10 ნივთი, რომელიც კვადრატულ მეტრებს „ჭამს“ და ოთახს აპატარავებს

თანამედროვე ბინების მთავარი პრობლემა თავისუფალი ადგილის ნაკლებობაა. ერთი საქმეა, როცა საცხოვრებელი მთლიანობაში პატარაა და კვადრატული მეტრის დეფიციტის გამო თავისუფალი მოძრაობა შეზღუდულია, მაგრამ სხვა საქმეა, როცა შენობა დიდია, მაგრამ ვიზუალურად პატარა და დატვირთული ჩანს. Novate გიამბობთ, რომელი ნივთები უნდა მოიშოროთ, რომ ოთახი ნათელი, ფართო და კომფორტული გამოჩნდეს.

1. მასიური ჭაღები

გახსოვთ, როგორი პოპულარული იყო ადრე მასიური ჭაღები, მათ შორის ბროლის? ის მაღალ სტატუსზე საუბრობდა და ბინას ამშვენებდა. დრო შეიცვალა. ახლა ასეთი ჭაღები ანტიტრენდად და მასიურად ითვლება, თან ოთახს ვიზუალურად აპატარავებს. უჩვეულო პატარა ჭაღბი უფრო გონივრულია. რაც უფრო საინტერესოა დიზაინი, მით უკეთესი, ასე ყურადღებას მიიზიდავს, ხოლო სივრცის ან ჭერის სიმაღლის ნაკლებობას ვერავინ შეამჩნევს.

2. საშუალო სიმაღლის კარადა

ჩვეულებრივ, კარადის სიმაღლე 2,1 მეტრია, ანუ ჭერამდე ადგილი რჩება. მსგავს მოდელებს პოპულარობის მიუხედავად ბევრი ნაკლი აქვთ. პირველ რიგში, ნებისმიერი ოთახის სიმაღლეს ჭრის, ხოლო ხრუშჩოვის ბინაში ისედაც დაბალი ჭერის პირობებში სავალალო მდგომარეობას მიიღებთ. მეორეც, კარადაზე რაღაცის შენახვა მუდმივად გვსურს (მაგალითად, ჩემოდანი, სეზონური ნივთები, უსარგებლო წიგნები და ჟურნალები), ასე ნამდვილ სანაგვედ იქცევა. მესამეც, ავეჯი საძინებელში უხერხულად გამოიყურება და ჩაფიქრებულ ინტერიერს აფუჭებს.

ოპტიმალური ვარიანტი: ჭერამდე კარადა შეუკვეთეთ. მას ფარული სათავსოებისთვის ბევრი ადგილი აქვს, ხოლო ოთახი ვიზუალურად უფრო მაღალი, თავისუფალი და მოწესრიგებული გამოჩნდება. როგორც მინიმუმ, ვიზუალურ ხმაურს ნამდვილად მოიშორებთ.

3. ფარდის არ ქონა

აზრები იყოფა. სკანდინავიური სტილის ფანები თვლიან, რომ ფარდა ზედმეტია, რადგან მზის სხივებს ოთახში თავისუფლად შეღწევაში ხელს უშლის, ანუ ოთახი უფრო ბნელი და მოსაწყენი, ვიზუალურად პატარა ჩანს. ნამდვილად ასეა, თუმცა ჩვენთან ფანჯრებიდან არც თუ ისე ლამაზი ხედები იშლება (სანაგვე ყუთები, ბეტონის ღობეები ან მრავალსართულიანი კორპუსები), ამიტომ ფარდაზე სრულიად უარის თქმა სწორი გადაწყვეტილება არაა.

სჯობს ღია ფერის ფარდა გამოიყენოთ, რომელიც ბუნებრივ განათებას ხელს არ შეუშლის, ამავდროულად, ბინას უცხო თვალისგან დამალავს. ფარდის სიგრძეც მნიშვნელოვანია, იატაკს ოდნავ არ უნდა ეხებოდეს, ზუსტად 2 სმ–ით. ზოგიერთი დიზაინერი გირჩევთ, რომ თავისუფალი ფარდა ხალიჩამდე დაუშვათ, მაგრამ პრაქტიკული არაა.

თუ ოთახში გაჭიმული ჭერია, ფარული კარნიზი გამოიყენეთ, ასე ფარდა ჭერის სიმაღლეს ვიზუალურად გაზრდის. ყურადღება მიაქციეთ, რომ ის ფართო უნდა იყოს და გაშლისას ფანჯარას სრულად ფარავდეს. თავი აარიდეთ პლისებიან და მრავალფენიან ვარიანტებს, რადგან ოთახს ვიზუალურად ამცირებენ.

4. შიშველი კედლები

სივრცე რომ არ გადავტვირთოთ, კედლებს ხშირად შიშველს ვტოვებთ. ეს ერთ–ერთი მთავარი შეცდომაა, რადგან ცარიელი ზედაპირი სიტუაციას აუარესებს. რა თქმა უნდა, კედლის დამშვენება ათობით პატარა ფოტოთი ან სურათით არ ღირს. აი, რამდენიმე დიდი ტილო ან ჩარჩოიანი სარკე თვალის დონეზე კარგი იდეაა. ამრიგად,თავისუფალი სივრცის აუცილებელ შეგრძნებას შექმნით.

