
დღეს Novate გიზიარებთ გეოგრაფიულად შორს მყოფი შოტლანდიელების ცხოვრების შესახებ საინტერესო ფაქტებს ყოველდღიური პრობლემების დროებით დასავიწყებლად და გასართობად. ასევე გიამბობთ, ვინ იგულისხმება გამოთქმაში „სახელურამდე მისული“.
ფინანსური მონობის დასასრული
რას ფიქრობს საშუალო შემოსავლის მქონე ქართველი იპოთეკურ სესხზე? მონობა, უღელი, ფინანსური საყელო, ცხოვრებაში გადასახდელი. მოკლედ, ბანკებს „კეთილი საქმისთვის მაინც ლანძღავენ და სძულთ. შესაძლოა, ეს სწორიცაა – პროცენტული განაკვეთი მოქალაქეების უმეტესობის შემოსავალს არ შეესაბამება. იპოთეკის გადახდას ყველა ვერ ახერხებს. ასეთი სიტუაცია მხოლოდ ჩვენთან არაა, არამედ, პრაქტიკულად, მთელ მსოფლიოში. ახლა ზოგიერთი იტყვის, რომ იაპონიაში 1,4% იპოთეკაა!
იაპონიაში საცხოვრებელს რთულია საცხოვრებელი უწოდოთ, რადგან უძრავი ქონების ბაზარზე შემოთავაზებული ვარიანტები 6 კვადრატული მეტრიდან იწყება, ხოლო საშუალო ფართობი 30 კვადრატულ მეტრს არ აჭარბებს. ამას დაუმატეთ საშინელი გათბობა, რომელიც ზამთარში შენობას მხოლოდ 14-16 გრადუსამდე ათბობს. წარმოიდგინეთ, რომ გთავაზობენ სააბაზანო ოთახის ზომის ცივ ბინას წელიწადში 1,4%–ად! აი, რას ნიშნავს ნამდვილად „ბეტონის ყუთი“. სჯობს ნორმალური თბილი ბინა წელიწადში 8-10%–ად ავიღო!
შოტლანდიელებისგან ცოტა გადავერთეთ. როგორც კი, შოტლანდიელები იპოთეკურ სესხს სრულად ფარავენ, დაუყონებლივ კარს წითლად ღებავენ. ეს ნიშნავს, რომ საცხოვრებელ კერძო საკუთრებაში გადადის, ხოლო მფლობელს იმაზე ფიქრი არ უწევს, თუ როგორ იცხოვროს ნახევარი ხელფასით და ახლა მშვიდად ძინავს. წითელი კარი სიხარულის ნიშანია, რომელიც მრავალწლიანი ფინანსური ვალდებულების დასრულებას ნიშნავს!
სახელურამდე მისული
ასეთი გამოთქმა კარს, სახელურს და სხვა ავეჯს არ უკავშირდება, თუმცა ერთი შეხედვით, ასე ჩანს. გამოთქმას ზღვრამდე მისულ გაღატაკებულ ადამიანზე ამბობენ, რომელიც სანაგვე ურნიდან ნარჩენების ჭამას არ ერიდება.
გამოთქმა რუსეთში წარმოიშვა (საუკუნე უცნობია). მაშინ პლასტმასის პაკეტები არ იყო, რაშიც პროდუქტების ჩადება შეიძლებოდა. სწორედ ამიტომ, პურს, კერძოდ, ტრადიციულ კალაჩს, სახელურით აცხობდნენ. პურის ტარება ამ სახელურით პრაქტიკული და მოსახერხებელი იყო. შეგეძლოთ ამ სახელურში ძაფი გაგეყარათ, რამდენიმე ათეული კალაჩი აგეცვათ, რგოლად შეგეკრათ და კისერზე ჩამოგეკიდათ.
კალაჩის სახელური პური იყო, მაგრამ ძალიან უხეში და უგემური. თან ამ ნაწილს მოვაჭრეები და პრეტენზიული მყიდველები ჭუჭყიანი ხელით შეიძლება შეხებოდნენ. იმ დროს ჰიგიენა მოწოდების სიმაღლეზე არ იყო, ამიტომ რამდენიმე დღე ან კვირა დიარეით ან მწვავე დიზენტერიით რომ არ გაეტარებინათ, ამ სახელურს ტეხავდნენ და აგდებდნენ. კალაჩის სახელურებს ძაღლები ან სწრაფი ორფეხა კონკურენტები ჭამდნენ, რომელთაც სხვა საჭმელი არაფერი ჰქონდათ. მოკლედ, „სახელურამდე მისული“ არის ღარიბი ადამიანი, რომელმაც მორალური სახე დაკარგა და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ნარჩენებით იკვებება.