ყველა დარწმუნებულია, რომ ტროტუარის ფილები საუკეთესოა, მაგრამ უფრო ლამაზი და იაფი ვარიანტებიც არსებობს

კერძო სახლის ეზოსთვის სწორი საფარის არჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. ეზოში ხომ ყოველთვის ცხოვრება დუღს: ოჯახის წევრები და სტუმრები მოძრაობენ, ავტომობილები შედის და გამოდის. სწორედ ამიტომ, საფარი სწორი და გამძლე უნდა იყოს. ამავდროულად, ნაკვეთის გარეგნული სილამაზეც უნდა გაითვალისწინოთ.

ასეთ სიტუაციაში ბევრი ადამიანი ჩვეულ ტროტუარის ფილებს უპირატესობას ანიჭებს. განა მასზე უკეთესი არაფერია? Novate დარწმუნებულია, რომ სხვა ვარიანტებიც ყურადღების ღირსია. ქვემოთ მოცემული საფარის ვარიანტები უფრო იაფი და გამძლეა, თან უკეთ გამოიყურება. სწორედ ამიტომ, ასეთ ალტერნატივაზე მეტის გაგება და დამახსოვრება ღირს.

კერძო სახლის ეზოს საფარი

1. ხის პარკეტი

დიახ, ასეთი საფარი შეგიძლიათ გამოიყენოთ არა მხოლოდ შენობის შიგნით, არამედ გარეთ. უპრეტენზიო მასალა მაღალი ცვეთის წინააღმდეგობის უნარით, რომელიც ადვილად იგება და გამოიყენება, მისი მოვლა რთული არაა, ეკოლოგიურად უსაფრთხოა. ასეთ პარკეტზე ფეხშიშველა სიარული ნამდვილი სიამოვნებაა, ვერც ერთი ფილა ვერ შეედრება.

რა თქმა უნდა, ასეთ საფარზე ავტომობილით ვერ გაივლით. ზოგიერთ ხის პარკეტს რამდენიმე ტონა წონის ატანა შეუძლია, მაგრამ ბევრს ასეთი ვარიანტი არ გამოადგება. ეზოს შემოსაღობად, სადაც უფროსები და ბავშვები თავიანთ საქმეს აკეთებენ, ხის პარკეტი გამოგადგებათ. თუ პირდაპირ მწარმოებელთან საფარის შეძენის შესაძლებლობა გაქვთ, გაცილებით ნაკლების გადახდა მოგიწევთ.

2. ცივი ასფალტი

შესანიშნავი ვარიანტია პირადი ეზოსთვის. ასეთ საფარს ყინვა, წყალი და გრუნტის მოძრაობა ვერ აშინებს. მთავარია, არ იძუნწოთ და ნორმალური სისქის საფარი გააკეთოთ. ასე ასფალტი წლები თანაბარი დარჩება. ავტომობილის მძიმე ბორბლების ზეწოლითაც კვალი არ დარჩება.

მთავარი მინუსი: მის შეძენას ყველგან ვერ შეძლებთ. უფრო იაფი ვარიანტებიც არსებობს, მაგრამ გამძლეობის გათვალისწინებით ცივი ასფალტი ძალიან ეკონომიური გადაწყვეტილებაა.

3. ქვის ხალიჩა

მინერალური შემავსებელი და პოლიმერული ფისი ერთმანეთს შესანიშნავად ერწყმის და კარგ საფარს ქმნის. ის ლამაზი, გამძლეა (მინიმუმ 20 წელი გაძლებს), ფორმას არ იცვლის და არ ცვდება.

ზოგიერთ შემთხვევაში ფასი შეიძლება იკბინებოდეს. თუ წებოს ბაზას პირდაპირ მწარმოებელთან შეიძენთ, ხოლო შემავსებლად იაფ გარეცხილ ქვას აიღებთ, მეტნაკლებად ბიუჯეტური ვარიანტი გამოგივათ. მთავარი მინუსია ის, რომ საფარი სრიალებს, განსაკუთრებით ყინვის დროს.

4. ნატურალური ქვის ფირფიტები

ფილაქანით მოპირკეთება ყველაზე ბიუჯეტურ ვარიანტად შეგიძლიათ ჩათვალოთ. მშვენივრად გამოიყურება, ხოლო ზოგიერთ ადგილას ამოსული ბალახი საინტერესო ეფექტს ქმნის. ნაპრალები სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ქვიშით ან კენჭით ამოავსოთ. მთავარი მასალა შეიძლება იყოს ბეტონი ან ისევ ქვიშა. მინუსებიდან უნდა ითქვას, რომ ასეთი საფარი დროთა განმავლობაში არათანაბარი ხდება. ძლიერი დარტყმისას ფირფიტები იყოფა.

5. რეზინის ნაფხვენი

გამძლე საფარი, რომელიც ავტომობილის ან ნებისმიერი სხვა ტრანსპორტის გაჩერებას უპრობლემოდ გადაიტანს. რეზინი სიცხეში არ ზიანდება, ყინვას კარგად იტანს (არ სრიალებს), წყალი და დარტყმა არ აშინებს. მთლიანობაში, იაფი და გამძლე საფარია.

ეჭვი მხოლოდ მისი ეკოლოგიურობაა, როგორც არ უნდა გარწმუნებდნენ მწარმოებლები მის „უსაფრთხოებაში“. ნებისმიერ შემთხვევაში ეზოში რეზინის ნაფხვენის გამოყენებას არ გირჩევთ, თუმცა ზოგიერთ ეზოში მისი განხილვა შესაძლებელია.

როგორც ხედავთ, კერძო სახლის ეზოსთვის საფარის არჩევა მარტივი არაა, რადგან ბევრი ბიუჯეტური ვარიანტი არსებობს. თითოეული მასალის უპირატესობა და ნაკლოვანება უნდა შეაფასოთ, რომ მოგვიანებით არ ინანოთ.

თქვენ რომელი ეზოს საფარი მოგწონთ და რატომ?