7 ატმოსფერული სახლი თბილ ქვეყნებში, რომელიც ზამთარს დაგავიწყებთ

ყველა, რომლის რეგიონშიც ზამთრის სუსხმა იმატა და გზები და ტროტუარები ყინულის მოედნად იქცა, თბილი ზღვის სანაპიროზე ეგზოტიკურ გარემოში დასვენებაზე ოცნებობს. ასე არაა? გასაგები მიზეზებით სიცივეს თავს ვერ დავაღწევთ, აი, ოცნება შეგვიძლია. ფანტაზიები უფრო ნათელი და წარმოსახვითი რომ იყოს, Novate 7 ატმოსფერულ სახლს გთავაზობთ. მათი დახმარებით ზამთარს დროებით დაივიწყებთ.

1. ერთ–ერთი ყველაზე ეგზოტიკური სასტუმრო ტაილანდში კუნძულზე კო კუდი

ტროპიკულ კუნძულ კო კუდზე სასტუმროს, რომელიც სამართლიანად ტაილანდურ მალდივად ითვლება, აქვს იზოლირებული ყურე კერძო სანაპიროთი, სადაც 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Soneva Kiri მდებარეობს. იდეალური ადგილია მათთვის, ვინც ქალაქის ხმაურისგან გაქცევაზე ოცნებობს და უფრო კომფორტულ პირობებში ცხოვრება სურს, იმის მიუხედავად, რომ სადილობა ჩიტის ბუდეში მოგიწევთ. ამ სასტუმროს კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანი კონფიდენციალობაა, რომელიც უზრუნველყოფილია იმით, რომ თითოეული ვილა უცხო თვალისგან ტროპიკის სიღრმეშია დამალული. ამასთან, სტუმრებს სანაპიროზე ინდივიდუალური გასასვლელი აქვთ.

შენიშვნა: მაქსიმალური განმარტოების, კომფორტის და მომსახურების მაღალი დონის გათვალისწინებით სასტუმროს ხშირი სტუმრები არიან ტაილანდური სამეფო ოჯახის წევრები, ჰოლივუდის ვარსკვლავები, მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენები და ისინი, ვისაც ზედმეტი თვალისგან მოშორებით დასვენება სურთ.

2. მოსადუნებელი დასვენება კერძო კუნძულზე ატლანტის ოკეანეში (ფლორიდა, აშშ)

ქალაქ მარაფონის მახლობლად კერძო კუნძულზე მდებარე სასტუმროს სახლი East Sister Rock Island ეპატიჟება სტუმრებს, რომელთაც მსოფლიოს ქაოსისგან სრულად მოწყვეტა ურჩევნიათ. Novate–ს ინფორმაციით, East Sister Rock Island ითვლება სამეფო ადგილად ერთი ოჯახის დაუვიწყარი დასვენებისთვის. აქ თავს საკუთარი კუნძულის მფლობელად იგრძნობთ, რადგან სასტუმრო შეგიძლიათ მთლიანად იქირავოთ. ასე შემაწუხებელი და ხმაურიანი მეზობლები ნამდვილად არ გეყოლებათ.

სტუმრებისთვის ხელმისაწვდომია არა მხოლოდ კომფორტული აპარტამენტები, დიდი ტერასა წვეულებების ან მნიშვნელოვანი ღონისძიების ჩასატარებლად, ვერტმფრენის ასაფრენი მოედანი, არამედ ნავი სათევზაოდ ან ზღვაზე სასეირნოდ, დაივინგის შესაძლებლობა, კაიტბორდინგის შესწავლა და კიდევ ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი.

