მინიშნება, როგორ განვასხვაოთ ხარისხიანი ხრახნდამჭერი ერთჯერადი ხარახურისგან ან ასლისგან

საინტერესო სამყაროში ვცხოვრობთ. ადრე ფულს დიდხანს ვაგროვებდით, რომ შემდეგ სუპერ ძვირი, მაგრამ არა ნაკლებ სუპერ ხარისხის ინსტრუმენტი შეგვეძინა. ხელსაწყოს ხელში დაჭერისას გულსა და სულში სიხარულს ვგრძნობდით, თითოეული გრამი ამბობდა, რომ ფული ტყუილად არ დავხარჯეთ.

ახლა დიდი თანხაც გარანტიას არ იძლევა, რომ ისეთ ინსტრუმენტს იყიდით, რომლისთვისაც ფულის დაზოგვა ღირდა. დიახ, თანამედროვე მწარმოებლებმა და ცნობილმა ბრენდებმა ეკონომიის სკოლა კარგად აითვისეს, რადგან თუ განსხვავებას ვერ ხედავთ, რა საჭიროა მეტის დახარჯვა. სწორედ ამიტომ, ბოლო თვეებში სასაქონლო ბაზარზე მრავალი ერთჯერადი ხარახურა გამოჩნდა.

ასევე, ასლებიც გამოჩნდა. ეს ჩინელი მოქალაქის თეთრებად ღირებული საქონელი არაა, რომელიც ამაყად ატარებს ისეთ სიტყვებს, როგორიცაა Mokita, DeVolt, Boch. ბოშების ხრახნდამჭერიც არაა, რომელსაც სახელი უშეცდომოდ, მაგრამ თეთრი კორექტორის მარკერით აწერია და რომელიც 5 წუთიანი მუშაობისას შემდეგ დაფრინავს.

არა, ასლი ძალიან კარგი ხარისხისაა. არა უბრალოდ ძალიან, არამედ ძალიან კარგი. ყველა პროფესიონალი ასლს ნამდვილი ინსტრუმენტისგან იმწამსვე ვერ არჩევს. ზოგჯერ ეს ძალიან გვიან ხდება.

Novate გასწავლით, როგორ განასხვავოთ კარგი, ხარისხიანი ნივთი, რომელიც ერთგულად გემსახურებათ, ერთჯერადი ხარახურისგან ან უბრალოდ ხარისხიანი ასლისგან, რომლის ერთადერთი მიზანია, რომ მყიდველმა პატიოსნად გამომუშავებული ფული გადაიხადოს.

ამის გაკეთება მარტივია: უნდა იცოდეთ სად დააკვირდეთ

თქვენ უნდა დააკვირდეთ არა რედუქტორს, არა პასპორტს ან რაიმე სხვას, არამედ ერთ ადგილს, რომელიც მწარმოებელს გამოაშკარავებს – სურდა თუ არა ფულის დაზოგვა.

საქმე იმაშია, რომ ბოლო წელი ყველასთვის ძალიან რთული აღმოჩნდა და პირველ რიგში მათთვის, ვინც ელექტრო კომპონენტებს თავის ნაწარმში იყენებს. ხარისხიანი ელექტრონიკა გაძვირდა და მხოლოდ ძალიან ღირსეულმა მწარმოებლებმა საკუთარ თავს ეშმაკობის უფლება არ მისცეს.

ამის მაჩვენებელია ბატარეა, უფრო სწორად მასზე, ხრახნდამჭერზე (ნებისმიერ სხვა ბატარეის ინსტრუმენტზე) და დამუხტვის ბლოკზე კონტაქტების რაოდენობა.

ხარისხიან ინსტრუმენტზე ორი ძალიან ძვირადღირებული მართვის პლატაა. ერთი ბატარეაზეა დარჩილული, მეორე თავად ინსტრუმენტზე.

კარგ ბატარეაზე მინიმუმ 4 კონტაქტი უნდა იყოს, უკეთესია – 5

მათგან კვების ბლოკი ხუთივე კონტაქტს იყენებს, ხელსაწყო მხოლოდ ოთხს. მეხუთე კონტაქტი კვების ბლოკს დამუხტვისას ბატარეის ტემპერატურის განსასაზღვრად სჭირდება, რადგან თავად ბატარეა დამუხტვისას ამას ვერ აკეთებს.

მართვადი ელექტრონიკა თანამედროვე ინსტრუმენტის ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებული კომპონენტია. არა ლითონის რედუქტორი, არც როტორი, არ სტატორი, არც საკისარი ამდენი არ ჯდება.

მწარმოებელს ერთი პლატა ყველაზე იაფიანი, 12 ვოლტიანი ხრახნდამჭერისთვის (ნორმალურიდან) 15 დოლარი ან მეტი უჯდება, შესაბამისად ორი – მინიმუმ 30 დოლარი.

ქვემოთ საკმაოდ მუშა ხრახნდამჭერების ორ ბატარეას ხედავთ. პირველში ჩაშენებულია სენსორი ბატარეის ტემპერატურის დასადგენად, მაგრამ საკონტროლო პლატა ინსტრუმენტში არაა, რადგან მხოლოდ სამი კონტაქტი აქვს. თუმცა თავიდან 5 იყო!

მეორე შემთხვევაში მწარმოებელი უფრო შორს წავიდა და მხოლოდ ორი კონტაქტი დატოვა, ანუ გადახურების კონტაქტიც ამოიღო, თუმცა თავიდან გათვალისწინებული იყო. როგორც ჩანს, დაზოგვამ სინდისზე გაიმარჯვა. ამასთან, მეორე ბატარეა ხრახნდამჭერთან ერთად 20 ლარით ძვირად იყიდებოდა იმასთან შედარებით, რომლის მწარმოებელსაც ცოტა სინდისი ჯერ კიდევ შერჩა.