ყურადღება მიაქციეთ, რომ ნახატები და ფოტოები კლასიკაა, მაგრამ კედლის გასაფორმებლად ერთადერთი ვარიანტი არაა. ორიგინალური გადაწყვეტილება: მოგზაურობიდან ჩამოტანილი თეფშებით ან ძველი სერვიზით საინტერესო კომპოზიცია შექმენით. მნიშვნელოვანია, რომ ჭურჭელი ერთი სტილში ან ფერში იყოს, ხოლო ზომები განსხვავდებოდეს.

თუ ხელნაკეთი ნივთები გიზიდავთ, კედლები შესანიშნავი საგამოფენო დარბაზი შეიძლება გახდეს. ჩხირებით ან ყაისნაღით ნაქსოვი სალფეთქები, პანო მაკრამის ტექნიკით, ნაქსოვი ნახატები და სხვა ხელნაკეთი შედევრები დეკორის ცენტრალური ელემენტი გახდება.

5. არაფუნქციური ავეჯი

ბინის გადატვირთვა უსარგებლო ნივთებით ცუდი იდეაა, მით უფრო თუ სივრცე ისედაც შეზღუდულია. საუბარია საწოლის ტუმბოზე, ჟურნალის, ყავის ან ტუალეტის მაგიდაზე. ასეთი ნივთები ფართო ოთახის ინტერიერს იდეალურად ავსებს, მაგრამ სხვა შემთხვევაში სასარგებლო ადგილს იკავებს. ზოგჯერ საწოლის ტუმბოს გამო საძინებელში კომფორტულ ორკაციან საწოლს ვერ ვდგამთ, ხოლო ტუალეტის მაგიდა სასურველ კომოდს აუქმებს. დიზაინერები გირჩევენ, ასეთი ნივთები უფრო უნივერსალური და კომპაქტური ვარიანტით, მაგალითად, დასაკიდი თაროებით ჩაანაცვლოთ.

6. გადავსებული ზედაპირები

არასდროს გიფიქრიათ, რატომ გამოიყურება მინიმალისტური სტილის ბინები ფართოდ? საქმე არა ზედმეტი ავეჯის არ ქონაში, არამედ ცარიელ ზედაპირებშია. თაროებზე, ჟურნალის მაგიდაზე მხოლოდ რამდენიმე დეკორის ნივთი დევს, დანარჩენი კი ყუთებსა და კარადებშია შენახული, რომ ვიზუალური ხმაური არ შექმნას. ეს სწორი გადაწყვეტილებაა, თუ ნათელი, ფართო და მსუბუქი ბინის ქონა.

7. სამზარეულოს ტექნიკა თვალსაჩინო ადგილას

დაახლოებით ასეთი სიტუაცია სამზარეულოში გვხდება. რაც უფრო მეტი ჭურჭელი, ტექნიკა, კონტეინერია თვალსაჩინოდ, მით უფრო გადატვირთულად და უწესრიგოდ გამოიყურება ოთახი. დამატებით, ზომაში მნიშვნელოვნად მცირდება, რაც ასევე კარგი არაა. გადაწყვიტეთ, თუ რომელი ტექნიკა გჭირდებათ სულ ხელთ რომ გქონდეთ, დანარჩენი კარადაში შეინახეთ. გასაგებია, რომ მზადების პროცესში ყველაფერი გჭირდებათ, მაგრამ გამოყენების შემდეგ თავის ადგილას დააბრუნეთ, რომ სამზარეულო მოწესრიგებულად გამოიყურებოდეს.

8. ბალიშები დივანზე

უფრო ზუსტად, მისი ჭარბი რაოდენობა. მთლიანობის შესაქმნელად დეკორატიული ბალიშები აუცილებელია, რადგან ოთახს სილამაზეს და მყუდროებას მატებს, მაგრამ გადაჭარბების შემთხვევაში ქაოსი იქმნება. გახსოვდეთ, რომ ბალიშს ძალიან დიდი ზომა არ უნდა ჰქონდეს, ზურგის ქვეშ უნდა თავსდებოდეს. დივანზე თავისუფლად ჯდომის საშუალება უნდა გქონდეთ და კიდეზე არ ჯდებოდეთ, რადგან ბალიშები თავისუფალ ადგილ იკავებს.

9. ღია თაროები

ღია თაროებთან სიფრთხილე გმართებთ. ღია ღაროებზე ჩაფიქრებული კომპოზიციები მშვენივრად გამოიყურება, მაგრამ თუ სხვადასხვა წვრილმანით გაავსებთ (მაგალითად, დასატენი აქსესუარები, სტატუეტები, გასაღებები და სხვა), გარეგნულ იერს გააფუჭებთ. თაროები დეკორატიული მიზნით გამოიყენეთ, ნივთები კი დახურულ სათავსოებში (კარადა, უჯრა და ა.შ.) შეინახეთ.

10. ავეჯი ფანჯრის წინ

ავეჯის ასეთი განლაგება უფრო ტრადიციულია, ვიდრე წესიდან გამონაკლისი. მართალია, მას ერთი მინუსი აქვს: ნივთმა შეიძლება ოთახში ბუნებრივი სინათლის შემოსვლას ხელი შეუშალოს, რის გამოც ვიზუალურად პატარა ჩანს. სწორედ ამიტომ, ფანჯრის გარშემო ზონა თავისუფალი დატოვეთ.