5 ნაბიჯი ძველი შეღებილი კარის რესტავრაციისთვის, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ

დროთა განმავლობაში ყველაზე სოლიდური კარიც ცვდება. მასზე ნაკაწრები ჩნდება, საღებავი უფერულდება, ხის მასალა ხმება და ბევრი სხვა მიზეზი ჩნდება. აუცილებელი არაა, ახალი კარი შეიძინოთ. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ძველ კარს რესტავრაცია ჩაუტაროთ. Novate გიზიარებთ 5 ნაბიჯს, რომელიც ძველი კარის თავდაპირველი გარეგნობის დაბრუნებაში დაგეხმარებათ.

1. კარის დემონტაჟი

პირველ რიგში, ინსტრუმენტები მოამზადეთ. არაფერი ზებუნებრივი საჭირო არაა: ჩაქუჩი, საზომი ლენტი, ბრტყელტუჩა, თარაზო, სახრახნისი, შესაძლოა გასაპრიალებელი მანქანა და ელექტროსაბურღი საცმებით დაგჭირდეთ. ახლა საქმეს შეუდექით. კარი ანჯამებიდან მოხსენით და წინასწარ მომზადებულ სამუშაო ზედაპირზე (მაგიდა ან ორი ტაბურეტი) დადეთ. ფურნიტურა, სამაგრები და სხვა ელემენტები მოხსენით.

2. ძველი საღებავის მოშორება

შემდეგი ნაბიჯი საღებავის მოშორებაა, რომ ზედაპირის მდგომარეობა შეაფასოთ და ყველა დეფექტი მოაშოროთ. ეს შეგიძლიათ საფხეკით, ჯაგრისით და საფითხით თავად გააკეთოთ ან უფრო თანამედროვე ვარიანტი გამოიყენოთ: ელექტროსაბურღი, გასაპრიალებელი მანქანა. გაითვალისწინეთ, რომ ბევრი მტვერი იქნება. კიდევ ერთი მეთოდი: საღებავი გამხსნელით მოაშორეთ, ზედაპირი სამშენებლო ფენით გააშრეთ და ნარჩენები აფხიკეთ. მთავარია, მუშაობის დროს კარგი ვენტილაცია უზრუნველყოთ. ამის შემდეგ სამაგრი დეტალების გაძლიერებას და მიმზიდველი გარეგნობის მინიჭებას შეუდექით.

3. მინის ელემენტების გამოცვლა

თუ კარს მინის ჩანართები აქვს და დაზიანებულია, აუცილებლად გამოცვალეთ. სამაგრები მოხსენით, გატეხილი მინის ნარჩენები მოაშორეთ. ახალი მასალა მხოლოდ კარის გაღებვის და დამაგრების შემდეგ გამოგადგებათ.

4. კონსტრუქციის გაძლიერება

იმ ადგილებში, სადაც შესაკრავები დასუსტებულია, წებო PVA დაასხით, კუთხე გაასწორეთ და დროებით ჭახრაკით (მჭიდროდ დასაჭერი ინსტრუმენტი) მოუჭირეთ. გასაძლიერებლად შეგიძლიათ თვითხრახნი ან სამაგრი წებოზე გამოიყენოთ. იქ, სადაც კარი მჭიდროდ იხურება, რანდა გადაატარეთ. თუ კარის ზედაპირსა და ჩარჩოს შორის სივრცეა, თხელი ფირი მიაწებეთ და ზომის მიხედვით შეცვალეთ.

5. საბოლოო დამუშავება

აქ, იგულისხმება კარის გაწმენდა და ზედაპირის გაუცხიმოება. შემდეგ მოდის პრაიმერი და შეღებვა. გაუცხიმოებისთვის უატ–სპირიტი გამოიყენეთ. შემდეგ კარგად შეფითხნეთ და პრაიმერით დაფარეთ. გაითვალისწინეთ პრაიმერის ხარჯი: 100 გრ 1 მ²–ზე. მზა კარზე საღებავი სწრაფად და თანაბრად ისმება. სურვილის შემთხვევაში კარი შეგიძლიათ ლაქით დაფაროთ, რომ ხის მასალა ბრწყინავდეს.