ზოგიერთი მფლობელი არბოლიტს სახლის მშენებლობისთვის საუკეთესო მასალად მიიჩნევს

დროდადრო გვიწევს მოვისმინოთ მოსაზრება, სააგარაკო სახლის მშენებლობისთვის თითქმის ერთადერთი ნორმალური სამშენებლო მასალა არბოლიტი, იგივე ხის ბეტონია. თითქოსდა იმდენად კარგია, ყველა სხვა სამშენებლო მასალა მხოლოდ „არაფერი შედის“ კატეგორიის აბაზანის მშენებლობისთვის გამოდგება. რატომ უჭერს მხარს ზოგიერთი ხელოსანი ასეთ რადიკალურ მოსაზრებას? Novate ამ საკითხის გარკვევას ეცდება.

პირველ რიგში, გავარკვიოთ, რა არის არბოლიტი ფართო გაგებით. სინამდვილეში, ყველაფერი მარტივია. არბოლიტი მსუბუქი ბეტონის სახეობაა, რომელიც მზადდება შემკვრელ ცემენტზე ორგანული დანამატებით, რომლის პროცენტი ბლოკის მოცულობის 80-90%–ს უნდა შეადგენდეს. გარდა ამისა, არბოლიტს ემატება რამდენიმე სპეციალური ქიმიური მინარევი. ზოგჯერ ამ მასალას „ხის ბეტონსაც“ უწოდებენ.

ადგილობრივი არბოლიტი 1930-იან წლებში გამოჩენილი უცხოური „Durisol”–ის ანალოგია. თითოეულ ქვეყანაში მასალას საკუთარი სახელი აქვს. იყენებენ როგორც კერძო სახლების, ასევე სამრეწველო ობიექტების მშენებლობისთვის. როგორც ნებისმიერ მასალს, არბოლიტს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. მართალია ზოგიერთი მათგანი იმდენად გამოხატულია, რომ სხვადასხვა ადამიანს ან მის მგზნებარე გულშემატკივრად ან ასევე მგზნებარე მოწინააღმდეგედ აქცევს.

არბოლიტის დადებითი მხარეები: მასალა ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალურია. არბოლიტის ბლოკები მონილითური ჩამოსხმისთვის შესაფერისია. მასალა კარგად იკავებს სითბოს, ამიტომ ზომიერი და ჩრდილოეთი განედისთვის კარგი არჩევანია. ხშირად დამატებითი გათბობა არ სჭირდება. რაც მთავარია, არბოლიტი იაფია, განსაკუთრებით გაზბლოკთან შედარებით.

არბოლიტის უარყოფითი მხარეები. მასალის თითოეულ ბლოკს დიდი წონა აქვს. გაზბლოკთან შედარებით ტენიანობას კარგად შთანთქავს, ასევე ნაკლებად კარგი გეომეტრია აქვს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ზემოთ აღნიშნულ მთავარ კონკურენტ მასალას შევადარებთ. და ბოლოს, არბოლიტი მოსაპირკეთებელ მასალებს ვერ ემეგობრება. პირველ რიგში, რკინას ვგულისხმობთ.