი კონტაქტი არ აქვს. ასე დახურული ცხობის პროცესი ხდება.

გაზქურის ეს ფუნქცია ცხელი შებოლვისთვის იდეალურია, რომელიც თბოზემოქმედების გარდა (დახურული გამოცხობა) კვამლით შებოლვას გულისხმობს. შესაბოლი მოწყობილობის შემთხვევაში სითბოს წყარო იქნება შეშა, ხოლო კვამლი მიიღება სპეციალური ბურბუშელა/ნაფოტით, რომელიც ღუმელში დნება. კვამლი არომატიზატორის და დამატებით კონსერვირების როლსაც ასრულებს – შებოლილი კერძი უფრო დიდხანს ინახება.

როგორ გავაკეთოთ შესაბოლილი გაზქურიდან?

ამის გაკეთება ძალიან მარტივია. სანამ მოქმედებას დაიწყებთ, შესაბოლისთვის უსაფრთხო, ცეცხლგამძლე ადგილი მოძებნეთ. ბეტონის პლატფორმაზე ან აგურზე შეგიძლიათ დადოთ. ადვილად აალებად ნივთებს და აალებადი მასალებისგან დამზადებულ შენობებს მოარიდეთ.

მოქმედების ეტაპები:

1. გაზქურა თქვენთვის მოსახერხებელ დონეზე დააყენეთ. ღუმელის კარი გააღეთ, ლანგარები და გისოსები გამოიღეთ.

2. ღუმელის ძირი (სახურავი, რომელიც სანთურას ფარავს) აწიეთ და სანთურა ამოიღეთ, რადგან არ დაგჭირდებათ. ძირი თავის ადგილას დააყენეთ.

3. ქვედა დონეზე ლანგარი დააყენეთ, ხოლო ცენტრალურში – გისოსი.

4. საშრობი კარადის კარი მოხსენით. ის გაზქურის ღუმელის ქვეშ მდებარეობს.

5. ამ ეტაპზე ცხელი შებოლვისთვის მოწყობილობა მზადაა. ახლა ისღა დაგრჩენიათ რეცეპტები შეაგროვოთ და უახლესი დელიკატესები მოამზადოთ!

როგორ შევბოლოთ თევზი ცხელი შებოლვის მეთოდით?

მაგალითისთვის შებოლილი სკუმბრიას რეცეპტს გთავაზობთ.

1. 2–3 ახალ გაყინული სკუმბრია აიღეთ და გაალღვეთ.

2. თავი და შიგნეული მოაშორეთ, გარეცხეთ და გაამშრალეთ.

3. თევზს შიგნიდან და გარედან მარილი და შავი წიწაკა წაუსვით. 20 წუთით გააჩერეთ, რომ სანელებლებით კარგად გაიჟღინთოს.

4. თევზი შესაბოლ ღუმელში გისოსზე მოათავსეთ.

5. ფოლგიდან კონვერტი გააკეთეთ და მასში 50-70 გრ ხის ნაფოტი მოათავსეთ. ნაფოტი თქვენი გემოვნებით შეარჩიეთ – მუხა, მურყანი, ალუბალი ან ვაშლი.

6. კონვერტი შეფუთეთ და შესაბოლ ღუმელში ქვედა ლანგარზე მოათავსეთ.

7. გაზქურის ქვემოთ (ღუმელის ქვეშ) შეშა მოათავსეთ და დაწვით. აუცილებლობის შემთხვევაში შეშა დაუმატეთ – ღუმელის კარი კარგად უნდა გახურდეს. ღუმელის კარადის გახურებისას ნაფოტი კონვერტში აინთება და წვას დაიწყებს, ასე არომატულ კვამლს გამოყოფს.

8. თევზი 40-50 წუთით შებოლეთ. დროის გასვლის შემდეგ მზა კერძი გამოიღეთ და სუფრაზე გაიტანეთ!

ამ მეთოდით შეგიძლიათ მოამზადოთ თევზი, ფრინველი, ხორცი, სოსისი, ძეხვი. თავისი არსით, ცხელი შებოლვა იგივე გამოცხობაა, მაგრამ არომატული კვამლის დამატებით. ასეთი შესაბოლი დანადგარით ბევრ მაღაზიაში ნაყიდ დელიკატესზე უარს იტყვით და სახლში დამოუკიდებლად მოამზადებთ, რითაც ოჯახის ბიუჯეტს დაზოგავთ.