ოთახის მცენარეები, რომლებიც საკოლმეურნეო ბინას ესთეტიკურს გახდის

ოთახის მცენარეები ნებისმიერ ინტერიერს აახლებს, საცხოვრებელ ადგილს ამშვენებს და მასში სიმყუდროვეს ქმნის. ცივ სეზონზე, როცა ფანჯრების მიღმა უსასრულო ნაცრისფერი სუფევს, ადვილად შეიძლება დანაღვლიანდეთ. Novate გთავაზობთ საუკეთესო ოთახის მცენარეებს, რომელთა შეძენას აუცილებლად ისურვებთ.

საუკეთესო მცენარეები სახლისთვის

ბანანი

ბანანი ეგზოტიკური ლამაზმანია დიდი მოგრძო, პალმის მსგავსი ფოთლებით. იმის მიუხედავად, რომ ტროპიკული მცენარეა, სახლის პირობებში მისი მოვლა რთული არაა. მცენარეს სითბო, სველი ჰაერი უყვარს. მზის სხივებს სჯობს მოარიდოთ, რადგან სამშობლოში დაჩრდილულ ჯუნგლებში იზრდება.

ჩვეულებრივ, სააბაზანო ოთახს ყველაზე ნაკლებ ყურადღებას უთმობენ. დროა შეცვალოთ და ლამაზი და სასარგებლო მცენარეები შემატოთ. მაგალითად, ტროპიკული დეკორატიული მცენარე, ბანანი, რომელიც ჰაერს წმენდს.

მედილინა

მცენარე, რომლის შესახებ ოთახის მცენარეების ყველა მოყვარულმა არ იცის. მედილინა მსხვილი პრიალა ფოთლებით და ნაზი ღია ვარდისფერი ყვავილებით გამოირჩევა, რომლებიც მტევნებით ქვემოთ ჩამოკიდებულია. ის ნებისმიერ ინტერიერს ელეგანტურს და ნათელს ხდის. მართალია, ამ მცენარის მოვლა რთულია, მაგრამ შედეგი ამად ღირს. ტროპიკული მცენარე ყვავილებით გაგახარებთ, თუ მისთვის კარგ, „მშობლიურთან“ ახლო პირობებს შექმნით: კარგი განათება, ნოტიო ჰაერი და ორპირი ქარის არ არსებობა.

მცენარე საკმაოდ პრეტენზიულია, გამოუცდელ მეყვავილეებს მის შეძენას არ ვურჩევთ. მედილინას ასობით სახეობა არსებობს, გვხდება ლიანებით და ბუჩქებით. სახლში, ძირითადად, ერთ სახეობას, მედილინა მაგნიფიკას ზრდიან. მცენარე საკმაოდ მსხვილი, მაგრამ ნაზია.

ყველა ფოთოლი და კოკორი დაცვივდება, თუ ადგილს ხშირად შეუცვლით ან ქოთანს ატრიალებთ. ზაფხულში მისი უხვი ყვავილობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უვლიდით ზამთარში, სიმშვიდის ფაზაში. საქმე იმაშია, რომ ამ პერიოდში ყვავილების კვირტების ფორმირება ხდება. რეკომენდებულია, ყვავილობის შემდეგ ძლიერ გადაჭრათ. მცენარეს ძალიან უყვარს კაშკაშა სინათლე და სითბო. ზაფხულში 20-25 გრადუსი, ზამთარში მინიმუმ 16 გრადუსი.

მონსტერა

მონსტერა ნამდვილი ვარსკვლავია ოთახის მცენარეებს შორის. მისი ფოთლების დაპრინტული სურათი არა მხოლოდ დიზაინსა და დეკორში, არამედ ტექსტილზეც გვხდება. მცენარე ბინას შესანიშნავად აფორმებს. თუ სათანადოდ იზრუნებთ, მონსტერა სწრაფად გაიზრდება, ასე რომ წინასწარ ფართო სივრცე შეურჩიეთ. მონსტერას რეგულარული მორწვა უყვარს და კარგი განათება სჭირდება, თუმცა მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ.

