სამზარეულო, რომელიც ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით შეგეფერებათ

საუკეთესო სამზარეულო ყველასთვის თავისია. ზოგს მდიდრული და მოდური ვარიანტი მოსწონს, ზოგი უბრალო და კომფორტულ სტილს უპირატესობას ანიჭებს. სამზარეულოს არჩევაში ზოდიაქოს ნიშანი თავის როლს ასრულებს. Novate გიამბობთ, როგორი სტილის სამზარეულო შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი

ვერძის ნიშნის წარმომადგენელი უპირატესობას თანამედროვე ინტერიერს ანიჭებს. მისთვის პლინტუსის ფასს მნიშვნელობა არ აქვს, თუ სახლის დალაგებაში ხელს უშლის. სამზარეულო პრაქტიკული და ლაკონური უნდა იყოს. ოთახში ზედმეტი არაფერი არ უნდა იყოს, მხოლოდ სისადავე.

კურო

თუ ბინის მფლობელი კუროა, იცოდეთ, რომ მას დიდი სამზარეულო არ სჭირდება. მნიშვნელოვანია, რომ სამზარეულო და სასადილო ზონა გაერთიანებული იყოს. ასე კერძებს სიამოვნებით მოამზადებს, რადგან საყვარელი ადამიანების გარემოცვაშია.

ტყუპები

ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს უჩვეულო გარემო უყვარს, ამიტომ იდუმალ და არისტოკრატიულ აურას ქმნის. სამზარეულოს დიზაინში დეკორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და სამზარეულოს გაჯეტებშიც ვლინდება.

კირჩხიბი

კირჩხიბი კომფორტს დიდად აფასებს. სამზარეულოში ავეჯი პირველ რიგში, გამოსაყენებლად მოსახერხებელი უნდა იყოს, მეორე მხრივ – გამძლე. ტექსტილის დეკორიც ძალიან უყვარს, რასაც მის სამზარეულოში აუცილებლად იპოვით.

ლომი

ლომს საკუთარი თავი ძალიან უყვარს, ამიტომ უფრო ეგოისტი მასპინძელია, ვიდრე სტუმართმოყვარე. შანს ხელიდან არ უშვებს, რომ მეგობრები დაპატიჟოს და ახალი მაცივრით თავი მოიწონოს. სამზარეულოში ლომის გავლენა იგრძნობა, ყველაფერი თანამედროვე და მდიდრულია.

ქალწული

ქალწული, როგორც გულმოდგინე დიასახლისი, წესრიგს და სისუფთავეს ყურადღებას აქცევს. სამზარეულოში კომფორტული სივრცე სჭირდება, რომ კერძები მშვიდად მოამზადოს. ასევე სათავსო უნდა ახარებდეს და ინტერიერის ნაწილს შეადგენდეს.

სასწორი

სასწორს უყვარს, როცა სამზარეულოში მიმზიდველი დეკორი, სხვადასხვა ტექსტილი და მცენარეებია. სასწორის თქმით, სამზარეულო სახლის ყველაზე პოპულარული ოთახია, ამიტომ ძალიან ლამაზად გაფორმებული უნდა იყოს.

მორიელი

მორიელიც ფიქრობს, რომ სამზარეულო სახლის მთავარი ნაწილია, რომელიც მოდური ტენდენციებით გაფორმებული უნდა იყოს. მორიელს უყვარს სამზარეულოში ახალი ტექნიკის და დეკორის შეძენა, რომელიც ინტერიერს ერგება.

მშვილდოსანი

ამ ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელს ფერადი, კაშკაშა სამზარეულო უყვარს. გიჟდება ყურადღების ცენტრში ყოფნაზე, ამიტომ მეგობრებს და ნათესავებს ხშირად სტუმრობს. დიდი სამზარეულო აუცილებელი არაა, მთავარია, კომფორტული და თავსებადი იყოს.

თხის რქა

თხის რქა თვლის, რომ სამზარეულო მეორე საძინებელია. აქ, პატარა დივანიც დევს, რომ სადილობის შემდეგ წაუძინოს. აქვე იპოვით ტელევიზორს და წიგნების კარადას. სამზარეულოს უბრალო სტილში აფორმებს, რომ მალე არ მობეზრდეს. ამით დიზაინი მოსაწყენი არ ხდება.

მერწყული

საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და სამზარეულოს მოწყობილობებზე გიჟდება. თვლის, რომ კერძების მზადება საინტერესო უნდა იყოს და სიხარული მოიტანოს. სამზარეულოს ინტერიერი, რომელიც უფრო მისაღებ ოთახს ჰგავს, ძალიან საინტერესო და მყუდროა.

თევზები

დიზაინერის დახმარების გარეშეც სამზარეულოს ინტერიერს იდეალურად ადგენს. ფერების და ელფერების კომბინაციას მარტივად ახდენს და წარმატებულ ვარიანტებს ქმნის. იმდენად მოდური და ძვირადღირებული სამზარეულო აქვს, რომ მაღალი წრის საზოგადოების დაპატიჟებაც შეიძლება!

როგორი სამზარეულო მოგწონთ? ემთხვევა თქვენი ზოდიაქოს ნიშნის სამზარეულო თქვენს გემოვნებას?