შეცდომები ხრუშჩოვის ბინის სამზარეულოში, რის გამოც დიასახლისი სწრაფად ბერდება

ძველი სახლის სამზარეულო რემონტის დროს განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მაგალითად, ხრუშჩოვის ბინა დიდი სივრცით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ მის გარეშე არ გამოვა. Novate გთავაზობთ მარტივ და სასარგებლო რჩევებს, რომელთა დახმარებით პატარა სამზარეულოს ისე გარდაქმნით, რომ ცნობა გაგიჭირდებათ.

სამზარეულო ძველ სახლში

ძველ ბინაში დიდ და ფართო სამზარეულოს იშვიათად შეხვდებით. მთელ ბინაში სივრცე უკიდურესად შეზღუდულია, ამიტომ სხვა ოთახებისთვის მეტი ფართობის მიცემა გონივრული იყო. მაგალითად, მისაღები ან საძინებელი ოთახებისთვის. გვახარებს ის, რომ ზოგიერთი დიზაინერული ხრიკი პატარა სამზარეულოს ვიზუალურად გაფართოებაში გვეხმარება. პირველი ხრიკი: ფერების პალიტრა.

ფერების და ხაზების სიმდიდრე

ასეთი სამზარეულოს პატარა ფართობი ინტერიერში მუქი ფერის გამოყენების შესაძლებლობას არ იძლევა. მუქი ფერები ოთახს ვიზუალურად ავიწროებს, აპატარავებს და არაკომფორტულს ხდის. მინიმალისტული შევსება და ღია მშვიდი ფერები გონივრული გადაწყვეტილებაა. სკანდინავიური სტილის სამზარეულოს ყურადღება მიაქციეთ. მისი ნეიტრალური ფერები და სივრცის ერგონომიული შევსება თავის საქმეს გააკეთებს.

უფრო მეტიც, ასეთი ინტერიერის გაზავება ფერადი შპალერით ან ჭრელი ფილებით არ სცადოთ. სპეციალისტები გირჩევენ, რომ ყურადღება გეომეტრიულ დეკორს, სწორ ხაზებს, მინის ან ლითონის ინტერიერის ელემენტებს მიაქციოთ. დაგვეთანხმეთ, ასეთი სამზარეულო ათი წელი აქტუალობას არ დაკარგავს. მინიმალისტური დიზაინი სისუფთავეს, სიმშვიდეს და კომფორტს მოგანიჭებთ.

მხოლოდ კლასიკა

დიზაინერები გირჩევენ, სტანდარტული ხის ელემენტები პატარა სამზარეულოში ფრთხილად გამოიყენოთ. ასე ისედაც პატარა სივრცე შეიძლება ვიზუალურად დაპატარავდეს. თუ მხოლოდ კლასიკური ვარიანტი მოგწონთ, ღია ფერის ხის ავეჯი შეარჩიეთ. პატარა სამზარეულოს მრავალფეროვანი პასტელური ჩრდილები ძალიან საყვარელს გახდის და შინაურულ სითბოს შემატებს.

ბევრი ტექნიკა

პატარა სამზარეულოს თითოეულ მფლობელს ნამდვილად დაებადება კითხვა: „როგორ განვალაგოთ ტექნიკა? ეს ლოგიკური აზროვნებაა, რადგან პატარა ფართობაში გასაქანი დიდად არაა. სპეციალისტები გირჩევენ, რომ სამზარეულოს ტექნიკა გრძელი კედლის გასწვრივ ერთ ხაზზე მოათავსოთ. ასეთი ვარიანტი კომფორტულია მისთვის, ვინც ხშირად არ ამზადებს.

თუ ორი სამუშაო ზედაპირი გჭირდებათ, ავეჯი და ტექნიკა L ფორმატში მოათავსეთ. ასე მეტი სხვადასხვა კარადა, თარო და უჯრა გაჩნდება. სიტყვაზე, ზოგიერთი ტექნიკა ერთმანეთის ზემოთ, სადგამზე ან თაროზე შეგიძლიათ მოათავსოთ. ასე სივრცეს კარგად დაზოგავთ. მთავარია, რომ როზეტები საკმარისად გქონდეთ.

L ფორმატის სამზარეულოს ავეჯი ბევრ თანამედროვე ბინაში ხშირად გვხდება. ზოგიერთი U ფორმატში სამზარეულოს ავეჯის და ტექნიკის მოთავსებას ახერხებს, მაგრამ ასეთი მიდგომა ეჭვებს იწვევს. ნივთების შესანახად საკმარისი სათავსო გექნებათ, მაგრამ მაგიდისთვის კუთხე ან ორი ადამიანის თავისუფლად გასავლელად ადგილი არ დარჩება.

ლამაზი სამზარეულო ძველ სახლში

პატარა სამზარეულოში არანაკლებ მნიშვნელოვანია განათება, ფარდა, ტიული, წყლის გამაცხელებლის ადგილმდებარეობა. დიზაინერები გირჩევენ, რომ ეს დიდი მოწყობილობა კარადაში დამალოთ. მნიშვნელოვანია, რომ მას ზედა და ქვედა საფარი არ ჰქონდეს. ასეთია უსაფრთხოების ტექნიკა.

თუ სამზარეულოში ფანჯარა გაქვთ, გრძელი ფარდა ან ტიული არ გამოიყენოთ. ესეც სივრცეს წაგართმევთ და კერძების მზადების დროს ხელს შეგიშლით. ყურადღება მიაქციეთ ჟალუზს, სკანდინავიურ ან რულონის ფარდას. ის ინტერიერს არ ამძიმებს და საკმარის მზის სინათლეს ატარებს.

თქვენ როგორ გააფორმებდით პატარა სამზარეულოს? გაგვიზიარეთ პირადი მაგალითები, როცა ძველ სახლში სამზარეულო უბრალოდ დიდებულად გამოიყურებოდა.