მონსტერას მოვლისას რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ:

  • რეგულარული დანამვა. ამის გარეშე ფოთლები არ იბრწყინებს. დღეში ერთხელ მაინც დანამეთ. ამისთვის ოთახის ტემპერატურის გაფილტრული წყალი გამოიყენეთ. ონკანის წყლის გამოყენება არ შეიძლება, რადგან ფოთლებზე შეიძლება ნადები გაჩნდეს.
  • განათებას ყურადღება მიაქციეთ. მონსტერას უყვარს კაშკაშა სინათლე მზის პირდაპირი სხივების გარეშე.
  • სველი წმენდა. ფოთლები სველი ბამბით გაწმინდეთ. ასე ბზინვარებას არ დაკარგავს. ფოთლები არა მხოლოდ ზედა, არამედ ქვედა მხრიდანაც გაწმინდეთ.

ამ მარტივი წესების დაცვით მონსტერას უპრობლემოდ გაზრდით. და კიდევ ერთი რამ! მოცულობითი მონსტერას ზედა ნაწილის სამი ფოთლით შეგიძლიათ გადაჭრათ. ასე გვერდითა ყლორტებს გაზრდით. ჰაეროვანი ფესვები არავითარ შემთხვევაში არ გადაჭრათ!

აგლაონემა

ტროპიკების კიდევ ერთი მკვიდრი, რომელიც ზრდისთვის საჭირო პირობებს მოითხოვს. ჰაერის საჭირო ტენიანობის უზრუნველსაყოფად მცენარის გვერდით წყლით სავსე ლანგარი დადგით. მცენარე შხაპით გაანებივრეთ. ყველაზე მნიშვნელოვანია: ყვავილი გათბობის ბატარეის გვერდით არ დადოთ, ასევე მზის პირდაპირ სხივებს მოარიდეთ.

დიფენბახია

ღია მარადმწვანე ბუჩქი, რომელსაც 2 მეტრამდე გაზრდა შეუძლია. დიდი ფოთლები კონტრასტული უცნაური ზოლებით, განა ინტერიერის იდეალური დეკორი არაა? მცენარე უპრეტენზიოა და ოთახის პირობებს ადვილად ერგება. მთავარია, ორპირ ქარს და ტემპერატურის ცვლილებებს მოარიდოთ.

ამ მცენარეს ბევრი ცრურწმენა უკავშირდება, რადგან შხამიანი მცენარეა და სასურველი არაა ისეთ სახლში, სადაც ბავშვები და შინაური ცხოველები ცხოვრობენ. დიფენბახიას სამშობლო ამაზონის ჯუნგლებია. ერთ–ერთი ლეგენდის თანახმად, ინდიელები დამნაშავე მონებს დიფენბახიას აჭმევდნენ და მათ შხამისგან პირი უსივდებოდათ.

თუ ცრურწმენებს მოვიშორებთ და მის სასარგებლო თვისებებს ყურადღებას მივაქცევთ, უბრალოდ მშვენიერი მცენარეა: ჰაერის ქიმიურ შემადგენლობას აუმჯობესებს, ბაქტერიციდულ თვისებებს ფლობს და მტვრის რაოდენობის შემცირებას ხელს უწყობს.

ფიკუსი ლირატა

მცენარე ლამაზი ინტერიერის ფოტოებში ხშირად გვხდება. საკმაოდ ეგზოტიკურად გამოიყურება, მაგრამ მოსავლელად უპრეტენზიოა. რეგულარული მორწყვა და დაზიანებული ფოთლების დროული მოშორება სჭირდება. ყვავილს სინათლე უყვარს, მაგრამ მზის პირდაპირი სხივები არა. ფესვების სისტემის გაზრდის მიხედვით გადარგვა სჭირდება.

რომელი ზემოთ ჩამოთვლილი მცენარე მოგეწონათ ყველაზე მეტად? მოგვწერეთ კომენტარებში!