სახლის მაქსიმალური დათბუნვა კანადელი მშენებლების ტექნოლოგიით

თუ კითხულობთ, როგორ დათბუნოთ სახლის კედლები, Novate–ს დღევანდელ სტატიაში რამდენიმე ვარიანტს იპოვით. სახლი შეგიძლიათ როგორც გარედან, ასევე შიგნიდან დათბუნოთ. გიამბობთ, რომელი მასალებით უფრო მარტივია საცხოვრებელი შენობის იზოლაცია.

სხვადასხვა საიზოლაციო მასალა არსებობს, რომელთაც როგორც პლიუსები, ასევე მინუსები და გამოყენების თავისებურებები ახასიათებთ. სახლი შეგიძლიათ დათბუნოთ მინერალური ბამბით, პენოპლასტით, ეკობამბით, მინის ბამბით, ბაზალტის ბამბით ან პენოპოლისტიროლით. მნიშვნელოვანი მახასიათებლები, რომელთაც საიზოლაციო მასალის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ: თბოგამტარობა, წვადობა, ორთქლის გამტარობა, ეკოლოგიურობა, სიმკვრივე და წყლის შთანთქმის კოეფიციენტი.

რით დავთბუნოთ სახლის კედლები

მინერალური ბამბა

ყველაზე პოპულარული საიზოლაციო მასალა, რომელსაც რიგი უპირატესობები აქვს. მინერალური ბამბა არ იწვის, ტოქსიკურ ნივთიერებებს არ შეიცავს, ფორმას არ იცვლის და ორთქლს კარგად ატარებს. მინერალურ ბამბას ხმის იზოლაციის თვისებებიც აქვს. განასხვავებენ სამი ტიპის მინერალურ ბამბას: ქვის, მინის და წიდის.

სქელი მასალა, რომელიც წლების განმავლობაში გემსახურებათ – ქვის ბამბა, რომელიც მინის ბამბაზე უფრო უსაფრთხოა, მაგრამ უფრო ძვირი ღირს. ახლა უსაფრთხო მინის ბამბას ამზადებენ, რომლითაც ნებისმიერი შენობა შიგნიდან და გარედან შეგიძლიათ დათბუნოთ. ის ნაკლებს იწონის და ადვილად იწყობა. მინერალურ ბამბასთან მუშაობისას რესპირატორი, სათვალე და ხელთათმანები დაგჭირდებათ, რადგან მინის ბამბის წვრილ ნაწილები შეიძლება ჰაერში მოხვდეს.

პენოპლასტი

პენოპოლისტიროლი ან პენოპლასტი იაფი და მსუბუქი მასალაა. დამათბუნებელი ფილების და გრანულების სახით იწარმოება. პენოპლასტი მარტივად იწყობა და არა ყველა, მაგრამ ზოგიერთ ბრენდს დაბალი წვადობა აქვს, ამიტომ ყურადღებით უნდა იყოთ. პენოპლასტი შეიძლება აალებადი იყო და ტოქსიკური ნივთიერებები გამოყოფს, ზოგჯერ ალის შემაკავებელს შეიცავს. გარეგნულად, განსხვავებებს ვერ დაინახავთ, ამიტომ პენოპლასტი გარე საიზოლაციო მასალად გამოიყენება.

პენოპლასტი წყლის ორთქლს არ ატარებს, ხოლო აწყობისას ადვილად ზიანდება. ექსტრუდირებული პენოპოლისტიროლი არ იწვის, სითხეს არ შთანთქავს და უფრო გამძლეა. ასეთი პენოპლასტით შეგიძლიათ სახლის ცოკოლი და საძირკველი დათბუნოთ.

სახლის გარე დათბუნვა

ჩვეულებრივ, მოსაპირკეთებელ სამუშაომდე სახლს გარედან საიზოლაციო მასალას აკრავენ, მაგრამ ზოგჯერ აივნის და კედლების დათბუნვა ძველ, მრავალსართულიან კორპუსში ან კერძო შენობაში მოგვიანებით გვიწევს. გარე იზოლაცია კარგია იმით, რომ დათბუნული კედლები არ იყინება და კონდენსაციას ოთახში არ უშვებს.

სახლის ექსპლუატაციის ვადა გარე იზოლაციით მნიშვნელოვნად იზრდება, რადგან კედლები წლის სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტემპერატურის ზემოქმედებას განიცდის. ამის გამო იზოლაციის გარეშე კედლები დეფორმირდება. თუ კედლებს გარედან დათბუნავთ, შიდა დათბუნვაზე, თბილ იატაკსა თუ დამატებით გამათბობლებზე ფულს არ დახარჯავთ.

შიდა დათბუნვასთან შედარებით, გარე იზოლაცია უფრო ძვირი ჯდება და ეს დიდი მინუსია. გარდა ამისა, გარე იზოლაცია ხელსაყრელ ამინდის პირობებში და სპეციალური აღჭურვილობით ხორციელდება, ამიტომ ხშირად დამოუკიდებლად დათბუნვა არ გამოგივათ. შესაბამისი სამსახურის გამოძახება მოგიწევთ.

სახლის შიდა იზოლაცია

თუ გარედან სახლის დათბუნვა მხოლოდ სპეციალისტებს შეუძლია, შიდა იზოლაციისთვის სპეციალური ინსტრუმენტები და ძვირადღირებული აღჭურვილობა არ დაგჭირდებათ. საიზოლაციო მასალებზეც შეგიძლიათ დაზოგოთ, რადგან უფრო იაფია, ვიდრე გარე საიზოლაციო მასალა.

და მაინც, შიდა იზოლაცია გარესთან შედარებით აგებს. მისი გაკვრა წლის ნებისმიერ დროს შეიძლება და უფრო იაფი ჯდება. გარდა იმისა, რომ შიდა იზოლაცია სახლის სივრცეს ამცირებს, რიგი დეტალები ახლავს, რომელთანაც შეგუება მოგიწევთ.

კონდენსაცია შიდა იზოლაციის ერთ–ერთი უხერხულობაა. შიდა იზოლაციას მოსაპირკეთებელ მასალასა და კედელს შორის აკრავენ, ცივ სეზონზე კედელი ცივდება და შენობის შიგნით სითხეს აგროვებს. ამის გამო ობი და სოკო ჩნდება. შიდა იზოლაციის შემთხვევაში ყოველი განიავება დათბუნვას აცივებს და სახლში მაინც სიცივეა. ელექტროგამათბობლის შეძენა მოგიწევთ.

საინტერესოა, რომ ცივ კანადაში კარკასულ სახლებს აშენებენ, შესაბამისად, ცივია. მართალია, კარკასული სახლი მინერალური ბამბით ითბუნება, მაგრამ ასეთ მკაცრ კლიმატურ პირობებში ეს საკმარისი არაა. სახლის შიგნიდან დათბუნვაც უწევთ.

ბევრი რომ არ იწვალონ და გაყვანილობაზე დრო არ დახარჯონ, მშენებლები ხის კარკასს 2 სმ სისქის ხის ძელებს უმატებენ. შენობა ზემოდან გაძლიერებული ფოლგირებული მუყაოთი იფარება. ასე სახლი თერმოსი ხდება და ორმაგი იზოლაცია აქვს. ეს კონსტრუქცია იდეალური არაა. თქვენ რომელ საიზოლაციო მასალას თვლით საიმედოდ?