3. ტროპიკული ვილა Full Moon სენტ–ვინსენტსა და გრენადინებში

კიდევ ერთი სასტუმროს სახლი, რომელიც დამსვენებლებს განმარტოებულ დასვეენებას სთავაზობს, ოღონდ ის კარიბის ზღვაში, სენტ–ვინსენტისა და გრენადინების პატარა სახელმწიფოს ერთ–ერთ კუნძულზე მდებარეობს. ვილას, რომელიც ველურ ბუნებაში მდებარეობს, დიდი საცხოვრებელი ზონა და ტერასა აქვს, სადაც სტუმრებს შეუძლიათ დრო მხიარულად გაატარონ, მზის ამოსვლას შეხვდნენ ან რომანტიკული ვახშამი მოაწყონ. მათთვის ხელმისაწვდომია დიდი პანორამული აუზი, რომლის ჰორიზონტის ხაზი კარიბის ზღვის სანაპიროს ერწყმის.

არქიტექტურული თავისებურებები: სტუმრების სახლი აგებულია ტროპიკული შენობის პრინციპით, რომელსაც კონდიციონერი არ სჭირდება. ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს (ყველას ახსოვს დილის ნიავი), ასევე ტორსული კედელი არ აქვს, ამიტომ ბუნებრივი ვენტილაცია ჰაერს შესანიშნავად აგრილებს. ასეთი საცხოვრებელი შენობის კიდევ ერთი უპირატესობა გარემოსთან შეუფერხებელი შერწყმაა, რადგან ხელს არაფერი გიშლით, რომ საწოლიდან ადგომის გარეშე მზის ჩასვლით ან ამოსვლით დატკბეთ.

4. დასვენება ვიგვამში Big Joey Country Resort სარაბურის გარეუბანში (ტაილანდი)

თუ უჩვეულო დასვენების მოყვარული ხართ სარაბურის გარეუბანში სასტუმროს ნომრების ნაცვლად ნამდვილ ვიგვამში ღამის გათევას შემოგთავაზებენ. იმის მიუხედავად, რომ ასეთი საცხოვრებელი ამერიკისთვის არის ტრადიციული, ინდიელად თავის შეგრძნების მსურველი საკმარისზე მეტია. სტუმრების მოზიდვას პოპულარული ტურისტული ბილიკებისგან მოშორებით ყოფნაც ხელს უწყობს. აქ ბევრი ექსტრემალური გართობის მოწყობა შესაძლებელია, რაც აქტიური დასვენების მოყვარულებს მოეწონებათ.

თუ კომფორტზე ვსაუბრობთ, თითოეულ ვიგვამში დაგხვდებათ დიდი საწოლი, სასტუმრო ზონა მერხით, პლაზმური პანელი. აი, ინდივიდუალური სააბაზანო ოთახი ყველა სტუმარს არ აქვს. ყველაფერი ნომრის კლასზეა დამოკიდებული. სამაგიეროდ, აქ არის ნამდვილი სამიკიტნო, სადაც ველური დასავლეთის ატმოსფეროს შეგრძნებას და ეროვნული სამზარეულოს, ასევე ვისკის დაგემოვნებას შეძლებთ.

5. საფარი–ბანაკი Thorntree River Lodge (ზამბია)

Thorntree River Lodge მდებარეობს ზამბიის ეროვნულ პარკში მოსი–ოა–ტუნია (Zambia’s Mosi-Oa-Tunya), ზამბეზის მდინარის სანაპიროზე, ცნობილი ჩანჩქერიდან, ვიქტორიადან რამდენიმე წუთით ფეხით სავალზე. ადგილობრივი წესებით და კულტურით შთაგონებული საფარი–ბანაკი გამოირჩევა თანამედროვე კომფორტით, ნომრების ფერადი დიზაინით – თიხის სახლები გუმბათის სახურავით, ავთენტური დეკორებით და ნატურალური მოსაპირკეთებელი მასალებით. ლოჯიას გაფორმებისას აფრიკის, მისი საოცარი ბუნების და ეროვნული ტრადიციების შენარჩუნება შეძლეს.

