შეცდომები აგარაკზე, რის გამოც მეაგარაკეს სინდისი ქენჯნის

სააგარაკო საქმეს ვერ გადააკეთებთ. ყოველდღე ჩნდება ახალი საზრუნავი, რომელიც ოპერატიულად უნდა მოაგვაროთ. ზოგჯერ დრო არ გვაქვს, რომ ყველაფრის წვრილმანებამდე გავთვალოთ. გარდა ამისა, გამოცდილება მხოლოდ პროცესში, ხშირად ძვირადღირებული შეცდომის ხარჯზე შეიძლება შეიძინოთ.

Novate გიზიარებთ ყოფილი მეაგარაკის ისტორიას, რომელიც წლები საკუთარ ნაკვეთს ფლობდა და ბევრი მარცხის დაგროვება მოასწრო. ახლა აცნობიერებს, თუ რა შეცდომები დაუშვა და მზადაა თავისი მოსაზრებები ნაკლებად გამოცდილ ხალხს გაუზიაროს.

სააგარაკო საქმე

„ჩვენს მხარეში ერთ–ერთი პირველები ვიყავით, ვინც აგარაკის მოვლა დავიწყეთ. მაშინ ჩვენი შეცდომები განსაკუთრებით თვალშისაცემი არ იყო, ვაკეთებდით იმას, რაც იყო. რაც უფრო ბევრი ლამაზი სახლი და მოვლილი ნაკვეთი გამოჩნდა, ჩვენი ნაკლოვანებები უფრო გამოჩნდა“ – წერს ნათელა.

„ნაკვეთი ისეთი მყუდრო და უნაკლო აღარ გვეჩვენება, როგორც ადრე. ჩვენი მთავარი (და ყველაზე ძვირადღირებული) შეცდომაა პროფილირებული ფურცლებით ღობის გაკეთება. რა თქმა უნდა, როცა ვაკეთებდით, საჭირო იყო. ასე ხომ კურდღლების, მელიების, გარეული ღორების და სხვა ტყის ბინადრისგან თავს ვიცავდით, რომლებიც მოწვევის გარეშე სტუმრობას ცდილობდნენ.

ახლა გარშემორტყმული ვართ დასახლებული ნაკვეთებით, რომლებიც თავისთავად ჩვენი დაცვაა. ყველას რომ ჩვენნაირი ღობე ჰქონოდა, სიმპათიური ქუჩა უფრო ინდუსტრიულ ზონას დაემსგავსებოდა. ასე მეზობლების ღია ლამაზი ღობეები ძალიან მაგრად გამოიყურება. მე და ჩემს მეუღლეს რაღაც მსგავსის გასაკეთებლად  ფულის დაგროვება გვსურს.

გარდა ამისა, ღობე, როგორი საიმედოც არ უნდა იყოს, სერიოზული დაცვა ვერ იქნება. გასულ წელს ქურდებმა მეზობელ სოფელში ერთი კეთილმოწყობილი ოჯახი გაქურდეს იმის მიუხედავად, რომ სახლს სამმეტრიანი ბეტონის ღობე აკრავს. სწორედ ამიტომ, ღობე მხოლოდ დეკორი, ნაკვეთის გასაფორმებელი საშუალებაა და მეტი არაფერი.“

ხელნაკეთი ნივთები ხარახურისგან

„მეორე შეცდომა ისაა, რომ რატომღაც გადავწყვიტეთ ძველი საბურავები არ გადაგვეგდო. ინტერნეტში ხრიკების დათვალიერებისას ამ ხარახურიდან კლუმბები გავაკეთეთ. მახსოვს, როგორი მონდომებით ვღებავდი ყვითელი საღებავით. ახლა გაფიქრებაც მაშინებს, თუ რამდენ საშინელებას გამოყოფს საბურავი სიცხეში. მომავალ წელს მათ გადაგდებას და ხის კონსტრუქციებით ჩანაცვლებას ვაპირებ.

სულ უფრო ხშირად ვფიქრობ, რომ რეზინის, პლასტმასის და სხვა გაუგებარი მასალის ადგილი აგარაკზე არაა. სჯობს ნატურალურ მასალებს და ყვავილებს უპირატესობა მიანიჭოთ. მახსენდება პლასტმასის ბორდიურები, რომლებიც ერთ დროს სიიაფის და სწრაფი მონტაჟის გამო ავირჩიეთ.

ალბათ, პენსიონერის აგარაკზე პლასტმასის ბორდიური გონივრულად გამოიყურება, თუმცა ახალგაზრდების ნაკვეთზე ასეთი კლუმბი უბრალოდ ტაბუა. ეს და სხვა პლასტმასის მოწყობილობა სჯობს სხვას დაუთმოთ.

და ბოლოს, პლასტმასის ბოთლებისგან დამზადებულ ხელნაკეთ ნივთებზე მინდა ვთქვა. ასეთი ნივთები მხოლოდ ფოტოშია ლამაზი. სინამდვილეში, ხარახურა ხარახურად რჩება, როგორი ფორმაც არ უნდა მისცეთ. სწორედ ამიტომ, ასეთი პლასტმასის სილამაზის ნაკვეთზე მოტანა მორიგი დიდი შეცდომაა. ასე არა მხოლოდ მეზობლების, არამედ საკუთარი თავის წინაშე შეგრცხვებათ“ – დარდობს ნათელა.

ალბათ, ნათელა ასე არ უნდა წუხდეს, რადგან შეცდომები ნებისმიერ საქმეს ახლავს. წარუმატებელი ღობე და უადგილო ხელნაკეთი ნივთები უბრალოდ ღირებული გამოცდილება გახდება, რომელიც საბოლოოდ ნაკვეთის გარეგნობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

თვლით, რომ ეს შეცდომებია თუ ფიქრობთ, რომ, მაგალითად, ხელნაკეთი ნივთები პლასტმასის ბოთლებისგან, ან კლუმბი ძველი საბურავებისგან მისაღებია?