პროგრამისტმა დეკორატიული ბათქაშის წასმა ისწავლა და კედლის გასაფორმებლად ხრიკებს გვიზიარებს

ბევრ ადამიანს, რომლებიც სამშენებლო პროფესიას არ იცნობენ, საკუთარი ხელით რემონტის გაკეთება სურთ. მათ პრაქტიკის არ ქონის გამო არ იციან, მაგალითად, როგორ წაუსვან დეკორატიული ბათქაში კედლებს, რა გამოიყენონ ამისთვის და რამდენი დრო სჭირდება. ასე ცუდ შედეგს იღებენ და ყველაფრის გადაკეთება უწევთ.

რა თქმა უნდა, თითოეულ საქმეს თავისი დეტალები და ხრიკები აქვს, რომელთაც დროთა განმავლობაში ვიძენთ. არის საქმე, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი, უკანასკნელი უცოდინარიც გაუმკლავდება, თუ ამოცანას არ გაართულებთ და ცოტას ეცდებით. დღეს Novate გიამბობთ, როგორ მოაწესრიგოთ დახრილი კედლები საშუალო ფართობის ოთახში. მინიმუმი ცოდნით, მაგრამ დიდი შეუპოვრობით საცხოვრებელი ფართის გაუმჯობესებას შეძლებთ.

როგორ წავუსვათ დეკორატიული ბათქაში

ინგრედიენტები:

  • 3 ტომარა ნებისმიერი თაბაშირის ბათქაში
  • წყალი
  • პრაიმერი
  • მარგალიტის მინანქარი
  • 3 პარკის ტომარა
  • სკოჩი
  • ხელთათმანი
  • საგლუვი
  • ფითხი
  • ლილვაკი
  • ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, თაბაშირის ბათქაში გააზავეთ. 1 ვედრო წყალში ჩაყარეთ და სამშენებლო მიქსერით აურიეთ. ჰაეროვანი, ნაკლებად სქელი მასა უნდა მიიღოთ, რომ ნიჩბიდან ან ფითხიდან არ გადმოიღვაროს, არამედ სრიალებდეს. დაიმახსოვრეთ პროპორციები, რადგან ყველა კედელზე გამოიყენებთ.

2. თაბაშირის წასასმელად „ინსტრუმენტი“ მოამზადეთ. სასურსათო მაღაზიის დიდი პარკი აიღეთ და მასში 2 ასეთივე დაჭმუჭნული პარკი ჩადეთ. დაჭმუჭნული, დაშვებული საჰაერო ბურთის მსგავსი გამოვა. პარკის ყელი სკოჩით დაამაგრეთ. ინსტრუმენტი მზადაა.

3. საქმეს შეუდექით. პარკი ქვედა მხრიდან ხსნარში ჩააწეთ და კედელზე მიაკარით. ბათქაშის ნაწილი კედელზე დარჩება და საინტერესო, განუმეორებელ ფორმებს შექმნის. კედლის ნაწილი ასე დაამუშავეთ. დროდადრო შეამოწმეთ, ზედმეტად ხომ არ გამოშრა. 20-30 წუთში შემდეგი ეტაპისთვის მზად იქნება.

4. რაღაც დრო გავიდა და კედელზე წასმული ბათქაშის ფენამ გაშრობა დაიწყო. ახლა მას საჭირო ფორმა უნდა მისცეთ. საგლუვი აიღეთ და მზა ფენა გაათანაბრეთ. ასე თვალისთვის სასიამოვნო ტექსტურას მიიღებთ. არ მოდუნდეთ, ბევრი საქმე წინაა.

5. მეორე დღეს, როცა ბათქაში გაშრება, ფითხი აიღეთ. გვერდებზე ოდნავ გაღუნეთ, რომ კედელი არ გაკაწროს და უბრალოდ ზედმეტი მასალა მოაშორეთ. თვალით. შემდეგ პრაიმერის ქილა გახსენით და ლილვაკით კედელს წაუსვით. ქვემოდან ზემოთ იმოძრავეთ. ასე ზოლები არ დარჩება და პრაიმერსაც დაზოგავთ. კედლებს გაშრობა აცადეთ და შემდეგ ისევ დაამუშავეთ.

6. ბოლო ეტაპი. მარგალიტის მინანქარი გახსენით. ძალიან ცოტა, დაახლოებით 1 ლიტრი გჭირდებათ. ღრუბელი აიღეთ. ცოტა ნარევში გაჟღინთეთ და წრიული მოძრაობით კედლებს შეაზილეთ. მარტივი და სწრაფი საქმეა. ასე კედლები ნამდვილი მარგალიტივით (ან იმ ფერში, რომელსაც შეარჩევთ) იბზინებს. მაღაზიაში ნებისმიერი ელფერი შეგიძლიათ შეიძინოთ.

იტყვით, რომ ძალიან რთულია? რა თქმა უნდა, არა. მთავარია, დაიწყოთ, შემდეგ ყველაფერი გამოვა. რამდენიმე დღეში ერთი პროფესიონალი ან ორი დამწყები 40 მ² ბინის კედლების შეღებვას გაუმკლავდება. მასალების ფასი თქვენს ქალაქში გაიგეთ, ნებისმიერი გაწვდება. ლამაზი რემონტი ბევრი ოჯახის ოცნებაა. რატომ არ გავაკეთოთ?