დიდი სივრცე და ხმის იზოლაცია: როგორი იყო მრავალსართულიანი შენობები „სტალინურსა“ და „ხრუშჩოვის“ შორის პერიოდში

სსრკ–ს პერიოდში მშენებლობის განვითარება პირობითად შეიძლება დაიყოს რამდენიმე სხვადასხვა ეტაპად, რომელთაგან თითოეული გარკვეული ტიპის სახლთან ასოცირდება. ყველაზე ცნობილია „სტალინური“ და „ხრუშჩოვის“ შენობები, რომლებიც ბევრის აზრით ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდა. სინამდვილეში მათ შორის მრავალსართულიანი სახლების რამდენიმე ვარიანტი იყო, მათგან SM-3 და SM-6 სერიები ყველაზე პოპულარულია, თუმცა ბევრი არ აუშენებიათ.

სსრკ–ს საცხოვრებელი ფონდი ასეთი ნაკლებად ცნობილი საცხოვრებელი კორპუსებით 1957 წლიდან 1963 წლამდე პერიოდში შეივსო. ეს ხელს არ გვიშლის, რომ SM-3 და SM-6 სერიები გვიანდელ სტალინურ არქიტექტურას მივაკუთვნოთ. ასეთ შენობებს სხვა თანამედროვე და მომდევნო შენობებისგან განსხვავებით კარგი დაგეგმარება ჰქონდა და პროექტის ავტორი იყო „მოსპროექტი“ და არა მოსკოვის ტიპოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი და პროექტის ინსტიტუტი. შესაბამისად, სერიას აქვს ნიშანი SM, რაც ნიშნავს „მოსპროექტის სექციებს“.

მსგავსი შენობის პირველი სერია SM-3 გახდა, რომელიც სტალინურ პროექტს მცირედით ჩამოგავდა. SM-6 შენობას უკვე დიდი განმასხვავებელი ნიშანი ჰქონდა, თუმცა ხრუშჩოვამდე ბევრი აკლდა. სწორედ ამიტომ, ხშირად მსხვილპანელებიან სახლებად მოიხსენიებდნენ, თუმცა მისი შიდა და გარე კედლები აგურით ნაგები იყო.

საინტერესო ფაქტი: SM-3 და SM-6 სერიის სახლებს ხშირად მიაკუთვნებენ უფრო ადრეულ სერიებს, რომლებიც სტალინური სტანდარტების მიხედვით ბოლო ნაშენებია – II-08 ან II-29. სინამდვილეში, მხოლოდ გარეგნული მსგავსება შეინიშნება, დაგეგმარება და სექციების სიგრძე მნიშვნელოვნად განსხვავდება.

დღეს სპეციალისტები ამ სერიის შენობებში ხრუშჩოვთან შედარებით ბევრ უპირატესობას პოულობენ. მაგალითად, სახლებს 8-10 სართული ჰქონდათ, პირველი უცხოვრებელი სართულის გარდა. ამასთან, SM-3 და SM-6 სერიებს ერთოთახიანი ბინები არ ჰქონდა, რაც მაცხოვრებლებს მეტ ფართობს აძლევდა, რადგან ნაკლები ბინა იყო როგორც შესასვლელში, ასევე ერთ სართულზე.

ზოგიერთ სერიაში აივანიც იყო – ხშირად მეოთხე და მაღალი სართულებისთვის, როგორ მინიმუმ, ერთ ბინაში. ინდივიდუალურ სახლებში SM-3–ს ერკერებით დაკვეხნა შეეძლო – საერთო ფასადიდან გამოწეული ნაწილი, რაც ოთახს უფრო განათებულს ხდიდა და ზომაში ზრდიდა. ამ სერიის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი უპირატესობაა კარგი ხმის იზოლაცია. ამასთან, მზიდი კედლები მხოლოდ სამოთახიან ბინებში იყო.

ბინების განლაგება და ერთოთახიანის არ არსებობა მოგვიანდელ ხრუშჩოვის ბინებთან შედარებით უფრო ფართოს ხდიდა. მაგალითად, ოროთახიან ბინას ხშირად 54-56 მ² ჰქონდა. თუ სამზარეულო ძალიან პატარა იყო, 8 მ²–მდე, დიდი ოთახის ფართობი ერკერების ხარჯზე 24  მ²–ს აღწევდა. აი, სამოთახიან ბინას 74-80 მ² ფართობით დაკვეხნა შეეძლო, რაც ხრუშჩოვის და ბრეჟნევის ბინებთან შედარებით დიდს ხდიდა.

როგორც ნებისმიერ სხვა პროექტს, სერიებს SM-3 და SM-6 თავისი ნაკლოვანებები ჰქონდა. მაგალითად, მე-8 ან მე-10 სართულის და ბინების მცირე რაოდენობის გამო ფართო ლიფტი გათვალისწინებული არ იყო – სტანდარტულ სამგზავრო ლიფტს ამონტაჟებდნენ. ამის გამო ზედა სართულის მაცხოვრებლებს დიდი ზომის ავეჯის ატანა უჭირდათ. გარდა ამისა, ასეთ სახლებში არ იყოს ნაგვის გადასაყრელი ბუნკერი. ყველა ეს ნაკლი საბჭოთა არქიტექტურის გარდამავალი პერიოდის ამ ბინების საერთო პოზიტიურ შთაბეჭდილებას ვერ ფარავს. სწორედ ამიტომ, 60 წლის შემდეგაც კომფორტული საცხოვრებლის მსურველებს შორის მოთხოვნადია.