
რა არ მოიგონეს ჩვენმა მომხმარებლებმა უბედური ბრიტანელების ცივი და ცხელი წყლის „separate taps”–ის შესახებ. სამწუხაროდ, გაფუჭებული ტელეფონის პრინციპით სწორი და საღი მოსაზრება ბევრი ჭორით და ლეგენდით გარემოცულია. Novate ეცდება გაარკვიოს, თუ არის დიდ ბრიტანეთში ცალკეული ონკანები და რაც მთავარია, დღემდე ასე იყენებენ თუ არა.
ხშირად, ბრიტანეთში ცივი და ცხელი წყლის ცალკეული ონკანების შესახებ ძალიან სასაცილო მცდარ მოსაზრებებს იგონებენ, თითქოსდა ნისლიან ალბიონში ცენტრალური გათბობა არაა და ცხელი წყალი თითოეულ ბინაში ბოილერით თბება. სინამდვილეში ასე არაა, უფრო სწორად, მთლად ასე. ცენტრალური გათბობა თანამედროვე გაგებით, რომელიც მეტნაკლებად ბევრი ადამიანისთვის ხელმისაწვდომია, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დიდ ბრიტანეთში გაჩნდა. დღესდღეობით, ნისლიან ალბიონში ბევრი საცხოვრებელი, სამრეწველო, კომერციული და ადმინისტრაციული შენობა ცივი, ცხელი და თბილი წყლით ისე მარაგდება, როგორც ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში.
მითები ბრიტანული წყალმომარაგების შესახებ რეალური ფაქტების გარშემო იზრდება. პრობლემა იმაშია, რომ ნამდვილი ინფორმაციის აღწერის შემთხვევაშიც, რიგი მოქალაქეები ავრცელებენ ვითარებას, რომელიც მე-19 და მე-20 საუკუნის პირველი ნახევრისთვის სამართლიანია. კევინ ველმანთან, Chartered Institute of Plumbing and Heating Engineering” (CIPHE)–ის მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან ინტერვიუმ რთ–ერთ ინგლისურენოვან სამეცნიერო საიტზე ცნებას “separate taps” სიცხადე შემატა.
CIPHE – სანტექნიკის და თბოტექნიკის დიპლომირებული ინსტიტუტი ბრიტანეთში, რომელიც ჯერ კიდევ 1906 წელს დაფუძნდა. ორგანიზაცია სანტექნიკის და გათბობის სისტემების სერთიფიცირებითაც არის დაკავებული, ასევე ბრიტანეთში სამშენებლო ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს წევრია. მოკლედ, ესაა ორგანიზაცია, რომლის ბიჭებმაც ბრიტანეთში არსებული მილების, ონკანების და ვენტილაციის შესახებ უფრო მეტი იციან, ვიდრე სხვებმა.
კევინ ველმანი ამბობს, რომ დღესდღეობით “separate taps” ან ცალკეული ონკანები უფრო ძველი ტრადიციაა, რომელსაც უტილიტარული მნიშვნელობა აღარ აქვს. თუმცა მე-19 საუკუნეში წყლის მომარაგების სისტემა დღევანდელისგან განსხვავდებოდა. ცხელი წყალი ცენტრალური მეთოდით ნამდვილად არ თბებოდა. ამ მიზნით სახლში საკუთარ ბოილერს იყენებდნენ, რომელიც, როგორც წესი, სახურავზე მდებარეობდა.
შენობის მილებში გამავალი ცივი წყალი წმენდას და შემოწმებას გადიოდა, რის შემდეგაც საკვებად ვარგისად მიიჩნეოდა. ბრიტანული კანონით, წყალი, რომელიც ბოილერის ავზში ხვდებოდა, ამ სტატუს კარგავდა, რადგან შეიძლება მღვრიე ნალექით, ჟანგით და ა.შ. დაბინძურებულიყო. მე-19 საუკუნის ბოლო წყლის შემრევი ონკანი უკვე კარგად ცნობილი იყო, მაგრამ ბრიტანული კანონმდებლობის გამო ცხელი და ცივი წყლის ერთ ონკანში შერევა იკრძალებოდა.
დიდ ბრიტანეთში შემრევი ონკანების მიმართ სიტუაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიცვალა, როცა ძველი სანტექნიკის სისტემის ახლით ჩანაცვლება დაიწყეს. საბოლოოდ, ცივი და ცხელი წყლის შერევის შესახებ აკრძალვა 1960-იანი წლების შუა პერიოდში გაუქმდა. ახლა შენობების უმეტესობა ცხელ წყალს ცენტრალური მეთოდით იღებს. თუმცა ქვეყანაში ცალკეულ ონკანებს იმდენად დიდი ხანი იყენებდნენ, რომ პრაქტიკა უკვე ბრიტანული ტრადიციის ნაწილი გახდა. ბევრი ინგლისელი ასეთ ონკანებს დღემდე ესთეტიკური მიზნით იყენებს. მოკლედ, თანამედროვე ბრიტანეთში ჩვენთვის ნაცნობ შემრევ ონკანებს ფართოდ იყენებენ. ამაში დარწმუნებას ნისლიან ალბიონში მოგზაურობის გარეშეც შეძლებთ, უბრალოდ საძიებო სისტემაში ჩაწერეთ რამე ამის მსგავსი: „mixer tap Britain buy”.