ჰაერში მოლივლივე: უნიკალური მონასტრები, რომლებიც უცნაური კლდეების მწვერვალებზეა აღმართული

საბერძნეთს შეუძლია თავი მოიწონოს არა მხოლოდ უძველესი ისტორიით, საოცრად ხელსაყრელი ამინდით და თვალწარმტაცი ბუნებით, არამედ არქიტექტურული შედევრებით, რომლებიც გენიალური ხუროთმოძღვრების მიერ არის შექმნილი. ამაში მხოლოდ ძველი ქალაქების ისტორიულ უბნებში დიდებულ ტაძრებს და შთამბეჭდავ ამფითეატრებს არ ვგულისხმობთ. ამ ქვეყნის ულამაზეს ბუნებაში შეგიძლიათ ნახოთ მარტო მდგარი კლდეები (მეტეორები), რომელთა მიუწვდომელ მწვერვალებზე უნიკალური შენობები, განდეგილი ბერების საცხოვრებლები მდებარეობს. ასეთი მონასტრები ნამდვილად შეუდარებელი ობიექტებია და მთელი კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს.

1. რა არის მეტეორები?

პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, რა არის მეტეორები (ბერძნ. Μετέωρα „ჰაერში მოლივლივე“) გეოლოგიის კონტექსტში. ეს ცალკე მდგომი კლდეებია, რომელთა შემადგენლობაში ქვიშაქვა და ნატეხი მთის ქანები შედის. ამ ადგილას მდებარეობდა პრეისტორიული ზღვა, მაგრამ წყლის უკან დახევის შემდეგ ქანები ნაწილობრივ დაიშალა და მცირე კლდოვანი წარმონაქმნები შეიქმნა. ამ პროცესს დაახლოებით 60 მლნ წელი დასჭირდა. შედეგად, საბერძნეთის ჩრდილოეთით, თესალიის მთებში უცნაური კლდეები (სვეტებსაც უწოდებენ) შეგიძლიათ ნახოთ. მათი სიმაღლე ზღვის დონიდან 600 მ–ს აღწევს. ბერძნებმა განმარტოებული თავშესაფრისთვის სწორედ ეს კლდეები შეარჩიეს.

2. როდის მიიზიდა უცნაურმა კლდეებმა ხალხის ყურადღება

ბერი ანდრონიკის მსუბუქი ხელით განდეგილების მიერ აშენებულ მონასტრებს ისევე უწოდეს, როგორც თავად კლდეებს – მეტეორა. თუ 950 წელს მართლმადიდებლები ამ მეთოდით სამყაროსგან განმარტოებას ცდილობდნენ, მე–13-14 საუკუნებში თურქებმა, სერბებმა, ალბანელებმა და ჯვაროსნებმა, სწრაფი მოგების მოყვარულებმა, ამ ადგილის მონახულება დაიწყეს. სწორედ ამ პერიოდში, უკვე დასახლებულმა ბერებმა მაღლა ასული ფუძემდებლების გამჭრიახობა იგრძნეს.

საინტერესო ფაქტი: ლეგენდის თანახმად, პირველი განდეგილი მთაში მანამ წავიდა, სანამ მონასტერი აშენდებოდა. ხშირად, თავშესაფარს პოულობდნენ გამოქვაბულში, რომელიც წყალთან ახლოს მდებარეობდა. იქვე მოედნებს, ე.წ. „სამლოცველო ადგილებს“ აწყობდნენ, სადაც ნებისმიერ წუთს სრულ განმარტოებაში ლოცვა შეეძლოთ. აი, დიდ დღესასწაულეებზე უახლოეს ტაძარში წასვლა უწევდათ – თავდაპირველად, ძველ მთავარანგელოზის ეკლესიაში ქალაქ სტაგიში, შემდეგ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ეკლესიაში.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პირველი, რომელმაც ერთ–ერთი მეტეორის წვერზე საკუთარი ეკლესიის აშენება გადაწყვიტა, განდეგილი ვარნავა იყო. მან 950-970 წლებში მართლმადიდებლური სავანეს აგება მოახერხა, რომელსაც წმინდა სული უწოდა.

