ზოგიერთი მფლობელი გათბობის სისტემაში ანტიფრიზს ასხამს: რატომ არ ღირს ამის გაკეთება

ზოგიერთი მოქალაქე სერიოზულად შიშობს, რომ ზამთარში სახლში, რომელიც მუდმივად არ თბება, მილებში წყალი იყინება, შედეგად, სკდება. ზოგიერთი მფლობელი ამ სიტუაციიდან საკმაოდ ორიგინალურ გამოსავალს პოულობს – გათბობის სისტემაში ანტიფრიზის ჩასხმა. ვაღიარებთ, რომ საინტერესო მეთოდია, თუმცა Novate მის გამოყენებას არ გირჩევთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ მანამდე მილებში წყალი იყო.

მთავარით დავიწყოთ: მილებში წყალი ნამდვილად შეიძლება გაიყინოს, რის შედეგად სანტექნიკა ან გათბობის სისტემა ზიანდება. მილები სკდება და სრული გამოცვლა სჭირდება. გათბობის სისტემის გარემონტება ძვირი სიამოვნებაა. აქ, მნიშვნელოვანია მარტივ ჭეშმარიტებაზე დაფიქრდეთ: თუ სახლში ძალიან ცივა და გათბობის სისტემის მილები სკდება, ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა. რატომ? რადგან ამ პირობებში მთელი სანტექნიკა გაიყინება და გასკდება, მათ შორის კანალიზაცია. აქ კი, რაიმე ანტიფრიზის ამოტუბვას ნამდვილად ვერ შეძლებთ.

აღსანიშნავია, რომ სწორად აშენებულ და სათანადოდ დამთბარ სახლში ზემოთ აღწერილი სცენარი არ განვითარდება. თუ სახლი გათბობის გარეშე რამდენიმე დღე რჩება, არაფერი საშიში არაა. გათბობის სისტემაში ანტიფრიზის ჩასხმა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა სახლი რამდენიმე კვირა და თვე დაკეტილი რჩება. ამ შემთხვევაში, სჯობს გათბობის სისტემიდან წყალი სრულად გაუშვათ. თუ სახლი მუდმივად თბება, ანტიფრიზი არა თუ არ გჭირდებათ, არამედ შეიძლება საზიანო იყოს.

ანტიფრიზის, როგორც სითბოს გამტარის რამდენიმე უარყოფითი მომენტი შეგვიძლია გამოვყოთ. პირველი – მაღალი დენადობა წყალთან მიმართებაში. გამოდის, რომ ანტიფრიზის ამოტუბვის შემდეგ შეიძლება გაჟონვა დაიწყოს იქ, სადაც ადრე არაფერი წვეთავდა. მეორე – დაბალი თბოტევადობა. საშუალო ანტიფრიზი სუფთა წყალთან ზუსტად 25-30%–ით წაგებაშია. უნდა ვთქვათ, რომ ეს გათბობის სისტემის ეფექტურობის ძალიან სერიოზული შემცირებაა? მესამე – მაღალი ფასი. 150 ლ ასეთ თბო მატარებელზე 500-800 ლარის დახარჯვა მოგიწევთ. მეოთხე – ფილტრის დაბინძურება. წყლის ანტიფრიზით ჩანაცვლების შემდეგ, ანტიფრიზი, დიდი ალბათობით, გათბობის სისტემაში ნადების და ჭუჭყის გაჩენას გამოიწვევს.