ღობის ბოძები. გასწავლით, როგორ გააკეთოთ ლამაზი ნაკერი ქვის წყობაში

მომწონს, როცა ბუნებრივი ნატურალური ტექსტურის მასალა გარს მახვევია. ასე ეზოში თავს უფრო მყუდროდ ვგრძნობ. ქვაყორესგან არა მხოლოდ ღობე ავაშენე, არამედ ცოკოლი გავაკეთე, წელიწად ნახევრის შემდეგ ქვისგან სახლის ვერანდაც გავაკეთე.

Novate გასწავლით, როგორ მოაპრიალოთ ნაკერები ქვის წყობაში და გამოკვეთოთ ქვის ტექსტურა.

1. ქვის მომზადება

მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელ ქვას იყენებთ, ნებისმიერი რიყის ქვა, რომელსაც მოგიტანენ, ბინძურია. ქვები მიწაზე ფენებად აწყვია და ხშირად ისე ხდება, რომ ქვას კუთხეებში თიხა ეკვრის.

სწორედ ამიტომ, წყლის ნაკადით მისი გარეცხვა აუცილებელია ან კარგ წვიმას უნდა დაელოდოთ.

2. ქვის წყობა

ქვის წყობა ყოველთვის ცემენტის ხსნარზე ხდება, რომელშიც ცოტა წყალია. კომპონენტების თანაფარდობა ასეთია: 1 ჩ/კ ცემენტი, 3,5 ჩ/კ ქვიშა, 0,5 ჩ/კ წყალი.

მონილითური, მცირეფორებიანი სტრუქტურის გამო ქვა წყალს არ შთანთქავს და ხსნარი დიდხანს ელასტიური რჩება. ქვების გასაჩერებლად აუცილებელია, რომ ხსნარი ხისტი იყოს ცოტა წყლით, წინააღმდეგ შემთხვევაში ხსნარი მძიმე რიყის ქვის ზეწოლით გამოვა და წყობა დაირღვევა მანამ, სანამ სიმტკიცეს მოიპოვებს.

3. ქვის გაწმენდა

3-6 საათში გარემოს ტემპერატურის და ცემენტის ხარისხის მიხედვით ქვის გვერდითა კუთხეები ხსნარისგან უხეში ჯაგრისით გაწმინდეთ.

ქვის ნარევში მთელი წყალი ცემენტთან რეაქციაში უკვე შესული უნდა იყოს. წმენდის დროს ცემენტ–ქვიშის ნარევი უნდა იფშვნებოდეს და ქვაზე არ იგლისებოდეს. თითოეული ქვის კარგად გაწმენდა მნიშვნელოვანია, რომ მიკრული ხსნარი არ დარჩეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ან მესამე დღეს მისი მოშორება გაგიჭირდებათ.

4. ნაკერების მოპრიალება

ახლა უხეში ჯაგრისი გვერდზე გადადეთ და თითოეულ ნაკერს უხეში წმენდისგან დარჩენილი ქვიშა მოაშორეთ.

ეს რბილი ჯაგრისით კეთდება. მას შემდეგ, რაც ნაკერებს ქვიშისგან გაწმენდთ, სამუშაო დასრულებულია.

მომდევნო 2–3 დღე ქვის წყობა წყლით მორწყეთ.

ამ მეთოდით შეგიძლიათ გააკეთოთ შადრევანი, კლუმბი და საერთოდ, ნებისმიერი რამ, რაც გსურთ. ქვისგან ნებისმიერი კონსტრუქცია დიდებულად გამოიყურება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეზოში წიწვი და ხის ელემენტები გაქვთ.

ამ სამუშაოებს დიდი დრო მიაქვს, მაგრამ შედეგი გაგახარებთ. 2 ღობის ბოძი ერთ კვირაში გავაკეთე, კიდევ ორი დამრჩა და ღობეს დავდგამ.