იდუმალი თეთრი კენჭები, რომელსაც ძველ რომში გზის დაგებისას იყენებდნენ

რომაული გზა ცივილიზაციის ნამდვილი სასწაულია, რომელიც დღემდე არსებობს, როგორც გასული წლების და ხალხის მდუმარე მტკიცებულება. რომაული გზა არც ისეთი მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. საკმარისია, სპეციალური თეთრი კენჭები გაიხსენოთ, რომელთაც მთავარ დასაგებ მასალებს შორის დებდნენ. Novate გიამბობთ, თუ რისთვის იყო საჭირო თეთრი კენჭები.

ჩვ.წ.აღ 125 წელს ძველმა რომაელებმა მთელი იმპერია ქვის გზების ქსელით დაფარეს. სწორედ მათზე გადიოდა შიდა და გარე ვაჭრობის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაცხოვრებლების მიგრაცია, ასობით და ათასობით მონის გადაადგილება და, რა თქმა უნდა, ლეგიონების მოძრაობა. იმის გამო, რომ რომაულ გზებზე ობიექტური მიზეზების გამო ცხენზე მიბმულ ურიკაზე მძიმეს არაფერს გაუვლია, დღემდე კარგ მდგომარეობაშია შენარჩუნებული.

რომაული გზა ადამიანის ტექნოლოგიური და საინჟინრო აზროვნების ნამდვილი სასწაულია. ჯერ კიდევ მაშინ რომაელები ნიადაგში (ძველი ხალხის სტანდარტებით) კარგად ერკვეოდნენ და საჭირო ადგილებში ხის საყრდენებით მისი გამაგრება შეეძლოთ. რომაული გზის მშენებლობის ტექნოლოგია თანამედროვე ასფალტის გზის მშენებლობას ჰგავს. მაგალითად, რომაელები გზაზე მყარი ბირთვის გამოყენების აუცილებლობას მიხვდნენ, რომელსაც, როგორც დღეს, ღორღისგან აკეთებდნენ.

რომაული გზის სტრუქტურის ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო ელემენტი იყო სპეციალური თეთრი კენჭები, რომელთაც მთავარ ქვებს შორის დებდნენ. ისინი კარგად ჩანდა და ყურადღებას იპყრობდა. ბევრი მათგანი დღემდე შენარჩუნებულია. რომაულ გზებზე თეთრი კენჭები იმავე როლს ასრულებდნენ, რასაც დღეს გზის ამრეკლავი ასრულებს: დღის ბნელ მონაკვეთში გზის ხილვადობას ზრდიდნენ. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო, რადგან მაშინ დასახლებულ პუნქტებს შორის ბუნებრივის გარდა სხვა განათება არ არსებობდა.