სწრაფი, ეფექტური და საიმედო მეთოდი პვს პანელის კედელზე მისამაგრებლად

პვს (PVC) პანელი ერთ–ერთი ყველაზე იაფი, მარტივი გამოსაყენებელი და საინტერესო გადაწყვეტილებაა კედლების გასაფორმებლად. ეს განსაკუთრებით ეხება სააბაზანოს, სამზარეულოს, შემოსასვლელის, დერეფნის და უცხოვრებელი ზონის კედლებს. თუ მსგავსი პანელების გამოყენებას აპირებთ, Novate გამოყენების ინსტრუქციას გიზიარებთ.

აღსანიშნავია, რომ პვს პანელი რამდენიმე მიზეზით პოპულარული მასალაა. პირველ რიგში, საკმაოდ იაფია, თითქმის იაფ კაფელზე ნახევარი ფასი, თავისი მოწყობილობით, რომელიც პანელის დასამონტაჟებლად საჭიროა. კედლები პვს პანელით რომ დაფაროთ, წინასწარ მომზადება, დამუშავება ან გასწორება საჭირო არაა, როგორც სხვა მოსაპირკეთებელი მასალის შემთხვევაში.

ამავდროულად, საკმაოდ „სუფთა“ სამუშაოა, რომელიც ფილების ან საღებავისგან განსხვავებით ჭუჭყს არ ტოვებს. სასიამოვნო ბონუსი: ოპერატიულობა. პვს პანელი სწრაფად და მარტივად იგება, თუნდაც გამოცდილება არ გქონდეთ. სწორედ ამიტომ, ერთ დღეში აბაზანის გაფორმება შესაძლებელია.

დაყენების მეთოდები

ასეთი პანელების კედელზე მისამაგრებლად ორი მეთოდი არსებობს – წებოთი ან პირდაპირ ლარტყებზე. პირველ შემთხვევაში ე.წ. „თხევადი ლურსმნები“ გამოიყენება, ზოგჯერ უფრო ხარისხიანი ფილების წებო. ერთი მინუსი: წებოზე პანელის დამაგრება შესაძლებელია, თუ კედელი იდეალურად სწორია. ამის შესამოწმებლად შეგიძლიათ ნიველირი გამოიყენოთ.

ლარტყებზე დამაგრება ხის ან პლასტმასის გისოსებს გულისხმობს, რომელზეც პანელები მაგრდება. წებოთი, ავეჯის სტეპლერით, კლიფსებით ან თვითხრახრნით მაგრდება. ეს უფრო შრომატევადი და რთული პროცესია, მაგრამ ასე პვს პანელი უთანაბრო ზედაპირზე შეგიძლიათ დაამაგროთ.

პვს პანელის პირდაპირ დამაგრება

ამ შემთხვევაში წებოს გამოყენება აუცილებელი არაა. თუ კედლები მეტნაკლებად სწორი, გამძლე მასალისგან დამზადებულია, უბრალო თვითხრახნები გამოიყენეთ. ასევე სტეპლერი, მსხვილი კავები გამოგადგებათ. როგორც წესი, ასეთ მეთოდს თაბაშირ–მუყაოს კედლებზე იყენებენ. ბეტონის ან ხის შემთხვევაში არ გამოგადგებათ.

ზედაპირი წინასწარ მტვრის, ჭუჭყის, საღებავის ნარჩენებისგან გაწმინდეთ და უთანასწორობა მოაშორეთ. თუ პვს პანელს სველ ზონაში ამაგრებთ, სპეციალური სოკოს საწინააღმდეგო ნარევი გამოიყენეთ. ასე კედლებზე ცოტა წებო დარჩება და პანელი უკეთ მიეკვრება. თვითხრახნები სპეციალურ ადგილებში მაგრდება, რომელიც შეერთებისთვის არის შექმნილი.

პანელების დამაგრება მარცხნიდან მარჯვნივ ხდება. თუ ზოგიერთ ადგილას მილი გადის, პანელი დანით ფრთხილად ამოჭერით. წებოთი დამაგრების შემდეგ ნახევარი დღე გააჩერეთ და დანიშნულებისამებრ არ გამოიყენოთ.

ლარტყებზე დამაგრება

ამ შემთხვევაში პვს პანელის გარდა დაგჭირდებათ ნიველირი, საზომი რულეტი, მასალები, რომელთა დახმარებით გისოსს გააკეთებთ, დრელი, თვითხრახნები, სტეპლერი ან ხრახნდამჭერი, წებო ან კლიფსები.

ზედაპირი წინასწარ მოამზადეთ და გაასუფთავეთ. ახლა ნიველირი და საზომი რულეტი გამოიყენეთ, მონიშვნები გააკეთეთ, სადაც გისოსი დამაგრდება. ჰორიზონტალური ლარტყის დამაგრებისას სჯობს თვითხრახნები გამოიყენოთ, შემდეგ მასზე ვერტიკალური ფირფიტები წებოთი ან დიუბელით დაამაგრეთ.

ახლა თავად პანელები დაამაგრეთ, რომელიც თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით მჭიდროდ უნდა მიაკრათ. პლინტუსი დაამონტაჟეთ. მეთოდი კარგია იმით, რომ შენობა შეზღუდვების გარეშე შეგიძლიათ გამოიყენოთ.