ინდუქციური ქურა სამზარეულოში: მისი ღირსებები და ნაკლოვანებები

ბოლო წლებში სამზარეულოში ინდუქციურ ქურებს ხშირად ამონტაჟებენ. ნამდვილად ასეთი საჭიროა და რა დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს ასეთ ქურას? ამაში ჯერ კიდევ ახალი ქურის დაყენებამდე უნდა გაერკვეთ. Novate მის ღირსებებსა და ნაკლოვანებებზე გიამბობთ.

1. ღირსებები

ამ ტექნიკის ერთ–ერთი მთავარი უპირატესობაა მაღალი ECE (სასარგებლო მოქმედების კოეფიციენტი), ამ შემთხვევაში საჭმელის გახურების ეფექტურობა. თუ მოდელი მინაკერამიკულია, მაშინ ენერგია სითბოში გარდაიქმნება, რომელიც გარკვეული ელემენტის დახმარებით თავად პანელს და მასზე დადობილ საჭმელს ახურებს. ინდუქციურ ნაწარმებში ელექტრომაგნიტური ველი წარმოიქმნება, რომელიც ჭურჭელს ახურებს, ხოლო ქურა არ ხურდება და ყოველთვის ცივი რჩება.

ერთი და იმავე კერძის მოსამზადებლად ინდუქციურ მოდელებზე ნაკლებ ენერგიას დახარჯავთ, ვიდრე მინაკერამიკის ქურაზე. ამასთან დროც იზოგება – კონფორის გასახურებლად ლოდინი საჭირო არა.

ინდუქციური ქურა უსაფრთხოების კუთხითაც თითქოს იგებს. მაშინაც კი, თუ თქვენი ხელი ქურის ზედაპირზე აღმოჩნდება, არ დაიწვავთ. დიახ, პროდუქტები, თუ ზედაპირს დაეცემა, არ დაიწვება, რადგან გახურებული არაა. გამოდის, მისი გაწმენდა ბევრად მარტივია.

2. სპეციალური ჭურჭელი

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ყველა ქვაბი და ტაფა ინდუქციურ ქურასთან თავსებადი არაა. მინის, კერამიკის და ალუმინის ნაწარმი არ გამოგადგებათ. ასეთ ქურაზე არც ერთი ჩამოთვლილი მასალა არ თბება, რადგან ელექტრომაგნიტური ველის მოქმედების რეაქცია არა. ჭურჭლის არჩევისას ეტიკეტი შეისწავლეთ. ინდუქციური ქურისთვის განკუთვნილ ჭურჭელს სპეციალური ნიშანი აქვს, რომელიც ადასტურებს, რომ ასეთ ქურაზე მასში კერძების მომზადება შეიძლება.

ქვაბი, რომელსაც პატარა დიამეტრის ძირი აქვს, ამ შემთხვევაში სასურველი არაა. მისი გამოყენებისას ამ მიზნისთვის შექმნილი ადაპტერის გამოყენება მოგიწევთ. ესაა ლითონის დისკი, რომელიც კონფორს მთლიანად ფარავს.

3. ნაკლოვანებები

ინდუქციური ტექნიკის მთავარი უარყოფითი მხარე საკმაოდ მაღალი ფასია და ის, რომ სპეციალური ჭურჭლის შეძენა სჭირდება. და მაინც, ყველა ხარჯი მოკლე დროში ანაზღაურდება, რადგან ელექტროენერგიის და გაზის მოხმარებაზე დაზოგავთ. მინუსებში ძლიერი ელექტრომაგნიტური ველის წარმოქმნაც შედის.

მაგნიტურმა ველმა, რა თქმა უნდა, ორგანიზმზე შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინოს, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაქსიმალურ რეჟიმზე ჩართულ ქურასთან კერძის მომზადებამდე დგახართ და ამას შესაშური რეგულარობით აკეთებთ.

4. ცოტა რამ უსაფრთხოების შესახებ

მაშინაც კი, თუ ქურა წყობილებიდან გამოვა, ხანძარსაწინააღმდეგო კარგ დაცვას ფლობს. ასეთ ტექნიკას ხშირად ამონტაჟებენ ისინი, ვისაც სახლში პატარა ბავშვები ჰყავთ. ქურა მათთვის უსაფრთხოა, რადგან ბავშვი, თუნდაც ზედაპირზე შეხებისას, არ დაიწვება. ცხელი ზედაპირი მხოლოდ კონფორის ადგილებშია. როგორც კი, ქურას გამორთავთ, თითქმის მაშინვე გაცივდება.