3. მეტეორას ორგანიზებული სამონასტრო ერთობის დასაწყისი

მოგვიანებით განდეგილმა ბერებმა კლდეებზე სავანეების აშენება დაიწყეს. 1020 წელს პრეობრაჟენსკის სავანე გამოჩნდა, მისი დამფუძნებელი იყო კრეტელი ბერი ანდრონიკი, ხოლო 1160 წელს სტატის და დუპიანის სავანეები ააშენეს. ამ მომენტიდან ორგანიზებული სამონასტრო „სახელმწიფო“ დაიწყო, რომელსაც მეტეორა უწოდეს.

საერთო სამონასტრო ცხოვრება ნორმას დაუბრუნდა, რაც არ უნდა ითქვას, რთულად მისადგომ ადგილას მონასტრის აშენება ახლაც რთული საქმეა. მაშინ ყველაფერს ხელით აკეთებდნენ, მათ შორის სამშენებლო მასალის მაღლა ატანა. ამ საქმეში ცხენი ვერ დაეხმარებოდათ. ბერებს ყველა მასალის ატანა თოკის კიბით, კალათის, ბადის და ჭურჭლის გამოყენებით უწევდათ. ჯოჯოხეთური შრომის გათვალისწინებით მშენებლობა წლები გაგრძელდა, მაგრამ ზეცის ქვეშ წმინდა სალოცავის შექმნის იდეით შეპყრობილმა ბერებმა საქმე ბოლომდე მიიყვანეს.

ამ საქმეში ყველაზე წარმატებული იყო ბერი აფანასი, რომელიც კორსარებმა ათონის მთიდან განდევნეს. სულიერ მოძღვართან, გრიგორისთან ერთად სტაგისკლდეზე პატარა სამყოფელი ააშენა. შემდეგ მასშტაბური მონასტრის აშენება გადაწყვიტა, სადაც 10 ბერი ცხოვრებას და ლოცვას შეძლებდა. 1334 წელს მან 14 თანამოაზრესთან ერთად ყველაზე დიდ კლდეზე ფერისცვალების მონასტის ტიტანური მშენებლობა დაიწყო.

მშენებლობის დასრულებისას, 1370 წელს მონასტერი სამონასტრო საზოგადოების ცენტრი გახდა. 1490 წლიდან მთავარი მონასტრის წინამძღვარი ყველა სავანის და კლდეზე სამონასტრო ქალაქის ხელმძღვანელად ითვლებოდა.

4. სამონასტრო სახელმწიფოს აყვავების ხანა

მე-16 საუკუნეში მონასტრების და მცირე სავანეების მშენებლობა მასიური გახდა. ამას არა მხოლოდ რელიგიურმა იდეებმა, არამედ ბუნების სილამაზემ და მაქსიმალურმა უსაფრთხოებამ ხელი შეუწყო, რადგან ასეთ სიმაღლეზე მძარცველების და დამპყრობლების ასვლა  ადვილი საქმე არ იყო.

იმ დროისთვის არსებული მონასტრები გაძლიერდა და გაფართოვდა, ბერებმა გაერთიანების ძალა იგრძნეს, ასევე მმართველის მხარდაჭერა, რომელსაც უნიკალური ობიექტების კეთილდღეობის შესანარჩუნებლად თავისი წვლილი შეჰქონდა. Novate–ს ინფორმაციით, ცნობილია, რომ მიუწვდომელი კლდეების მწვერვალებზე 24 სავანე არსებობდა.

5. მოქმედი მონასტრები

სამწუხაროდ, მე-20 საუკუნის დასაწყისამდე შენობების უმეტესობა დაინგა და ბერებმა მიატოვეს. სრულ განადგურებას მეორე მსოფლიო ომმაც ხელი შეუწყო, რომლის დროსაც იტალიელი და გერმანელი დამპყრობლები მძვინვარებდნენ. მათ ყველაფერი ძვირფასი გაიტანეს, რისი დაგროვებაც ბერებმა ამ წლების განმავლობაში შეძლეს, რადგან მდიდარ ადამიანებს და მლოცველებს ცოდვების გამოსასყიდად უხვი საჩუქრები მოჰქონდათ.

