არასოდეს ააშენოთ მანსარდი – ეს ბოროტებაა. სჯობს სრულფასოვანი სართული გააკეთოთ

მანსარდი ზედა სართულის ყველაზე იაფ ვარიანტად ითვლება. ნამდვილად, სხვენის სივრცის საცხოვრებლად გადაკეთება ძალიან მომგებიანია – აქ საძინებელი ან საბავშვო ოთახი შეგიძლიათ მოაწყოთ. თუმცა ყველა ასე არ ფიქრობს. მაგალითად, ჩვენი მკითხველი, დათო, დარწმუნებულია, რომ მანსარდი, როგორც კონსტრუქცია, ბოროტებაა. Novate გიამბობთ, თუ რას ეფუძნება მისი მოსაზრება.

პირადი გამოცდილება

„ოდესღაც სისულელე დავუშვი და მეორე სრულფასოვანი სართულის ნაცვლად მანსარდული გავაკეთე. უკვე 3 ცივი სეზონის შემდეგ ვინანე. 2 წლის შემდეგ საერთოდ მანსარდის გაუქმება და სრულფასოვანი მეორე სართულის აშენება გადავწყვიტე.

შენობის ამ ნაწილის მიმართ მთავარი პრეტენზია სითბოს უსასრულო მოხმარებაა, რომლის დიდი ნაწილი „ცაში ადის“! ანუ ქუჩას ათბობს. მანსარდი უზარმაზარი და აბსოლუტურად გაუმართლებელი სითბოს და ენერგიის ხარჯია.

მანსარდზე სახურავის ხარისხიანად, იაფად და ამავდროულად უსაფრთხოდ დათბუნვა შეუძლებელია. მანსარდულ სართულზე ნებისმიერი იზოლაცია დროთა განმავლობაში ჩამოსრიალდება და მისი შეკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია. ამისთვის მთელი ჭერის ან სახურავის დაშლა და შემდეგ ყველაფრის გადაკეთება მოგიწევთ.

ბევრი მეუბნებოდა, რომ სახურავი შემაფრქვეველი იზოლაციით ან პენოპოლისტიროლით დამეთბუნა და პრობლემა არ შემაწუხებდა, მაგრამ საცხოვრებელ ზონაში შხამიანი გაზის კამერის მოწყობა კატეგორიულად არ მსურს. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ეს მასალები გახურებისას ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოყოფენ, ხოლო სახურავი ის ადგილია, სადაც იზოლაცია კარგად ხურდება.

მანსარდული სართულის მინუსების ჩემი სია

აი, ჩემი სია, რა ნაკლოვანებები აქვს მანსარდს:

  • კედლის/სახურავის შეუკეთებლობა მიუწვდომლობის გამო (სახურავის ზემოთ, ქვედა ნაწილი). სარემონტო სამუშაოებისთვის რაღაცის დაშლა ან გატეხვა მოგიწევთ. ერთხელ სავენტილაციო არხის შემოწმება დამჭირდა და სახურავზე ლითონის კრამიტის დაშლა მომიწია.
  • ცალკეულ ნაწილებში დათბუნვის და ორთქლის იზოლაციის რთული ტექნოლოგია: კედელზე შეერთება, მაუერლატი, მოხრილი ზედაპირების ადგილებში.
  • რაფტერულ სისტემასა და მთელ კედელზე/სახურავზე მუშაობის სირთულე, რაც მიკროკლიმატის თავისებურებით არის გამოწვეული: ნამის წერტილები და ელემენტების განიავების პრობლემები.
  • მანსარდული სართულის შიდა ნაწილის ხანმოკლე სიცოცხლე. რაც არ უნდა ხარისხიანი და სწორი რემონტი გააკეთოთ, სხვადასხვა ბზარები და ნახეთქები მაინც გამოჩნდება. რაფტერული სისტემა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ტენიანობის ცვლილებებზე რეაგირებს, ანუ შენობის გეომეტრიული ზომები შეიცვლება.
  • საცხოვრებელი სივრცის გამოყენება უკიდურესად არაეფექტურია. დაბალი კედლები ყველა ავეჯს არ უხდება, თან თუ შესაფერისი აღმოჩნდა, მისი გამოყენება ძალიან მოუხერხებელია.

  • მშენებლების გაკონტროლების სირთულე. თუ მანსარდს მშენებლების გუნდი აშენებს, მაშინ სამუშაოს ხარისხის შემოწმება ძალიან რთულია. ბევრი „დეფექტი“ მშენებლობის დროს იმალება, მაგრამ მოგვიანებით უსიამოვნო სიურპრიზები გამოდის.
  • სითბოს დიდი დაკარგვა. ამის მოგვარება შესაძლებელია, მაგრამ სრულფასოვანი სართულის აშენების ფასი დაგიჯდებათ. მაშინ რა საჭიროა მანსარდი? ვფიქრობ, ბოროტებაა. არასდროს ააშენოთ მანსარდი! გირჩევთ, სრულფასოვანი მეორე სართული ააშენოთ!“