ცივი სხვენი კედლებზე მოდებული ყინვით ჩუმად ობდებოდა. ჭკვიანმა მშენებელმა გამოსავალი იპოვა

კედლებსა და სხვენზე კონდენსანტი პასუხისმგებლიანი მფლობელისთვის სერიოზული პრობლემაა. უსარგებლო სითხემ შეიძლება გამოიწვიოს სახურავის დამხმარე სტრუქტურების დაზიანება, ობის გაჩენა, წყლის გაჟონვა, საიზოლაციო სისტემის სწრაფად გაფუჭება და მისი გამოცვლის აუცილებლობა. Novate ეცდება გაარკვიოს, როგორ მოიქცეთ, თუ სხვენი კონდესანტმა დაიპყრო.

კონდენსატი კედლებზე

კონდენსატის წარმოქმნის ბევრი ვარიანტი არსებობს. აქ შედის გაუთბობელი სხვენი, უხარისხო თბოიზოლაცია, სახურავის მონტაჟის პროცესში დარღვევა, არაჰერმენტული სახურავი. ერთ–ერთ მიზეზსაც შეუძლია, რომ სახურავიდან ნამდვილი ჩანჩქერი გამოიწვიოს. პანიკაში არ ჩავარდეთ, რადგან ამ საქმეში მთავარია, პრობლემა დროულად აღმოაჩინოთ და მოაგვაროთ.

თანამედროვე გადაწყვეტილება

ადრე სხვენზე კონდენსატის პრობლემას ე.წ. „ყრუ“ სარკმლის დახმარებით აგვარებდნენ. მათ ხშირად დაინახავთ ძველი შენობის სახურავზე პატარა წრის, კვადრატის ან გულის ფორმის ხვრელით. ახლა ასეთი ძველებური ნოუ–ჰაუ ვერ დაგეხმარებათ, რადგან თანამედროვე სახლების მშენებლობისას სახურავის მონტაჟის რთული სისტემა და თბოიზოლაციის მასალები გამოიყენება.

ამ მასალებმაც ადვილად შეიძლება გიმტყუნოთ. სახლის მფლობელი სახურავის ქვეშ ყინულის დიდი მარაგის ნახვას არ ელოდება, მაგრამ იქნება. მაგალითად, თუ ძალიან თხელ საიზოლაციო მასალას იყენებთ. საკმარისი სისქის იზოლაცია ვერ გიშველით, თუ მისი ხარისხი საუკეთესოს სურვილს ტოვებს.

თუ ასეთი უსიამოვნება მოხდა და კონდენსატი სხვენზე გამოჩნდა, ყურადღებით დააკვირდით. რომელ ადგილებშია დარღვეული თბოიზოლაცია? ეს პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ტოვებს თბილი ჰაერი შენობას. როგორც წესი, ასეთ ადგილებში პირველი კონდენსატი გროვდება.

კონდენსატი კედლებსა და სხვენზე

სწორი სავენტილაციო სისტემა სხვენს მავნე ტენიანობისგან დაიცავს. თუ სხვენი არ ითბუნება, წლის ნებისმიერ დროს ჰაერის ოპტიმალური მიმოქცევა მაინც უნდა იყოს. სახლში ცივი ჰაერი ვერ შეაღწევს, აი, სახურავზე სიმშრალეს უზრუნველყოფს.

სახურავის მონტაჟისას სერიოზული დარღვევაა, როცა გადასახურავ მასალებს პირდაპირ თბოიზოლაციას ადებენ. ეს არაპროფესიონალი მშენებლების გავრცელებული შეცდომაა. ამ შემთხვევაში კონდენსატის ადგილის აღმოჩენა გაცილებით რთულია. შესაძლოა, სახურავის დემონტაჟი და დათბუნვის ხელახლა დაყენება მოგიწიოთ.

თანამედროვე გადახურვის სისტემები ითვალისწინებს სპეციალური სავენტილაციო შვერილების, აერატორების და პერფორირებული სოფიტების გამოყენებას. შვერილები და აერატორები პირდაპირ სახურავზე მდებარეობს, ხოლო პერფორირებული სოფიტები შვეულიდან ჰაერის წვდომას უზრუნველყოფს.

თუ სახლის მშენებლობას იწყებთ, სხვენის ვენტილაციის შესახებ პროფესიონალს გაესაუბრეთ. სჯობს სხვენზე ზედმეტი კონდენსატის წარმოქმნა თავიდან აიცილოთ, ვიდრე ისედაც ძვირადღირებული სამუშაო თავიდან გააკეთოთ.

თუ კონდენსატი კედლებსა და სხვენზე დაინახეთ, სწრაფად იმოქმედეთ. ასე სიტუაციას დროულად დაარეგულირებთ. ასეთი პრობლემის მოგვარება უფრო იაფი დაგიჯდებათ, ვიდრე კონდენსატისგან დაზიანებული სახურავის სრული რემონტი. ნაცნობია თუ არა სიტუაცია, როცა კონდენსატი კედლებსა და სხვენზე თქვენს სახლში გამოჩნდა? რა გადაწყვეტილებას შემოგვთავაზებთ საკუთარი გამოცდილებიდან?