ამ დროისთვის მხოლოდ 6 მართლმადიდებლური სალოცავია მოქმედი, რომლებიც რელიგიურ ობიექტებს, უნიკალურ არქიტექტურ შედევრებს და პოპულარულ ტურისტულ ღირშესანიშნაობებს წარმოადგენენ.

ბერების ფერისცვალების მონასტერი (იგივე დიდი მეტეორი). ყველაზე მთავარი და დიდი სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ზღვის დონიდან 613 მეტრზე მდებარეობს და ნამდვილად გიგანტურ ფართობს იკავებს – 6 ჰა. ის 1334 წელს აფანასმა დააარსა. მცირე სალოცავების და საყოფაცხოვრებო შენობების გარდა 1388 წელს აშენდა დიდებული ჯვარის მსგავსი ტაძარი აფსიდებით, სვეტებით და თორმეტწახნაგა გუმბათით. მისი სიმაღლე 24 მეტრს (რვასართულიანი სახლი), სიგრძე კი 32 მეტრს შეადგენს.

მონასტერში შემორჩენილია ძველი ფრესკები, მოოქროვილი კანკელი, იღუმენის მოჩუქურთმებული ხის ტახტი მარგალიტით გაწყობილი, ძვირფასი ძველი ხატები, რომელთა დამალვა ბერემა ოკუპაციის დროს შეძლეს. ახლა მონასტერში მოხვედრა არა მხოლოდ ბერებს და მლოცველებს, არამედ ტურისტებს შეუძლიათ. საბედნიეროდ, ბერები და სტუმრები იმ თოკით არ ადიან, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლება გაწყდეს. შთამბეჭდავ კედლზე ასასვლელად საფეხურები გამოჭრეს და ლითონის სვეტი დააყენეს.

ღირსი ვარლაამის და ყოველთა წმიდათა მონასტერი ააშენა ერთმა ადამიანმა, სქიმა ვარლაამმა (მე-14 ს.), რომელმაც კელია და პატარა ეკლესია ააშენა და სამ მხსნელს მიუძღვნა. ბერის გარდაცვალების შემდეგ ეს ადგილი დიდხანს ცარიელი იყო, სანამ ორი ძმა, ნექტარიოსი და თეოფანე არ გამოჩნდა. მათი წყალობით ეკლესია არა მხოლოდ აღდგა, არამედ ახალი მშენებლობა დაიწყო, რომელშიც 30 ბერი ჩაერთო. ძალიან მალე მონასტერი აყვავდა, რადგან არა მხოლოდ საკვებს და ოქროს წირავდნენ.

აღმოჩნდა, რომ მორწმუნეები მიწას, ვენახებს, ზეთისხილის ბაღებს და მთელ სოფლებს სწირავდნენ. მე-17 საუკუნის შუა ხანებში ეკლესიას დიდებული იერი ჰქონდა, შიდა სივრცე ლამაზი ფრესკებით, სპილოს ძვლის მოზაიკებით და მარგალიტებით იყო გაფორმებული. ამ დროისთვის შეგიძლიათ ნახოთ უძველესი რელიქვიები, როგორიცაა უძველესი ხატი და დახვეწილი ჯვრები, რომლებიც გამოყენებითი ხელოვნების მსოფლიო შედევრად ითვლება.

ბერების წმინდა სამების მონასტერი ყველაზე თვალწარმტაც ადგილას მდებარეობს, რომლის ძირში მდინარე პინისის კალაპოტია. მეტეორს ზემოდან პინდოსის მწვერვალები გადმოჰყურებს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მონასტერი ყველაზე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს, რადგან მისი დანახვა ყველა დასათვალიერებელი მოედნიდან და ნებისმიერ ამინდში შეიძლება.

