ვფიქრობდი, ბებიას ბინას ვეღარ გადავარჩენდი, მაგრამ თანამედროვე საცხოვრებლად გადავაკეთე

ჩვენს დროში მეორადი საცხოვრებელი კვლავ მოთხოვნადია. უფრო იაფია, მაგრამ ასეთ სახლებში ძველი რემონტია, ავეჯს წარსული ეპოქა ახსოვს. როგორ გავაკეთოთ თანამედროვე ინტერიერი შეზღუდული ბიუჯეტით? ლოგიკურია, რომ პირველ რიგში საბჭოური ნივთები უნდა მოიშოროთ. პირველად თვალში ისინი გვხდება და ბინას ძალიან აძველებენ.

კლასიკურ „ბებისეულ“ განლაგებაზე ვისაუბროთ. რა ხდის ასეთს? ნუთუ საქმე ბრტყელ ტელევიზორსა და ჭკვიან მტვერსასრუტშია? რა თქმა უნდა, არა. Novate გთავაზობთ შემდეგ ნივთებს ყურადღება მიაქციოთ.

როგორ გავაკეთოთ ინტერიერი

ხალიჩა

ოდესღაც ხალიჩა კარგად ცხოვრების ნიშანი იყო. აბსოლუტურად ფსიქოდელიური ნიმუშები, ნათელი და არც ისე ფერები, განლაგების არჩევანი: კედელზე ან ფეხქვეშ.  ისინი მტვერს შესანიშნავად აგროვებდნენ, ამიტომ რამდენიმე თვეში ერთხელ ეზოში სავარჯიშო ღერზე გაჰქონდათ. ზამთარში, თოვლის დროს ქუჩაში გაჰქონდათ, რომ მტვრიანი ნიმუშები აღებეჭდათ და კვლავ სახლში დაებრუნებინათ.

ახლაც, ავტოსამრეცხაოებში საბჭოური ხალიჩების მთელი გამოფენა შეგიძლიათ ნახოთ. ხალხი ამ ნივთებს ჯერ კიდევ ინახავს და ამას თავისი მიზეზი აქვს. საქმე იმაშია, რომ ხრუშჩოვის ბინებში ხმის ძალიან კარგი გამტარობაა და მეზობლებს ერთმანეთის მოსმენაში ხელი რომ შეუშალონ, კედელზე ხალიჩებს ჯერ კიდევ იყენებენ. ხალიჩა ადამიანის საუბრის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ხმას ახშობს. ვაღიარებთ, ასეთი მეთოდი უკვე წარსული საუკუნეაა.

კედლის კარადა

მძიმე, ღია და მუქი ფერის. ასეთი კედლის კარადა ყველას ნანახი აქვს, თუ 20 წელზე მეტისაა. კედლის კარადას ერთ დიზაინში ამზადებდნენ და ამ მიზეზით ძალიან ცნობადი დარჩა. ჭრაჭუნა და ერთმანეთის მსგავსი. მისი გადაადგილება რთულია, თანამედროვე ინტერიერს ვერ ერგება და ინტერნეტში ნებისმიერ წვრილმანების ბაზრობაზე თეთრებად შეიძენთ.

ერთ დროს ნამდვილი ხიბლი იყო. ლაქის სქელი ფენა, დიდი ტევადობა, დაშლის შესაძლებლობა. დიახ, საბჭოური კედლის კარადის ყველა უპირატესობა ახალ ავეჯში უფრო თანამედროვე მასალებით შეგიძლიათ გაიმეოროთ. ახლა ფაქტიურად ყველა ასე აკეთებს. თანამედროვე ბინებში ასეთი რეტროგრადის ადგილი აღარაა.

ჭურჭელი

სხვათა შორის, საბჭოურ კედლის კარადაში ყოველთვის იყო მინის სერვანტი, სადაც ჩვეულებრივ ლამაზ ნივთებს და შესანახ ჭურჭელს ალაგებდნენ. მისგან საჭმლის ჭამა მოსახერხებელი არ იყო, უფრო ბინის დეკორს წარმოადგენდა. ახლა ახალგაზრდები გაიზარდნენ და ამ წარსულის „საგანძურის“ დათვალიერება თამამად შეუძლიათ.

როგორც წესი, ფინჯნებს ოქროსფერი არშია ჰქონდათ. ეს წარსულის „საფირმო ნიშანია“. ასევე თევზის ფორმის ბოთლი და სირჩა პოპულარული იყო. სხვათა შორის, ბრიტანული წარმოებისაა. ასე რომ თევზები ნასესხებია. თეფშები ყვავილებით ან ცხოველებით, ასეთივე ქვაბები, ჩაიდანი მატარებელი – ეს ყველაფერი საყვარლობაა, მაგრამ თანამედროვე ბინის მოდურ გადაწყვეტილებამდე ვერ ქაჩავს.

ჭაღი

ბროლის! მრავალი პატარა, ბზინვარე დეტალით! ერთგვარი ბროლის ტორტი ჭერზე. ათასიდან მის გამოცნობას ნამდვილად შეძლებთ. იაფ ვარიანტებს პლასტმასისგან ამზადებდნენ. გამჭვირვალე, მაგრამ ძალიან დაბურული „ასხმულა“ სიმდიდრის ეფექტს ვერ ქმნიდა, მაგრამ მაინც გამოიყენებოდა.

ასეთი დიდებულების გასაწმენდად თითოეული ნაწილი უნდა მოგეხსნათ. წყლის და სარეცხი საშუალების ნარევში ფრთხილად ჩაგედოთ. შემდეგ ნელა, დეტალებზე განსაკუთრებული ყურადღებით გაგეწმინდათ. შემდეგ მშრალი ჩვრით ფრთხილად გაგეწმინდათ და ბოლოს, დაგეკიდათ. ნამდვილი საბჭოური მედიტაცია.

ტექნიკა

ზოგიერთ ბინაში მფლობელი პირად თემატურ სტილს ქმნის. მაგალითად, შორეული წარსულის სტილი. არ იფიქროთ, რომ ამ შემთხვევაში სსრკ–ს ესთეტიკა გამოიყენება. მაგალითად, იშვიათი გრამფირფიტა. ის ლამაზი, დახვეწილი და ისეთი არაა, როგორც წარსულში. ყოველგვარი „რადიოტექნიკა“ და „ვეგი“ ემოციას საერთოდ არ ატარებს.

იგივე ეხება კოჭიან მაგნიტოფონს, ტელევიზორს „ელექტრონიკას“ და ელექტროსაპარს „ხარკოვს“. ეს ნივთები მასიური მოხმარებისთვის იწარმოებოდა. ის კუთხოვანი, უფერო იყო და დასამახსოვრებელი არ იყო. ახლა მხოლოდ კოლექციონერებს სჭირდებათ. მათი დანახვა განწყობას არ აუმჯობესებს, სჯობს სადმე ჩააბაროთ და დაივიწყოთ. სხვა არაფრისთვის გჭირდებათ.

წარსულის ნოსტალგია იმიტომ არის ნოსტალგია, რომ ყველაფერს უკეთ ვიხსენებთ, ვიდრე იყო. „წარსულის ძვირფასი ნივთების“ შემხედვარე უნებურად ხვდებით, რომ პროგრესი არ ჩერდება. არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ დიზაინის მხარეც ვითარდება. გირჩევთ, ბინიდან ყველაფერი ზედმეტი მოიშოროთ. ინტერიერი პრაქტიკული და თანამედროვე უნდა იყოს.