„უკვდავი“ ხრახნდამჭერის ერთი დელიკატური დეტალი, რომლითაც ჩინურისგან გააარჩევთ

როგორ ავარჩიოთ სახლისთვის საუკეთესო ინსტრუმენტი? რას უნდა მიაქციოთ ყურადღება? როგორ არ დაიბნეთ ორიგინალს და ყალბს შორის მრავალმხრივ სამყაროში? ამის გაკეთება რთული, მაგრამ შესაძლებელია. Novate გიამბობთ, თუ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პირველ რიგში. ახლა ვეღარ გაგაცურებენ ტექნიკის მაღაზიები, რომელთაც სურთ ინსტრუმენტები ნებისმიერს ხელში მიაჩეჩონ.

საუკეთესო ხრახნდამჭერი სახლისთვის

თანამედროვე ბაზრობა ტექნიკის მსოფლიო ბრენდების ასლებით სავსეა. უფრო მეტიც, ასლები ისე დახვეწილად არის დამზადებული, რომ მყიდველი უბრალოდ ვერ ხვდება, რა და სად. შესაძლოა, სწორედ ამაზეა გათვლა, რადგან უფრო იაფი ტექნიკა შეიძლება მალე გაფუჭდეს და მყიდველი ახალი ინსტრუმენტისთვის დაბრუნდეს.

რა თქმა უნდა, ისეც ხდება, რომ ყველაზე პრიმიტიული ასლი შეიძლება წლები გემსახუროთ. ეს გამონაკლისია. ყველაზე სამწუხაროა, რომ ბევრი მაღაზია ცდილობს საეჭვო ხარისხის ტექნიკა ორიგინალად გაასაღოს. ეს უსიამოვნოა და ლამაზი ნამდვილად არაა. ყველა მყიდველი არ ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ შეიძლება მისი მოტყუება სცადონ, მაგრამ მენდეთ, ასე შეიძლება მოხდეს.

არაკეთილმოსურნე გამყიდველის კლანჭებში რომ არ მოხვდეთ, მოთმინება, ყურადღება და კარგი მეხსიერება დაგჭირდებათ. როგორ შეგიძლიათ გამოაშკარავოთ თაღლითები? პატარა დეტალებით. ნაძირლები არ ელოდებიან, რომ ადამიანი შეიძლება შორს წავიდეს. შეიძლება დოკუმენტები მოამზადონ, დამაჯერებლად ისაუბრონ, დეტალებში კი დაიწვან. რა დეტალები ააშკარავებს მატყუარებს?

პატარა დეტალები

მოვლენების განვითარების ორი ვარიანტი არსებობს. მყიდველმა იცის, რომ იაფ ინსტრუმენტს ყიდულობს, რომელიც დიდხანს არ გაძლებს. „ერთი ცნობილი ბრენდის ასლი გაცნობიერებულად შევიძინე. დიახ, ისეთი ხარისხიანი არაა, მაგრამ ცაში ვარსკვლავების დაჭერას არ ვცდილობ. მით უფრო ამ ფასად“ – გვიზიარებს ხელოსანი ილია თემატურ ფორუმზე.

განსაკუთრებით საწყენია, თუ ადამიანს ნამდვილად ხარისხიანი ნივთის შეძენა სურს და მზად არის ამაში დიდი თანხა გადაიხადოს, მას კი „კატას ტომარაში“ სთავაზობენ, მაგრამ ორიგინალი ბრენდის სახით. ამ შემთხვევაში სჯობს ინსტრუმენტი ოფიციალურ მომწოდებელთან შეიძინოთ. თქვენი ფული პირველ შემხვედრ გამყიდველს არ მისცეთ. მარტივი რჩევები დაიმახსოვრეთ.

პროგრამის მშვენება

ვსაუბრობთ უსადენო ინსტრუმენტზე, რადგან ეს „ხიბლი“ კონკრეტულად ასეთ მოწყობილობას ახასიათებს. უსადენო ხრახნდამჭერის შეძენისას მის ბატარეას ყურადღება მიაქციეთ. რამდენი კონტაქტია განთავსებული თავად ხრახნდამჭერზე და რამდენი კვების ინსტრუმენტის ბლოკზე. ხარისხიანი ბატარეა ორი ძვირადღირებული მართვის დაფით არის აღჭურვილი.

ითვლება, რომ კარგი ხრახნმდაჭერი ბატარეაზე 4-5 კონტაქტით უნდა იყოს აღჭურვილი. როცა ხრახნდამჭერს ბატარეას აერთებთ, თავად ხელსაწყო 4 კონტაქტს გამოიყენებს, ხოლო ბატარეის ბლოკზე 5-ვე იმუშავებს. ეს ხელსაწყოს დატენვისას ბატარეის ტემპერატურის გასაკონტროლებლად არის საჭირო.

ამ მეთოდით ასლის შემოწმების მოწინააღმდეგეებიც გამოჩნდნენ. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ ეს კონტაქტები შეიძლება ყალბიც იყოს. ერთგვარი ტყუილი. გამოცდილ ხელოსნებს ამ ვერსიაში ეჭვი ეპარებათ. რომელი თაღლითი იწვალებს და ბატარეაზე დამატებით კონტაქტს გააკეთებს, რომ ასლი ორიგინალის მსგავსი იყოს? ძალიან რთულია, ასე არაა?

როგორ ავარჩიოთ საუკეთესო ხრახნდამჭერი სახლისთვის

დეტალებს ყოველთვის ყურადღება მიაქციეთ. ნებისმიერ წვრილმანს, სადაც შეიძლება ხარვეზი იყოს. გამოცდილი ხელოსნები გირჩევენ, მხოლოდ ბატარეაზე არ ჩაიციკლოთ და ხელსაწყო ხელში აიღოთ. ბევრი მოწყობილობა ორიგინალისგან სწორედ წონით განსხვავდება, რადგან მასში უფრო მეტი პლასტმასია, ვიდრე ლითონი. ასე სახლისთვის საუკეთესო ინსტრუმენტს შეიძენთ. თქვენ რომელ წესს იყენებთ ახალი ინსტრუმენტის შეძენისას?