დაზუსტებით უცნობია, როდის და ვინ დადო პირველი სამშნებელო ქვა დახვეწილი ბაზილიკის და რამდენიმე შენობის ასაგებად, მაგრამ დღემდე შემონახულია საოცრად ლამაზი ფრესკები, უძველესი ხელნაწერები, ასევე იპოვით ძველ წერილებს და სახარებას მოვერცხლილ ჩარჩოში. ოკუპანტებმა მოოქროვილი კანკელი, ხატების უმეტესობა და მთელი ძვირფასეულობა მოიპარეს. ბერებმა წიგნების და რამდენიმე სასწაულმოქმედის ხატის გადარჩენა მოახერხეს.

რუსანოს ან წმინდა ბარბარეს სახელობის დედათა მონასტერი წვეტიანი კლდეების და მეტეორების კომპოზიციაში იდეალურად ჯდება, რის გამოც მისი გამოსახულება ადვილად გამოსაცნობია, რადგან ყველა ტურისტულ სახელმძღვანელოში სწორად მას უთითებენ. იმის მიუხედავად, რომ ასეთი პოპულარულია, მისი მშენებლობის შესახებ სანდო ინფორმაცია დღემდე ვერ იპოვეს. ის, რაც ცნობილია, განსაკუთრებულ პატივისცემას ნამდვილად იმსახურებს. ოსმანების შემოსევის დროს ადგილობრივები მონასტერში არაერთხელ დაიმალნენ, ასეთი სიტუაცია გასული საუკუნის 40-იან წლებში განმეორდა, მართალია სალოცავის მიუწვდომლობის დიდხანს შენარჩუნება ვერ შეძლეს. მთავარი მონასტრის განადგურების შემდეგ შეგიძლიათ ნახოთ ფრესკები და კანკელი, რომელთაც განსაკუთრებული ისტორიული ღირებულება აქვთ.

წმინდა სტეფანეს მონასტერი ყველაზე მდიდარ მეტეორის მონასტრად ითვლება და ქალაქ კალამბაკის ზემოთ გიგანტურ კლდეზე მდებარეობს. დაარსა ბერმა იერემიამ, რომელიც ამ კლდეზე 1192 წლიდან ცხოვრობდა. მან რამდენიმე კელია, წყლის შესაგროვებელი ცისტერნა და წმინდა სტეფანეს სამლოცველო დამოუკიდებლად ააშენა. მომგებიანი ადგილმდებარეობის და საგანმანათლებლო საქმიანობის სურვილის გამო შემოწირვის მსურველი ბევრი იყო, ამიტომ მონასტერი ყოველთვის აყვავებული იყო, თურქეთის მმართველობის დროსაც. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად მონასტერი ბერების იყო, მაგრამ 1961 წელიდან დედათა მონასტრად გადაკეთდა.

წმინდა ნიკოლოზ ანაპავსის მონასტერი სვეტის მწვერვალზე დაახლოებით მე-12-13 საუკუნეებში გამოჩნდა. ზოგიერთი მკვლევარი მონასტრის მშენებლობას ბერ ნიკანორუს მიაწერს, სხვები თვლიან, რომ დასახელებაში დაშიფრულია ეპითეტი Αναπαυσάς (დამამშვიდებელი), რადგან ეს ადგილი როგორც ბერებისთვის, ასევე სტუმრებისთვის სულიერ სიმშვიდეს გულისხმობს.

პლატოს მცირე ფართობის გათვალისწინებით, რომელზეც სამონასტრო კომპლექსია აშენებული, მისი მრავალდონიანი სტრუქტურა გასაკვირი არაა. პირველ დონეზე შენარჩუნებულია წმინდა სვიმეონის ძველი ეკლესია პატარა საკურთხველით, მეორეზე – წმინდა ნიკოლოზის მართკუთხა ტაძარი დაბალი გუმბათით და ერთი სარკმლის გარეშე. აი, მესამე დონეზე მდებარეობს კელიები, სატრაპეზო, საპატიო სტუმრების მისაღები წმინდა იოანე ნათლისმცემლის სამლოცველო და აკლდამა ბერების თავის ქალებით.