Thorntree River Lodge–ის მდებარეობის გათვალისწინებით გასაკვირი არაა, რომ დამსვენებლების დღე წუთებში გაწერილია, ამასთან უსაქმოდ დასვენება მისასალმებელი არაა. სტუმრებისთვის შემუშავებულია აქტივობის გეგმა, დაწყებული ბანაკის გარშემო ველურ ტყეში სეირნობით, თემატური ექსკურსიებით აფრიკული ფაუნის გასაცნობად და დამთავრებული კრუიზებით მზის ამოსვლისას და ჩასვლისას, თევზჭერა და თევზის გაშვება, ასევე მარტორქების დევნა (მხოლოდ ინსტრუქტორთან ერთად)

6. მაღალი კლასის კურორტი One&Only Nyungwe House ჩაის პლანტაციის გვერდით რუანდაში

ნიუნგვის ხელუხლებელი ეროვნული პარკის მახლობლად, ჩაის პლანტაციების გვერდით მდებარეობს ერთ–ერთი ყველაზე მაღალი დონის სასტუმრო – One&Only Nyungwe House. აუზი, სავარჯიშო დარბაზი, სპა სალონი სხვადასხვა გამაახალგაზრდავებელი და გამაჯანსაღებელი პროცედურებით მოეწონება მათ, ვინც ეგზოტიკურ პეიზაჟში დასვენებას ამჯობინებს. თუ ყოველთვის საფარაზე გამგზავრებაზე ოცნებობდით, ამასაც შეძლებთ, რადგან გასართობ პროგრამაში გათვალისწინებულია ჯუნგლებში ფეხით სიარული, ვულკანურ ფერდობზე ასვლა და, რა თქმა უნდა, ველური ცხოველების ცხოვრების დაკვირვება.

საცხოვრებელი ზონის მოწყობა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. კურორტი ხის ვილების 5 საოცარი კლასტერისგან შედგება. ნომრები ერთმანეთისგან დაშორებულია, რომ თითოეულმა სტუმარმა ხელუხლებელი ეროვნული პარკით განმარტოებით ტკბობა შეძლოს.

7. ექსკლუზიური კურორტი COMO Shambhala კუნძულზე Laucala (ფიჯი)

კურორტი COMO Shambhala მდებარეობს ლაუკალას კუნძულზე მელანეზიის წყლებში (ფიჯი). სასტუმროზე 25 ლუქს რეზიდენცია მდებარეობს, მაგრამ სტუმრებს განმარტოებით დასვენება შეუძლიათ, რადგან თითოეული ნომერი მთელ ტერიტორიაზე მიმოფანტულია: ქვიშიან სანაპიროზე, ლაგუნებზე, ჯუნგლებში ან ბორცვზე. მდიდრული ვილები ტროპიკული ბუნგალოების საუკეთესო ტრადიციებით არის გაფორმებული: თივის სახურავი, საუკეთესო ხის მასალა, ღია ტერასა, კედლების ნაწილობრივი არ ქონა, მასშტაბური შემინვა, რომ ჯუნგლების, ზღვის და მთების ფანტასტიკური სილამაზით შეუზღუდავად დატკბეთ, საკუთარი პანორამული აუზი და ეს, თუ არ ჩავთვლით ფანტასტიკურ საერთო დასასვენებელ ზონას.

სასტუმროში სხეულის და სულის სრული გაჯანსაღებისთვის არის ადგილი, სადაც შეგიძლიათ ექსკლუზიური ინგრედიენტებით სასიამოვნო პროცედურებით დატკბეთ, მედიტაციით და იოგით დაკავდეთ. თუ ნატურალურ კვებას უპირატესობას ანიჭებთ, სწორედ აქ უნდა წახვიდეთ, რადგან რესტორნებსა და ბარებში მხოლოდ კუნძულზე მოყვანილი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტები გამოიყენება, დაწყებული მწვანილით და ეგზოტიკური ხილით და დამთავრებული ხორცით და ზღვის პროდუქტებით.