სახრახნისის 5 თავისებურება, რასაც ყიდვისას არ ითვალისწინებენ და სულ ტყუილად

ყველამ იცის, რა არის სახრახნისი და სახლში მინიმუმ ერთი მაინც მოგვეპოვება. შეძენისას ყურადღებას ვაქცევთ რამდენიმე პუნქტს: ზომა, გამოყენების სიმარტივე, შლიცი და, ბუნებრივია, ფასი. აღმოჩნდა, რომ სახრახნისის არჩევისას სხვა პარამეტრებს უნდა მიაქციოთ ყურადღება. სწორედ ისინი განსაზღრავენ ხელსაწყოს მოხმარების ვადას და გამოყენების სიმარტივეს. ადამიანების უმეტესობამ ამ პარამეტრების შესახებ არ იციან და ვერც ხვდებიან, რა არის. Novate გიამბობთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება სახრახნისის შეძენისას.

1. სახრახნისის სიგრძე

ინსტრუმენტს კონკრეტული სიგრძე უნდა ჰქონდეს. სახლში მოკლე სახრახნისიც აუცილებელია, მაგრამ გერმანიაში მეცნიერებმა ჯერ კიდევ ომამდე, მასშტაბური საომარი მოქმედებისთვის მზადების პერიოდში მოსახერხებელი და პრაქტიკული ხელსაწყოების შემუშავება დაიწყეს.

ამან საფუძველი ჩაუყარა ისეთი მეცნიერების განვითარებას, როგორიცაა ანთროპოტექნიკა. ახლა მას ერგონომიკა ეწოდება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველაზე დიდ ძალას უზრუნველყოფს ტარი, რომლის სიგრძე 152 მმ–ია. ინსტრუმენტის მეტნაკლებად ნაყოფიერი მუშაობის დიაპაზონად 120-150 მმ ითვლება.

2. ტარის საფუძველი: ექვსკუთხა გამაძლიერებლის არსებობა

მაღალი ხარისხის სახრახნისი, რომელიც დიდ დატვირთვაზე სამუშაოდ არის განკუთვნილი, გამაძლიერებლით აღჭურვილია. ამ ინსტრუმენტში მტკიცე წრთობის მაღალი ხარისხის ლითონს იყენებენ. ექვსკუთხა გამაძლიერებელი აუცილებელია, რომ თავად სახრახნისზე ძლიერი ზეწოლა მოახდინოთ და არ შეგეშინდეთ, რომ გამოყენებისას ხელში ჩაგატყდებათ.

3. უხეში დამუშავების ლითონის შლიცი

ზოგი იტყვის, რომ მწარმოებლები ლითონს ცუდად ამუშავებენ, მაგრამ ასე არაა. ასეთ დამუშავებას აზრი არ აქვს. რაც უფრო უხეშია ღარვა, მით უფრო ნაკლებად ამოვარდება ნაკეთობიდან.

ბევრი ცნობილი ხელსაწყოების მწარმოებელი შლიცს მიზანმიმართულად აუხეშებს. მაღალი ფასის კატეგორიის სახრახნისზე სპეციალური დაფრქვევა არსებობს (ამ მიზნით ვოლფრამის კარბიდი გამოიყენება). თუ შლიცზე ლითონი გლუვია, ძალა 45%–ით მცირდება. ასეთი სახრახნისი სჯობს არ შეიძინოთ, რომ მოგვიანებით არ დაიტანჯოთ.

იმავე მიზეზით სახრახნისის ტარს პრიალა , ქრომირებული ფოლადისგან არ ამზადებენ. თუ ასეთ სახრახნისს ზეთით დასვრით, ეს კი ხშირად გარდაუვალია, ძალიან სრიალა გახდება, ანუ მუშაობისას არა მხოლოდ ნაკეთობიდან, არამედ ხელიდან დაგიცურდებათ. გირჩევთ, უშნო, მაგრამ პრაქტიკული, კომფორტული და გამოსაყენებლად ეფექტური ვარიანტი შეიძინოთ.

4. სახელური ფართო ხვრელით

ჩვეულებრივ, თვლიან, რომ ხვრელი საჭიროა მარყუჟის გასაკეთებლად და ხელზე ჩამოსაკიდად ან სათავსოში კომფორტულად ჩამოსაკიდად და შესანახად. ლოგიკური და სწორია, თუმცა ამით მისი დანიშნულება არ მთავრდება. ამ ნახვრეტში შეგიძლიათ მეორე სახრახნისი ჩადოთ, რომ ერთგვარი ბერკეტი გააკეთოთ, ზოგჯერ ასეთი რამ აუცილებელია. ზოგიერთ სახრახნისს აქვს ნახვრეტი, სადაც სპეციალური მოწყობილობა, გამაძლიერებელი ბერკეტი ეტევა. მსგავსი ელემენტები გერმანული წარმოების ინსტრუმენტების ნაკრებში ხშირად გვხდება.

5. სახრახნისის ზომის შესაბამისობა ხელისგულის ზომასთან

აღმოჩნდა, რომ სახრახნისის ზომა ხელისგულის შესაბამისი ან ცოტა მეტი უნდა იყოს. ამრიგად, მეტი ძალა იქმნება. ინგლისში დღემდე არსებობს საწარმო, სადაც ინსტრუმენტს ხელით ამზადებენ. მთავარი ხრიკი ისაა, რომ მხოლოდ შეკვეთით, დამკვეთის ხელის ზომის შესაბამისად ამზადებენ. თავდაპირველად, ხელისგულის ნიმუშს იღებენ, შემდეგ ზომებს თვლიან, რომლითაც სახელურს ამზადებენ. ასეთი ინსტრუმენტის ფასი მაღალია.

ამით სახელურის თემა არ მთავრდება. აუცილებელია, რომ ორი კომპონენტი ჰქონდეს და არაფერი ზედმეტი, როგორიცაა ბუსუსები, ამობურცული დეტალები და სხვა. ორი, რბილი და მაგარი, მასალის კომბინაცია, თითებით ოპტიმალურ დაჭერას უზრუნველყოფს. ზემოთ მითითებული დეტალები მხოლოდ კოჟრებს აჩენს. დასაშვებია მხოლოდ მართკუთხა, არა ღრმა ჩანაჭერი, ან სახელურზე 0,5 მმ კვადრატის ამობურცული ზედაპირი.