ნადებისა და ობისგან ონკანის გაწმენდის ელვისებური მეთოდი, არაფრის მოხსნა არ გჭირდებათ

შემრევი ონკანის მდგომარეობა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. ზოგჯერ კირის თეთრი ნადები გარდაუვალია, ხოლო თუ სანტექნიკას ყოველდღე ბზინვარებამდე არ გაამშრალებთ, ერთ მომენტში ქიმიური საშუალებებით შეიარაღება მოგიწევთ, რომ ონკანს ნადები, ობი და ჟანგი მოაშოროთ. დღეს Novate გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ ონკანი სააბაზანო ოთახში და რატომ ჩნდება მასზე კირის ნადები მუდმივად.

როგორ გავწმინდოთ ონკანი

ხისტი წყლის გამო, რომელიც მაგნიუმს და კალციუმს შეიცავს, შემრევ ონკანზე ნადები ჩნდება. წყალი საპონთან ქიმიურ რეაქციაში შედის და შემრევზე თეთრი ნადები რჩება. თუ წყალში ბევრი რკინა შედის, ნადები ყვითლდება. შემრევი ონკანის გარეგნობა მედლის ერთი მხარეა.

ნადები ონკანის შიგნითაც წარმოიქმნება, რადგან მასში მუდმივად წყალი მდებარეობს. ზოგჯერ შეიძლება შეამჩნიოთ, რომ ონკანის კედლებზე აერატორის ქვეშ წყლის ქვა წარმოიქმნა. ეს ონკანის ცუდი ნაკადის ხშირი მიზეზია. ნადების ერთ–ერთი მიზეზი შეიძლება ცხელი წყალი იყოს. მარილი ონკანის კედლებზე სწრაფად ილექება, თუ წყლის ტემპერატურა 70 გრადუსზე მაღალია.

ქრომირებული ზედაპირი აბრაზიებით ადვილად ზიანდება, ამიტომ სჯობს შემრევი ონკანის საწმენდად რკინის ღრუბელი, საფხეკი და უხეში ჯაგრისი არ გამოიყენოთ. ონკანის უწვრილეს ნაკაწრებში წყლის წვეთების მუდმივად მოხვედრა ჟანგს იწვევს. ქლორზე დაფუძნებული საშუალება სჯობს არ გამოიყენოთ. ქრომირებულ საფართან ერთად კირის ნადებს კარგად აშორებს. ამის შემდეგ შემრევ ონკანზე შავი ლაქები რჩება.

ქრომირებული და ნიკელით დაფარული შემრევი ონკანები შეგიძლიათ გაწმინდოთ ხალხური საშუალებებით: დიასახლისი საპონი, სოდა, ძმარი, ლიმონმჟავა. ბრინჯაოთი დაფარულ ონკანთან მეტი შრომა მოგიწევთ. ბრინჯაო სითხის გამო მუქდება, მაგრამ ამის გამოსწორება ჩვეულებრივი პომიდვრის პასტით შეიძლება. ონკანმა რომ იბრწყინოს, სელის ზეთით გაწმინდეთ.

სხვა შემთხვევაში, ონკანის და საშხაპე თავის წმენდის ყველაზე პოპულარული მეთოდია ძმრის ხსნარი. დაგჭირდებათ 9%–იანი ძმრის და წყლის ხსნარი (1:1), გამჭვირვალე პარკი და რეზინა. ძმრის ხსნარი პარკში ჩაასხით და ონკანს ან საშხაპე თავს ჩამოაცვით, რომ ხსნარმა დაჭუჭყიანებული ნაწილები დაფაროს. ამის შემდეგ პარკი ამ მდგომარეობაში რეზინით დაამაგრეთ და 30 წუთით სამოქმედოდ გააჩერეთ.

თანდათან ძმარი წყლის ქვას დაშლის და შემრევ ონკანს შიგნიდან გაწმენდს. საოცარია, რამდენი ჭუჭყი გროვდება ონკანსა და საშხაპე თავში, რომელსაც ყოველდღე ჰიგიენური პროცედურებისთვის ვიყენებთ. ნახევარ საათში პარკი მოხსენით და ონკანს წყალი გადაავლეთ. კირის ნადების და სოკოს გაჩენის პრევენციისთვის შემრევი ონკანი ჩვრით გაამშრალეთ და კვირაში ერთხელ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებებით დაამუშავეთ.

როგორ გავწმინდოთ აერატორი და საშხაპე თავი

თუ ონკანი ვიზუალურად სუფთად გამოიყურება, მაგრამ წყლის ნაკადი არათანაბარია ან მიმართულება იცვლება, ეს აერატორში წყლის ქვის გაჭედვის პირველი ნიშანია. დროა აერატორი გაწმინდოთ. ამის გაკეთება მარტივია. მთავარია, წვრილი დეტალები არ გაწმინდოთ. აერატორის საწმენდად დაშლა მოგიწევთ. ის ფიქსატორის, ფილტრისა და რეზინის შუასადებისგან შედგება.

ზოგჯერ აერატორის მოხსნა რთულია, რადგან წყლის ქვა კუთხვილში მოხვდა. ამ შემთხვევაში ძმარი დაგეხმარებათ. სამზარეულოში მაინც სჯობს აერატორი მოხსნათ და კარგად გაწმინდოთ, რადგან შიგნით წყლის მილის ბევრი ჭუჭყი რჩება. აერატორი შეგიძლიათ ძმრით ან ლიმონმჟავით სავსე კონტეინერში ჩადოთ.

ქრომირებულ საფარს კარგად აპრიალებს და ნადებს აშორებს მარილი, დიასახლისის საპონი და მინის თხევადი საწმენდი. რა თქმა უნდა, კირის ნადების მოსაშორებლად სპეციალური საშუალებებიც არსებობს, მაგრამ ყურადღებით უნდა იყოთ და აირჩიოთ ის, რომელიც კირის, სოკოს ან ჟანგის მოსაშორებლად არის განკუთვნილი. ზოგიერთი უნივერსალური საშუალება ქრომირებული საფრის საწმენდად არ არის განკუთვნილი და უბრალოდ აზიანებს. ონკანის საწმენდად იდეალურია მიკროფიბრის ან ბამბუკის ჩვარი.